ნება რომ მქონოდა, შემეცნებითი გაკვეთილები მეძებნა გართობის ამქვეყნიურ სკოლაში, ვიკითხავდი, რა იწვევს ცოცხალ თანამონაწილეობას, რა შეძრავს და აძრწუნებს მაყურებელს დრამატულ სცენაზე? დარწმუნებული ვარ, რომ მათ განაცვიფრებს არა - ბედნიე...
იხილეთ სრულად
ნება რომ მქონოდა, შემეცნებითი გაკვეთილები მეძებნა გართობის ამქვეყნიურ სკოლაში, ვიკითხავდი, რა იწვევს ცოცხალ თანამონაწილეობას, რა შეძრავს და აძრწუნებს მაყურებელს დრამატულ სცენაზე? დარწმუნებული ვარ, რომ მათ განაცვიფრებს არა - ბედნიერება, რაც ყველაფრით აღელვებს მათ, არა - ვნებაზე იოლი გამარჯვება, არამედ - სიმამაცე, რომელიც ყველა დაბრკოლებასა და ხიფათს ამარცხებს, უდიდესი სულგრძელება - ნებისმიერი შეურაცხყოფისას. შეურყეველი სულის სიმტკიცე, რაც ყოველგვა...
ვერც ღვინოსა და ვერც ცვილს ვერ აკეთებენ ზეწოლის გარეშე: სწორედ ასევე კეთილი საქმის აღსრულება შეუძლებელია ძალდატანებითი შრომისა და ღვაწლის გარეშე. ყოველმა მართალმა დიდი მწუხარებითა და ტანჯვით განიბანა სამოსელი (აპოკ. 7, 14), როგორც...
იხილეთ სრულად
ვერც ღვინოსა და ვერც ცვილს ვერ აკეთებენ ზეწოლის გარეშე: სწორედ ასევე კეთილი საქმის აღსრულება შეუძლებელია ძალდატანებითი შრომისა და ღვაწლის გარეშე. ყოველმა მართალმა დიდი მწუხარებითა და ტანჯვით განიბანა სამოსელი (აპოკ. 7, 14), როგორც ამბობს იდუმალთმხილველი.
ფუტკარი თაფლს არ აკეთებს, ვიდრე ყვავილებზე მოსვენებით ზის. ადამიანიც, ვიდრე მოსვენებულ მდგომარეობაში, სიამოვნებასა და ბედნიერებაში იმყოფება, არ გამოაჩენს თავის თავში რწმენის, სიყვარულისა და ლოცვის ნაყოფს.
როგორც რკინის მაგარ ქვაზე ხახუნი აჩენს ნაპერწკლებს, რომელთა ნიშანწყალიც მანამდე არ არსებობდა: ასევე მწუხარების შემოტევისას მტკიცე სულიდან გამოანათებს სათნოებათა ნაპერწკლები, რომლებიც მის გარეშე ვერ გაიღვიძებდნენ.
ბუნებაში ყოველივე უსუფთაო, პირველყოფილიდან წარმომდგარი და დაუმუშავებელი სრულყოფილებას სხვაგვარად ვერ შეიძენს, თუ არ დამუშავდა. ძვირფას ქვებს აპრიალებენ; საღებავები იწურება და იწმიდება; ბროლსა და ფაიფურს ცეცხლში ატარებენ; ქვები იმტ...
იხილეთ სრულად
ბუნებაში ყოველივე უსუფთაო, პირველყოფილიდან წარმომდგარი და დაუმუშავებელი სრულყოფილებას სხვაგვარად ვერ შეიძენს, თუ არ დამუშავდა. ძვირფას ქვებს აპრიალებენ; საღებავები იწურება და იწმიდება; ბროლსა და ფაიფურს ცეცხლში ატარებენ; ქვები იმტვრევა; ყველაფერში და ყველგან გარკვეული დანაკარგის გარეშე არაფერი უმჯობესდება.
განსაცდელი ბოროტება არ არის, არამედ სიკეთე. იგი კარგს უკეთესებად აქცევს. ესაა ქურა - ოქროს განსაწმედელი, ესაა წისქვილი - ხორბლის დასაფქველი, ესაა ცეცხლი, რომელიც ეკალ-ბარდებს შემუსრავს, რათა მიწამ შეძლოს, რომ მიიღოს თესლი კეთილი.