ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.
მხოლოდ ეკლესიის წიაღში ხდება ადამიანის ფერისცვალება, რომ მხოლოდ ეკლესიას შეუძლია მისცეს მას ის უმთავრესი, რაც კაცმა დაკარგა და რასაც ის შეუცნობლად ასე ეძებს და ესწრაფვის.
წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანე პირდაპირ ამბობს: „ვისაც ხშირი და გულწრფელი ურთიერთობა არა აქვს ეკლესიასთან, ქრისტეს სახელისათვის მან თავიც რომ გასწიროს, ცოდვას სისხლითაც ვერ განიბანს; წარუხოცელ და მძიმე ბრალს განყოფისას ტანჯვითაც კი ...
იხილეთ სრულად
წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანე პირდაპირ ამბობს: „ვისაც ხშირი და გულწრფელი ურთიერთობა არა აქვს ეკლესიასთან, ქრისტეს სახელისათვის მან თავიც რომ გასწიროს, ცოდვას სისხლითაც ვერ განიბანს; წარუხოცელ და მძიმე ბრალს განყოფისას ტანჯვითაც კი ვერ განიწმენდს; არაეკლესიური არ შეიძლება იყოს მოწამე, ვერ ეღირსება იგი მეფობას“ (ქრისტიანული სწავლება, ნაწ. I, ქრისტიანული ეკლესიის ერთობის შესახებ, 1837 წ.).
ქრისტიანული ცხოვრება ეკლესიაში ავლენს თავის ფორმას, ამიტომაც უწოდებს მას წმიდა პავლე მოციქული „სახლს ღმრთისას“ (1 ტიმ. 3, 15), „ქალაქსა ღმრთისა ცხოველისა“ (ებრ. 12, 22), „დედას მორწმუნეთა“ და უფალ იესო ქრისტეს სხეულს, თავი რომლისა...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული ცხოვრება ეკლესიაში ავლენს თავის ფორმას, ამიტომაც უწოდებს მას წმიდა პავლე მოციქული „სახლს ღმრთისას“ (1 ტიმ. 3, 15), „ქალაქსა ღმრთისა ცხოველისა“ (ებრ. 12, 22), „დედას მორწმუნეთა“ და უფალ იესო ქრისტეს სხეულს, თავი რომლისაც თავად იგია (რომ. 12, 5; 1 კორ. 6, 15; 12, 12–28).
ჩვენ სულიერად ვნათლდებით ეკლესიის სიწმიდით, მაგრამ ეკლესია არ შეილახება ჩვენი ცოდვებით, რადგან მისი სიწმიდე ჩვენსმიერი კი არა, მაცხოვრის ჩვენის, იესო ქრისტესეულია.
ეკლესიის საიდუმლოთა მეოხებით ნათლად შევიგრძნობთ, რომ ქრისტეში და ქრისტეთი დაიწყო მსოფლიო პასექი, დაიწყო ქორწილი კრავისაჲ, დაიწყო ჩვენი სვლა სასუფევლისკენ.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !აღსდგა იგი ღმერთი, რომელმანც გვიანდერძა ჩვენ ურთიერთის სიყვარული და გვითხრა: „ესე არს მცნება ჩემი, რათა იყვარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყვარეთ თქვენ“. აღსდგა იგი მეუფეთა...
იხილეთ სრულად
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !აღსდგა იგი ღმერთი, რომელმანც გვიანდერძა ჩვენ ურთიერთის სიყვარული და გვითხრა: „ესე არს მცნება ჩემი, რათა იყვარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყვარეთ თქვენ“.აღსდგა იგი მეუფეთა მეუფე, რომელმანც აღადგინა ღირსება ადამიანისა და ჰრქვა მონებით შეგინებულს ქვეყნიერებას: „არღა გეტყვით თქვენ მონად, რამეთუ მონამან არა იცის, რასა იქმს უფალი მისი; ხოლო თქვენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყეთ თქ...