არ უნდა შევუშინდეთ განსაცდელს. იგი საშუალებაა სულიერი წრთობისა და ცოდვათაგან განთავისუფლებისა. იგია ნიშანი სულიერ კიბეზე ზესვლის დაწყებისა, ხოლო ვინც არ შედგომია ამგვარ ამაღლებას, იგი შორსაა სულიერი ბრძოლისა და განსაცდელისაგან.
"ადამიანის შინაგან სამყაროში უხილავი ბრძოლა მიმდინარეობს, რომელიც მთელი ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე გრძელდება. მისი შედეგი მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვის ეკუთვნის ჩვენი სული, ვისთან და რასთან არის იგი კავშირსა დ...
იხილეთ სრულად
"ადამიანის შინაგან სამყაროში უხილავი ბრძოლა მიმდინარეობს, რომელიც მთელი ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე გრძელდება. მისი შედეგი მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვის ეკუთვნის ჩვენი სული, ვისთან და რასთან არის იგი კავშირსა და ერთობაში", - წერს ღირსი მამა მაკარი დიდი.
რაოდენ ამაოა და საწყალობელია ყოფა მათი, რომელთაც ისე გალიეს ეს წუთისოფელი, რომ მხოლოდ მიწიერ სიკეთეთა (ქონების, მდგომარეობის, უზრუნველი ცხოვრების, პატივისა და თანამდებობის) მოხვეჭა დაისახეს ცხოვრების მიზნად და მარადიულ ღირებულებებ...
იხილეთ სრულად
რაოდენ ამაოა და საწყალობელია ყოფა მათი, რომელთაც ისე გალიეს ეს წუთისოფელი, რომ მხოლოდ მიწიერ სიკეთეთა (ქონების, მდგომარეობის, უზრუნველი ცხოვრების, პატივისა და თანამდებობის) მოხვეჭა დაისახეს ცხოვრების მიზნად და მარადიულ ღირებულებებზე არც კი დაფიქრებულან.