თუ ცოდვის ჩადენას ასაკის მიზეზით შეწყვეტ, ეს შენი უძლურების წყალობით მოხდება. ჩვენ კი ვაქებთ (ღვთის სიტყვაზე დაყრდნობით) მათ, ვინც ნებაყოფლობით არიან კეთილნი, და არა მათ, რომელნიც იძულებულნი არიან, ასე მოიქცნენ
ვინც სიბერეს ელოდება იმისთვის, რომ საკუთარი თავი ღმერთს მიუძღვნას, ის ნათლად აჩვენებს, რომ სურს, საკუთარი თავი სათნოებისთვის შემოინახოს იმ დროისთვის, როდესაც სხვა არაფრის გაკეთება აღარ შეეძლება.
ნუთუ ფიქრობთ, რომ მოხუცებულობის ჟამს გაფურჩქვნის ასაკზე მეტად იქნებით მზად სინანულისთვის და გექნებათ მეტი სიმტკიცე მის შესანარჩუნებლად, და მოშურნეობა იმისათვის, რომ მისი გამოცდილება აჩვენოთ და ძალა, რომ მისი წინააღმდეგობანი გადალა...
იხილეთ სრულად
ნუთუ ფიქრობთ, რომ მოხუცებულობის ჟამს გაფურჩქვნის ასაკზე მეტად იქნებით მზად სინანულისთვის და გექნებათ მეტი სიმტკიცე მის შესანარჩუნებლად, და მოშურნეობა იმისათვის, რომ მისი გამოცდილება აჩვენოთ და ძალა, რომ მისი წინააღმდეგობანი გადალახოთ?
მრავალნი ამბობენ, რომ მოწიფულობის ასაკში მიუძღვნიან თავს ღმერთს, მაგრამ მიაღწევენ კი ამ ასაკს, როგორც ისინი იმედოვნებენ? და თუ მიაღწევენ კიდეც, განა ისე ადვილი იქნება შეცვლა, როგორც ისინი ფიქრობენ?
დღე დედამიწაზე ყოველთვის საღამოთი მთავრდება; ამიტომ დილის დამკარგავს შეუძლია, ჰქონდეს გარკვეული იმედი, რომ საღამოს აინაზღაურებს დაკარგულს; ადამიანის ცხოვრების დღეს კი ხშირად საღამოზე (მოხუცებულობაზე) ადრე, არცთუ იშვიათად კი - შუად...
იხილეთ სრულად
დღე დედამიწაზე ყოველთვის საღამოთი მთავრდება; ამიტომ დილის დამკარგავს შეუძლია, ჰქონდეს გარკვეული იმედი, რომ საღამოს აინაზღაურებს დაკარგულს; ადამიანის ცხოვრების დღეს კი ხშირად საღამოზე (მოხუცებულობაზე) ადრე, არცთუ იშვიათად კი - შუადღეზე (მოწიფულობის ასაკში) ადრე მოულოდნელი სიკვდილი წყვეტს.
თქვენ თავს იტყუებთ, თუ ფიქრობთ, რომ ვნებები ახალგაზრდობასთან ერთად მიწყნარდება. რამდენი მოხუცია, რომელიც თავისი ცხოვრების პირველი წლების სამარცხვინო მიდრეკილებებითაა დაავადებული! რამდენი ჭაღარა პატივმოყვარეა, რომლებიც დაღლილობას ა...
იხილეთ სრულად
თქვენ თავს იტყუებთ, თუ ფიქრობთ, რომ ვნებები ახალგაზრდობასთან ერთად მიწყნარდება. რამდენი მოხუცია, რომელიც თავისი ცხოვრების პირველი წლების სამარცხვინო მიდრეკილებებითაა დაავადებული! რამდენი ჭაღარა პატივმოყვარეა, რომლებიც დაღლილობას არ უჩივიან, დაუღალავი სიხარბით დასდევენ პატივს, რომელიც მხოლოდ გაზრდის მათი დაკრძალვის დანახარჯს და რამდენიმე სიტყვას დაამატებს მათ ეპიტაფიაზე! რამდენი ფეთქებადი ადამიანია, რომლებშიც არც სისხლის დადინჯება, არც დაუძლურება ...