საუკუნეთა მანძილზე საქართველო გადაარჩინა მოყვასის, ღმრთის, მამულისადმი თავდადებულმა ქრისტიანულმა სიყვარულმა, რისი მაგალითიც აურაცხელია ჩვენს ისტორიაში.
მოვიპოვოთ სიწმინდე და შევიმოსოთ ჭეშმარიტი სიყვარულით, რადგან ამ თვისებების გარეშე ღმერთს ვერ მივემსგავსებით და ჩვენივე ნებით, საკუთარ თავს მის მაცხოვნებელ მადლს განვაშორებთ.
მაცხოვარმა განკაცებით დედამიწაზე ის სიყვარული მოიტანა, რომლის მსგავსიც მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა და რომელთანაც თანაზიარებით მოგვეცა სამოთხეში დაბრუნების შესაძლებლობა.
"ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა ძე თვისი მხოლოდშობილი" (ინ. 3,16). დაუსაბამო იგი დროში იშვა, ყოვლისმპყრობელმა და ყოვლისშემოქმედმა მონის სახე მიიღო, რათა მისი სიყვარულით აღვსილნი და ამაღლებულნი საღმრთო წიაღს კვლავ ვზიარებო...
იხილეთ სრულად
"ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა ძე თვისი მხოლოდშობილი" (ინ. 3,16). დაუსაბამო იგი დროში იშვა, ყოვლისმპყრობელმა და ყოვლისშემოქმედმა მონის სახე მიიღო, რათა მისი სიყვარულით აღვსილნი და ამაღლებულნი საღმრთო წიაღს კვლავ ვზიარებოდით.
მოციქული გვასწავლის: “ვინც ამბობს, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუობს" (I ინ. 4,20). ამდენად, მხოლოდ ღმერთის სიყვარული ხიბლია და თავს იტყუებს იგი, ვისაც ეს ასე ჰგონია. ოდენ მოყვასის სიყვარული კერპთაყვანისმცემლობაში...
იხილეთ სრულად
მოციქული გვასწავლის: “ვინც ამბობს, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუობს" (I ინ. 4,20). ამდენად, მხოლოდ ღმერთის სიყვარული ხიბლია და თავს იტყუებს იგი, ვისაც ეს ასე ჰგონია. ოდენ მოყვასის სიყვარული კერპთაყვანისმცემლობაში გადადის; საკუთარი თავისადმი გადამეტებული სიყვარული კი ეგოიზმსა და ნარცისიზმს შობს.