ღმერთს რომ შევურიგდეთ, ჯერ საკუთარი თავი უნდა შევიცნოთ, ანუ გავაცნობიეროთ ჩვენი ცოდვები, რაც გულისხმობს პირუთვნელ, სამართლიან დამოკიდებულებას ჩვენი “მესადმი”.
უფლისმიერი მშვიდობა ეს არის განწმენდილი სინდისის სიმშვიდე, ანუ მდგომარეობა იმ ადამიანისა, რომლის სულშიც მოხდა ფერისცვალება და თავმდაბლობითა და სინანულით მიღებული წმინდა ზიარებით აღდგა ჩატეხილი ხიდი ღმერთთან, მოყვასსა და საკუთარ თა...
იხილეთ სრულად
უფლისმიერი მშვიდობა ეს არის განწმენდილი სინდისის სიმშვიდე, ანუ მდგომარეობა იმ ადამიანისა, რომლის სულშიც მოხდა ფერისცვალება და თავმდაბლობითა და სინანულით მიღებული წმინდა ზიარებით აღდგა ჩატეხილი ხიდი ღმერთთან, მოყვასსა და საკუთარ თავთან.
მოვიდა იგი ჩვენთან მორჩილი და დამდაბლებული. სასახლესა და სამეფო პატივს გამოქვაბული არჩია და ბაგასა შინა მწოლად წარუდგა სოფელს. დიახ, მან პირველი წუთებიდანვე ყველას უჩვენა მაგალითი საოცარი თავმდაბლობისა და ამ სათნოებისკენ მოუწოდა თ...
იხილეთ სრულად
მოვიდა იგი ჩვენთან მორჩილი და დამდაბლებული. სასახლესა და სამეფო პატივს გამოქვაბული არჩია და ბაგასა შინა მწოლად წარუდგა სოფელს. დიახ, მან პირველი წუთებიდანვე ყველას უჩვენა მაგალითი საოცარი თავმდაბლობისა და ამ სათნოებისკენ მოუწოდა თავის მიმდევართ.
ამ საიდუმლოს შესახებ მშვენივრად ბრძანებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: "უხორცო იგი ხორციელ იქმნა, უხილავი განცხადდა, მიუწვდომელი ხელშესახები გახდა, ძე ღვთისა განკაცდა, რათა ცოდვისგან ეხსნა ადამის მოდგმა".
ქვეყანას მოევლინა ლოგოსი – ძე ღვთისა, აზრი და გონება ყოველთა ხილულთა და უხილავთა. მისი შობის შესახებ ღირსი ეფრემ ასური ასე წერს: "ქალწული მარიამი ჩვენთვის იქცა ზეცად – ღვთის საყდრად, რამეთუ მასზე გარდამოვიდა და მასში დაემკვიდრა უზ...
იხილეთ სრულად
ქვეყანას მოევლინა ლოგოსი – ძე ღვთისა, აზრი და გონება ყოველთა ხილულთა და უხილავთა. მისი შობის შესახებ ღირსი ეფრემ ასური ასე წერს: "ქალწული მარიამი ჩვენთვის იქცა ზეცად – ღვთის საყდრად, რამეთუ მასზე გარდამოვიდა და მასში დაემკვიდრა უზენაესი ღვთაება; და შეიმოსა ხორცით უფალი, რათა მის მიერ მოგვნიჭებოდა ხსნა."