კავშირი უფალთან და ზიარება ღვთიურ მადლსა და ჭეშმარიტებასთან - აი, ის სიხარული, რასაც ემყარება ჩვენი ბედნიერება და კეთილდღეობა. ღმერთთან მიახლოებით ადამიანში ახლდება ყოველივე ის, რაც ცოდვის გამო მოისპო მასში. ქვეყნად მაცხოვრის მოვლ...
იხილეთ სრულად
კავშირი უფალთან და ზიარება ღვთიურ მადლსა და ჭეშმარიტებასთან - აი, ის სიხარული, რასაც ემყარება ჩვენი ბედნიერება და კეთილდღეობა. ღმერთთან მიახლოებით ადამიანში ახლდება ყოველივე ის, რაც ცოდვის გამო მოისპო მასში. ქვეყნად მაცხოვრის მოვლინებით სათავე დაედო კაცობრიობის დაბრუნებას ნათლისა და ჭეშმარიტებისაკენ. ამისთჳს შობილ ვარ და ამისთჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი (იოანე 18,37) - ბრძანებს უფალი. აი, ეს მარადიული და მხსნელი ჭეშმარიტება გვიზიდა...
ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე არ არსებობს პროგრესი, შეუძლებელია სულიერი აღმავლობა. ქრისტიანული თავისუფლება განუყოფელია ჭეშმარიტებისაგან. ჩვენ სამუდამოდ უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება სიმართლისა და იმ მაღალი იდეალებისადმი, რომლისთვისაც...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე არ არსებობს პროგრესი, შეუძლებელია სულიერი აღმავლობა. ქრისტიანული თავისუფლება განუყოფელია ჭეშმარიტებისაგან. ჩვენ სამუდამოდ უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება სიმართლისა და იმ მაღალი იდეალებისადმი, რომლისთვისაც მოგვიწოდა ღმერთმა, ერთგულება ხალხისა და სამშობლოსადმი. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ადამიანი "ცხოვრების გვირგვინს". იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ (გამოცხ. 2,10).
ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლა მძაფრი და ულმობელი. რომელშიც ადამიანის ხასიათი, მისი შემეცნება, მისი ძალა ყალიბდება. ამ მუდმივმა ბრძოლამ გააძლიერა ჩვენი ხალხი სულიერად და ფიზიკურად. ჩვენ ახლა გვიკვირს, როგორ შეძლო ქართველობამ ამდენი უთან...
იხილეთ სრულად
ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლა მძაფრი და ულმობელი. რომელშიც ადამიანის ხასიათი, მისი შემეცნება, მისი ძალა ყალიბდება. ამ მუდმივმა ბრძოლამ გააძლიერა ჩვენი ხალხი სულიერად და ფიზიკურად. ჩვენ ახლა გვიკვირს, როგორ შეძლო ქართველობამ ამდენი უთანასწორო ბრძოლის გადატანა. ძალა ხალხისა და ეკლესიის ერთიანობაში იყო. მხვნელი, ხელოსანი, მებრძოლი, ბერი, პატრიარქი, მეფე, პოეტი, ყველა ერთი სულით იყო განმსჭვალული - ღრმა რწმენით სიმართლის გამარჯვებისა. ეძებდნენ მარადიულ ჭეშ...
საქართველომ ჯერ კიდევ უძველესი დროიდან შეითვისა მაღალი კულტურის სხვადასხვა ნაკადი. მისთვის ახლო იყო კაცობრიობის სულის ყველაზე მტკივნეული და ამაღლებული პრობლემები. სულის სრულყოფისა და ადამიანის განღმრთობისა სარწმუნოების და სიყვარულ...
იხილეთ სრულად
საქართველომ ჯერ კიდევ უძველესი დროიდან შეითვისა მაღალი კულტურის სხვადასხვა ნაკადი. მისთვის ახლო იყო კაცობრიობის სულის ყველაზე მტკივნეული და ამაღლებული პრობლემები. სულის სრულყოფისა და ადამიანის განღმრთობისა სარწმუნოების და სიყვარულის საშუალებით, ეკლესიისა და სახელმწიფოს, ქრისტიანობამდელი და ქრისტიანული კულტურების ურთიერთობისა, ფილოსოფიური აზროვნებისა, მწერლობისა და არქიტექტურისა, ფერწერისა და მუსიკისა, ყოველივე ეს მწვავედ იდგა და დღესაც დგას ჩვენი...
მოგმართავთ თქვენ, დედებო! შვილიერება და ბავშვების აღზრდა უდიდესი ღვაწლია, რომელიც ყველა სხვა სამსახურზე მაღლა დგას. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ერის მომავალი. გვიჩვენეთ მაგალითი რწმენისა და სიყვარულისა, სიყვარულისა ღვთისა და სამშო...
იხილეთ სრულად
მოგმართავთ თქვენ, დედებო! შვილიერება და ბავშვების აღზრდა უდიდესი ღვაწლია, რომელიც ყველა სხვა სამსახურზე მაღლა დგას. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ერის მომავალი. გვიჩვენეთ მაგალითი რწმენისა და სიყვარულისა, სიყვარულისა ღვთისა და სამშობლოსადმი. გვიჩვენეთ მაგალითი თავგანწირული დედობისა, იყოლიეთ იმდენი შვილი, რამდენსაც გაჩუქებთ ღმერთი. შვილები თქვენი საყრდენნი იქნებიან სიბერეში და იმედნი ჩვენი ერისა. ჩვენი ბავშვები უნდა ასახავდნენ თავიანთ თავში ყველაფერ...
მოგიწოდებთ თქვენ, ჩემო სულიერო შვილებო, ნუ მიმართავთ აბორტს, ნუ ჩაიდენთ ამ საზარელ ცოდვას. გახსოვდეთ, რომ აბორტი არის მკვლელობა უდანაშაულო და უმწეო ვაჟისა თუ ქალისა. არცერთ მტერს არ ამოუწყვეტია იმდენი ადამიანი, რამდენიც ამ შემზარა...
იხილეთ სრულად
მოგიწოდებთ თქვენ, ჩემო სულიერო შვილებო, ნუ მიმართავთ აბორტს, ნუ ჩაიდენთ ამ საზარელ ცოდვას. გახსოვდეთ, რომ აბორტი არის მკვლელობა უდანაშაულო და უმწეო ვაჟისა თუ ქალისა. არცერთ მტერს არ ამოუწყვეტია იმდენი ადამიანი, რამდენიც ამ შემზარავი დანაშაულით გაწყვეტილა. ნუ შეგაშინებთ შვილების სიმრავლე, ღმერთი მოგცემთ თქვენ ძალასა და შესაძლებლობას გაზარდოთ ისინი ჩვენი ერისათვის.