მცნებები, მცნებათა დაცვა - ციტატები, გამონათქვამები
მცნებები, მცნებათა დაცვა - ციტატები, გამონათქვამები მცნებები, მცნებათა დაცვა, გამონათქვამები
უფალი არ ისმენს მხოლოდ ისეთი ადამიანის ლოცვას, რომელიც მისი მცნებების დარღვევით თვითონ იჩენს უყურადღებობას, უპატივცემლობას ღვთის მიმართ.
შეუძლებელია, როდესაც ადამიანი ღმერთს უსმენს, ღმერთმა მისი არ ისმინოს; ამიტომ იგი შორს არ არის ადამიანისგან. მაგრამ მისი საწინააღმდეგო ჩვენი სურვილები (და, მითუმეტეს, ქმედებები) ხელს უშლიან მას ჩვენს მოსმენაში.
მორჩილება მორჩილებას მოჰყვება. ვინც ღმერთს უსმენს, მას ღმერთიც მოუსმენს
ვისაც სურს, რომ უფალმა მისი ლოცვა შეისმინოს, მან უფლის მცნებებს უნდა მოუსმინოს
ღვთის ყველა მცნება ერთიანდება ერთში, სწორედ რომ სიყვარულის მცნებაში (მათ. 22, 37-40).
არ არის საჭირო, სიმძიმეთა გაზვიადებით გამოკვებო სიზარმაცე და სულმოკლეობა. მცირე ქვები ერთმანეთს ემატება და უზარმაზარ ტაძარს ქმნიან; ამის მსგავსად აღაშენე საკუთარი სული, რამდენადაც შესაძლებელია, განუწყვეტლივ. გაძლიერებული მადლიანი ... იხილეთ სრულად
გააკეთე ყველაფერი რაც შეგიძლია და სთხოვე უფალს ის, რაც არ ძალგიძს; იგი აუცილებლად მოვა შენს დასახმარებლად (1 იოანე 5, 14-15).
განა ჩიტისთვის მძიმეა ფრთები, რომლითაც იგი ჰაერში დაფრინავს? ასევე ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის არ არის მძიმე მცნებები ქრისტესი, რომლის წმნილებაცაა ჩვენი სული, მასზე დაყრდნობით ზეცაში რომ აფრინდება.
"ტვირთი ჩემი მსუბუქ არს" (მათე 11, 30), - ბრძანა უფალმა. მსუბუქია ჭეშმარიტად! მართლაც რა შეიძლება იყოს უმსუბუქესი იმ ტვირთზე, რომელიც თვითონ ტვირთულობს ყოველ მის მტვირთველს. ასევე დაატარებენ სივრცეში ჩიტს მძიმე ფრთები, რომლებიც მა... იხილეთ სრულად