პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები
პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა
ვინც პატივმოყვარეობით არ არის შეპყრობილი, იგი არ ჩავარდება ღვთისმებრძოლ, უგუნურ ამპარტავნებაში.
არსებობს ამპარტავნების კიდევ ერთი ფაქიზი სახე, ძლიერ საშიში ჩვენი სულისათვის – ეს არის დიდებისმოყვარეობა. დიდებისმოყვარეობა ლამობს ჩვენი ყოველი საქმე იმგვარად დაამახინჯოს, რომ იგი იყოს არა ღვთის სადიდებლად, არამედ ჩვენი დიდებისათვ... იხილეთ სრულად
ამპარტავანი კაცი ყოველი ხერხით ეძიებს პატივს, დიდებასა და ქებას. მას ყოველთვის რაღაცის ჩვენება სურს და სხვებისთვის მითითება, მბრძანებლობა, უფროსობა. ვინც მის სურვილს ეწინააღმდეგება, მასზე ძლიერ მრისხანებს და ემტერება.
ჩაწვდი, ძმაო ჩემო, თუ რა ყოფილა ადამიანური დიდებანი? ახლა კი იმას დაუფიქრდი, რას წარმოადგენს ის, ვინც მას ეძიებს. თუ წინასწარმეტყველს ჰკითხავ, ის გიპასუხებს, რომ ყოველი ადამიანი - უბრალოც და ისიც, ვინც ყველა მეფეზე ზლევამოსილია - ... იხილეთ სრულად
ადამიანები გაქებენ სილამაზის გამო, მაგრამ შენი ჭეშმარიტი სილამაზე იფარება გარეგნობით, როგორც ზამთარში იფარება თოვლის ქვეშ ფუნა. შენი სილამაზე მარადიული ვერ იქნება, ისევე როგორც თოვლი არ არის მარადიული.
ადამიანები პატივს მოგაგებენ ლამაზი ტანისამოსის გამო, მაგრამ ეს პატივი შენ სულაც არ მოგემართება, არამედ იმ აბრეშუმის ჭიებს, რომელთა ძაფებითაც ის შეიკერა. რაც არ უნდა ლამაზად იცვამდე, მაინც ვერ გამოიყურები ფარშევანგივით ლამაზად - ოქ... იხილეთ სრულად
ამქვეყნიური დიდება იმათთვისაც ამაოა, ვინც მას მოგაგებს. ეს იმიტომ, რომ მათ არ იციან, რომ შინაგანად შენ ცოდვილი ხარ. მათთვის ცნობილია მხოლოდ შენი გარეგნული იერსახე. სხვა რა დიდების მიგება შეუძლიათ შენთვის, გარდა იმისა, რომელიც გამშ... იხილეთ სრულად
ამქვეყნიური დიდება ამაოა იმიტომ, რომ მას არ შეუძლია, შეგვძინოს ან წაგვართვას რაიმე. "უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაი ჩემი არარაი არს" (ინ. 8, 54). ეს კი ნიშნავს, რომ თუ ადამიანი, რომელმაც რაიმე შექმნა, თავისი თავის განდიდ... იხილეთ სრულად
ამქვეყნიური დიდება ისეთი ნაყოფია, რომელიც ადამიანს კი არ კვებავს, არამედ წამლავს. ღმერთმა შექმნა მთელი სამყარო და თავისი უსაზღვრო მადლის მეშვეობით ადამიანებს მიანიჭა იგი, რათა ისინი ადიდებდნენ შემოქმედს, რომელმაც მთელი დიდება და პ... იხილეთ სრულად