ნარკოტიკების მიღება ცოდვაა, მაგრამ გაცილებით მძიმე ცოდვაა მათი გავრცელება. ამის ჩამდენი, ფაქტობრივად, ადამიანთა მასობრივი სულიერი და ფიზიკური მკვლელობის თანამონაწილეა და ამიტომაც ღვთისგან სასტიკად დაისჯება. მეტად შემაშფოთებელია, რ...
იხილეთ სრულად
ნარკოტიკების მიღება ცოდვაა, მაგრამ გაცილებით მძიმე ცოდვაა მათი გავრცელება. ამის ჩამდენი, ფაქტობრივად, ადამიანთა მასობრივი სულიერი და ფიზიკური მკვლელობის თანამონაწილეა და ამიტომაც ღვთისგან სასტიკად დაისჯება. მეტად შემაშფოთებელია, რომ საქართველო ორგანიზებული ნარკობიზნესის სატრანზიტო ქვეყნად იქცეს. მე თხოვნით მივმართავ ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს, პოლიტიკურ პარტიებს, ახალგაზრდებს, მთელ ერს, რათა მათ ყველაფერი იღონონ მდგომარეობის რადიკალურ...
სასიხარულოა, რომ უკვე ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკებს მიჯაჭვული ადამიანები მოდიან ეკლესიაში, იწყებენ ლოცვას, მარხვას, შრომას, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან და თავისუფლდებიან ამ საშინელი ავადმყოფობისაგან მაშინ, როცა ეკლესიი...
იხილეთ სრულად
სასიხარულოა, რომ უკვე ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკებს მიჯაჭვული ადამიანები მოდიან ეკლესიაში, იწყებენ ლოცვას, მარხვას, შრომას, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან და თავისუფლდებიან ამ საშინელი ავადმყოფობისაგან მაშინ, როცა ეკლესიის დახმარების გარეშე ამ სენისაგან თავის დაღწევა მათთვის შეუძლებელი ჩანდა.
ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა, სისუსტეს იჩენს და სხვადასხვა პრობლემისაგან თავის დახსნას ნარკოტიკებით ცდილობს; მაგრამ ეს ილუზიაა; ნარკოტიკები ცხოვრებას არ ცვლის, მისი ზემოქმედება გაივლის, პრობლემები კი ისევ რჩება და რ...
იხილეთ სრულად
ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა, სისუსტეს იჩენს და სხვადასხვა პრობლემისაგან თავის დახსნას ნარკოტიკებით ცდილობს; მაგრამ ეს ილუზიაა; ნარკოტიკები ცხოვრებას არ ცვლის, მისი ზემოქმედება გაივლის, პრობლემები კი ისევ რჩება და რაც მთავარია, რჩება ამ ცოდვით დანგრეული, მიუსაფარი სული.ზოგი იმდენად ეჩვევა ამ საშინელ სენს, რომ, სურვილის მიუხედავადაც, შემდეგში ვეღარ ანებებს მას თავს და საშინლად იტანჯება.მხოლოდ ღმერთს შეუძლია ზოგად-ყოფითი და ჩვენი პირ...
ჭეშმარიტების შეცნობა და თავისუფლება სუფთა, უმანკო გულიდან მომდინარეობს. გული ჩვენი მესამე თვალია. რწმენა, სასოება და სიყვარული მისი უმთავრესი თვისებებია.
თავისუფლება არ მიიღწევა რეალური ყოფისაგან უბრალო განშორებით ან ამ რეალობის უარყოფით. პირიქით, ესაა მასთან მუდმივი ბრძოლის, დაპირისპირებისა და განწმენდის გზა. ამგვარი კათარზისი სრულიად უცხო და, შეიძლება ითქვას, მიუღებელია მათთვის, ...
იხილეთ სრულად
თავისუფლება არ მიიღწევა რეალური ყოფისაგან უბრალო განშორებით ან ამ რეალობის უარყოფით. პირიქით, ესაა მასთან მუდმივი ბრძოლის, დაპირისპირებისა და განწმენდის გზა. ამგვარი კათარზისი სრულიად უცხო და, შეიძლება ითქვას, მიუღებელია მათთვის, რომელთა ყოფასაც მხოლოდ მატერიალური და ბიოლოგიური მოთხოვნილებები განაპირობებს. ამიტომაც ისინი ამქვეყნადვე სულიერი სიკვდილისათვის არიან განწირულნი.
იესო ქრისტე – ძე ღვთისა და ძე კაცისა დგას ზეციერი და მიწიერი ცხოვრების ცენტრში, რათა დააკავშიროს ცა და ქვეყანა, მარადიული ნეტარება და მიწიერი რეალობა; მხოლოდ მას ხელეწიფება, ძალა მიანიჭოს ადამიანებს მონობის მოჯადოებული წრიდან თავი...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტე – ძე ღვთისა და ძე კაცისა დგას ზეციერი და მიწიერი ცხოვრების ცენტრში, რათა დააკავშიროს ცა და ქვეყანა, მარადიული ნეტარება და მიწიერი რეალობა; მხოლოდ მას ხელეწიფება, ძალა მიანიჭოს ადამიანებს მონობის მოჯადოებული წრიდან თავის დასაღწევად და თავისუფლებასთან საზიარებლად.
ადამიანი რთული ფენომენია. მასში არის ხატება შემოქმედისა და თვისებები ცხოველისა. გვაოცებს მისი სიდიადე და სიმდაბლე, უნარი თავდადებული სიყვარულისა და გამაოგნებელი სიძულვილისა, შესაძლებლობა ზეცამდე ამაღლებისა და ქვესკნელამდე დაცემისა...
იხილეთ სრულად
ადამიანი რთული ფენომენია. მასში არის ხატება შემოქმედისა და თვისებები ცხოველისა. გვაოცებს მისი სიდიადე და სიმდაბლე, უნარი თავდადებული სიყვარულისა და გამაოგნებელი სიძულვილისა, შესაძლებლობა ზეცამდე ამაღლებისა და ქვესკნელამდე დაცემისა.