ადამიანები გაქებენ სილამაზის გამო, მაგრამ შენი ჭეშმარიტი სილამაზე იფარება გარეგნობით, როგორც ზამთარში იფარება თოვლის ქვეშ ფუნა. შენი სილამაზე მარადიული ვერ იქნება, ისევე როგორც თოვლი არ არის მარადიული.
ადამიანები გაქებენ შენი კეთილშობილების გამო, თუმცაღა ეს სიტყვები არ მოგემართება შენ, არამედ - შენს წინაპრებს. პატივს გცემენ იმისათვის, რომ მდიდარი ხარ, მაგრამ უფალმა იცის, თუ რამდენი უსამართლობით მოიხვეჭე ეს სიმდიდრე და როგორ გიშლ...
იხილეთ სრულად
ადამიანები გაქებენ შენი კეთილშობილების გამო, თუმცაღა ეს სიტყვები არ მოგემართება შენ, არამედ - შენს წინაპრებს. პატივს გცემენ იმისათვის, რომ მდიდარი ხარ, მაგრამ უფალმა იცის, თუ რამდენი უსამართლობით მოიხვეჭე ეს სიმდიდრე და როგორ გიშლის იგი ხელს ზეცისკენ სავალ გზაზე. "იესო ჰრქუა მოწაფეთა მისთა: ამენ გეტყვი თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა" (მთ. 19,23)
ადამიანები პატივს მოგაგებენ ლამაზი ტანისამოსის გამო, მაგრამ ეს პატივი შენ სულაც არ მოგემართება, არამედ იმ აბრეშუმის ჭიებს, რომელთა ძაფებითაც ის შეიკერა. რაც არ უნდა ლამაზად იცვამდე, მაინც ვერ გამოიყურები ფარშევანგივით ლამაზად - ოქ...
იხილეთ სრულად
ადამიანები პატივს მოგაგებენ ლამაზი ტანისამოსის გამო, მაგრამ ეს პატივი შენ სულაც არ მოგემართება, არამედ იმ აბრეშუმის ჭიებს, რომელთა ძაფებითაც ის შეიკერა. რაც არ უნდა ლამაზად იცვამდე, მაინც ვერ გამოიყურები ფარშევანგივით ლამაზად - ოქროსფერი და ჭრელი ბუმბულით; ვერასდროს იქნები მინდვრის ჭრელ ყვავილებსა და შროშანზე ლამაზი. "ხოლო გეტყვი თქვენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი" (მთ. 6, 29) - ამბობს უფალი
ხე მიწაში ფესვებგაშვებული იზრდება, ნაყოფი მოაქვს. კაცის სული სარწმუნოებით, სიყვარულით ღმერთში განმტკიცებული თუ შეიძლება ასე ითქვას, სულიერი ფესვებით ცოცხლობს, სულიერად იზრდება და მოქვს კეთილსურნელოვანი ნაყოფი სათნოებისა, რაც აცოცხ...
იხილეთ სრულად
ხე მიწაში ფესვებგაშვებული იზრდება, ნაყოფი მოაქვს. კაცის სული სარწმუნოებით, სიყვარულით ღმერთში განმტკიცებული თუ შეიძლება ასე ითქვას, სულიერი ფესვებით ცოცხლობს, სულიერად იზრდება და მოქვს კეთილსურნელოვანი ნაყოფი სათნოებისა, რაც აცოცხლებს სულს აქავ და იმავ სოფელშიაც. ხე მიწიდან ამოთხრილი ფესვებიანად, ვეღარ ცოცხლობს, რადგან სიცოცხლისმომწოდებელის, მიწის გარეშე, მკვდარია ფესვიც. ასევეა კაცის სული, ღვთის რწმენა და სიყვარული თუ დაკარგა, დაეკარგება ღმერთიც...
ამქვეყნიური დიდება იმათთვისაც ამაოა, ვინც მას მოგაგებს. ეს იმიტომ, რომ მათ არ იციან, რომ შინაგანად შენ ცოდვილი ხარ. მათთვის ცნობილია მხოლოდ შენი გარეგნული იერსახე. სხვა რა დიდების მიგება შეუძლიათ შენთვის, გარდა იმისა, რომელიც გამშ...
იხილეთ სრულად
ამქვეყნიური დიდება იმათთვისაც ამაოა, ვინც მას მოგაგებს. ეს იმიტომ, რომ მათ არ იციან, რომ შინაგანად შენ ცოდვილი ხარ. მათთვის ცნობილია მხოლოდ შენი გარეგნული იერსახე. სხვა რა დიდების მიგება შეუძლიათ შენთვის, გარდა იმისა, რომელიც გამშვენებულ საფლავს მიესადაგება, რომელიც გარედან თავს იწონებს წარწერებითა და ეპიტაფიებით, შიგნიდან კი სავსეა სიმყრალითა და ხრწნილებით, როგორც თავად უფალმა ბრძანა: "ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმს...
ამქვეყნიური დიდება ამაოა იმიტომ, რომ მას არ შეუძლია, შეგვძინოს ან წაგვართვას რაიმე. "უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაი ჩემი არარაი არს" (ინ. 8, 54). ეს კი ნიშნავს, რომ თუ ადამიანი, რომელმაც რაიმე შექმნა, თავისი თავის განდიდ...
იხილეთ სრულად
ამქვეყნიური დიდება ამაოა იმიტომ, რომ მას არ შეუძლია, შეგვძინოს ან წაგვართვას რაიმე. "უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაი ჩემი არარაი არს" (ინ. 8, 54). ეს კი ნიშნავს, რომ თუ ადამიანი, რომელმაც რაიმე შექმნა, თავისი თავის განდიდებას იწყებს, მისი ეს დიდება - ამაოებისკენ მიისწრაფის. ახლა შეგიძლია მიხვედრა იმისა, თუ რამდენად არარაობაა ადამიანური ქებანი, რომელსაც მრავალნი ეძიებენ წუთისოფლისგან
ამქვეყნიური დიდება ისეთი ნაყოფია, რომელიც ადამიანს კი არ კვებავს, არამედ წამლავს. ღმერთმა შექმნა მთელი სამყარო და თავისი უსაზღვრო მადლის მეშვეობით ადამიანებს მიანიჭა იგი, რათა ისინი ადიდებდნენ შემოქმედს, რომელმაც მთელი დიდება და პ...
იხილეთ სრულად
ამქვეყნიური დიდება ისეთი ნაყოფია, რომელიც ადამიანს კი არ კვებავს, არამედ წამლავს. ღმერთმა შექმნა მთელი სამყარო და თავისი უსაზღვრო მადლის მეშვეობით ადამიანებს მიანიჭა იგი, რათა ისინი ადიდებდნენ შემოქმედს, რომელმაც მთელი დიდება და პატივი თავისთვის დაიტოვა, როგორც ანგელოზებმა ბრძანეს: "დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი" (ლკ. 2, 14). და თუ კი ამპარტავან ადამიანებს სურთ, მიიტაცონ ეს დიდება, რომელიც მხო...
link
ვუყურებ ღვთის დაბადებულ სოფელს, ყველგან, ბუნების ყველა მონაკვეთში ღვთის საოცარ სიუხვეს ვხედავ: მიწის ზედაპირია და უმდიდრესია, ავსებულია მრავალფეროვნებით, ფუფუნებით, თითქოსდა ყველაზე უხვს, ყველაზე მოსიყვარულე მასპინძელს გაეწყოსო მ...
იხილეთ სრულად
ვუყურებ ღვთის დაბადებულ სოფელს, ყველგან, ბუნების ყველა მონაკვეთში ღვთის საოცარ სიუხვეს ვხედავ: მიწის ზედაპირია და უმდიდრესია, ავსებულია მრავალფეროვნებით, ფუფუნებით, თითქოსდა ყველაზე უხვს, ყველაზე მოსიყვარულე მასპინძელს გაეწყოსო მაგიდა; წყლის ფსკერია და ისიც კაცის გამოკვებას ემსახურება. რაღა ვთქვათ ფრინველსა და ოთხფეზებზე? აქაც ისეთი სიუხვითაა საჭმელ-სასმელი მორთმეული კაცისათვის. ღვთის სიკეთეს არა აქვს ანგარიში. შეხედეთ რა მოაქვს მიწას ზაფხულზე დ...