გმინავს შემუსვრილი ჯოჯოხეთი, ხოლო მისი დიადი მძლეველი ზეცად მაღლდება და თან შემხვედრ გაოცებულ ანგელოზთა ხმა მიჰყვება: "ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?" აწ უკვე ჩვენც, აღდგომის სიხარულით აღვსილნი ქრისტიანენი, პასუხად ვამბობთ: "უფალი ძ...
იხილეთ სრულად
გმინავს შემუსვრილი ჯოჯოხეთი, ხოლო მისი დიადი მძლეველი ზეცად მაღლდება და თან შემხვედრ გაოცებულ ანგელოზთა ხმა მიჰყვება: "ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?" აწ უკვე ჩვენც, აღდგომის სიხარულით აღვსილნი ქრისტიანენი, პასუხად ვამბობთ: "უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი" (ფს. 23).
ამ დიდებულსა და ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელ დღეს ქრისტეს აღდგომისა, ჩვენ უნდა შევხვდეთ განწმენდილნი, განვაახლოთ ჩვენი სულიერნი სწრაფვანი და ქრისტიანული შემეცნების სიღრმეში მივეახლოთ ჭეშმარიტებისა და ცხოვრების გზას - უფალსა ჩ...
იხილეთ სრულად
ამ დიდებულსა და ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელ დღეს ქრისტეს აღდგომისა, ჩვენ უნდა შევხვდეთ განწმენდილნი, განვაახლოთ ჩვენი სულიერნი სწრაფვანი და ქრისტიანული შემეცნების სიღრმეში მივეახლოთ ჭეშმარიტებისა და ცხოვრების გზას - უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს.
ქრისტეს აღდგომას ანგელოზნი უგალობენ, ზეიმობს ზეცა და დედამიწა, იშვებს ადამი და იხარებს ევა, ღვთისმშობელი და მოციქულთა დასი, წმიდათა კრებული და მათთან ერთად ყოველნი მორწმუნენი და მადიდებელნი ქრისტესნი, ანუ იგინი, ვისაც წილი უდევს პ...
იხილეთ სრულად
ქრისტეს აღდგომას ანგელოზნი უგალობენ, ზეიმობს ზეცა და დედამიწა, იშვებს ადამი და იხარებს ევა, ღვთისმშობელი და მოციქულთა დასი, წმიდათა კრებული და მათთან ერთად ყოველნი მორწმუნენი და მადიდებელნი ქრისტესნი, ანუ იგინი, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !აღდგა იგი ახლობელთა და შორეულთა, დიდთა და მცირეთა, ძლიერთა და უძლურთათვის, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაჲ საუკუნოჲ (იოვანე 3,15).
წყალობითა ღმრთისაჲთა დადგა ეს კურთხეული დღე ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა, როდესაც ჩვენი გულები სავსეა სრულყოფილი სიყვარულითა და ზემიწიერი სიხარულით, როდესაც ძლევის გალობას შეჰღაღადებს ცა და ქვეყანა აღდგომილ მაცხოვარს.
აი, უკვე 2011 წელია, გვესმის ანგელოზთა საოცარი საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", რათა ჩვენც, იუდეის მწყემსთა და აღმოსავლელ მოგვთა მსგავსად, მივეახლოთ და თაყვანი ვსცეთ ბეთლე...
იხილეთ სრულად
აი, უკვე 2011 წელია, გვესმის ანგელოზთა საოცარი საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", რათა ჩვენც, იუდეის მწყემსთა და აღმოსავლელ მოგვთა მსგავსად, მივეახლოთ და თაყვანი ვსცეთ ბეთლემის ცივ გამოქვაბულში, ბაგასა შინა მწოლ უჩვეულო ყრმას და გავიხაროთ სიხარულითა დიდითა, რადგან ეს დღე არის საწყისი ცოდვის ბორკილთაგან ჩვენი გათავისუფლებისა და სულიერი თვალ-მარგალიტით გამშვენებისა, დღე იმ აღთქმის აღსრულებისა...
დამთავრდა ძველი აღთქმის ჟამი და აღსრულდა წინასწარმეტყველთა მიერ ნაუწყები: ბეთლემის გამოქვაბულში ხორცშესხმული მოგვევლინა საუკუნეთა უწინარესი ღმერთი,- ყრმა იესო.
ისევ გადაიშალა ჟამთა ბრუნვის ერთი ფურცელი, ასევ ინათა ვარსკვლავმა ბეთლემის თავზე და მოვიდა დიდებული დღე, ქრისტეს შობისა. ანგელოზთა გუნდნი ისევ მოაფენენ ჩვენს ნაცნობ ჰანგებს ცასა და ქვეყანას: დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუე...
იხილეთ სრულად
ისევ გადაიშალა ჟამთა ბრუნვის ერთი ფურცელი, ასევ ინათა ვარსკვლავმა ბეთლემის თავზე და მოვიდა დიდებული დღე, ქრისტეს შობისა. ანგელოზთა გუნდნი ისევ მოაფენენ ჩვენს ნაცნობ ჰანგებს ცასა და ქვეყანას: დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14).