სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
სახელიც, სიმდიდრეცა და სხვა წარმავალი უპირატესობებიც, რომელთა მოხვეჭასაც დაბრმავებულმა ცოდვილმა მთელი ამსოფლიური ცხოვრება, სულისა და ხორცის ყველა ძალა შეალია, უნდა დატოვოს მან იმ წუთებში, როდესაც სულს იძულებით შემოაძარცვავენ სამოს... იხილეთ სრულად
ცრუა და მაცთური ამსოფლიური ცხოვრების გზა: ახლად მოსულს იგი უსასრულო ასპარეზად ეჩვენება, რომელიც სინამდვილე ჰგონია, იმას კი, ვინც უკვე გალია ეს გზა, ფუჭი ზმანებებით მოფენილ უმოკლეს ბილიკად. შეინანეთ!
ჰეი, სტუმარნო ამა სოფლისანო! თქვენ, ვისაც გიზიდავთ ფართო გზა, ამქვეყნიური ზრუნვის, შექცევისა და მხიარულების შეუნელებელი ხმაურით სავსე; თქვენ, ვინც ამ გზით ყველასათვის ცნობილი და ყველასაგან დავიწყებული აღსასრულის – პირქუში კუბოსა დ... იხილეთ სრულად
სინანულის ძალა ღმერთის ძალაზეა დაფუძნებული: მკურნალიც ყოვლადძლიერია და მის მიერ მოვლენილი კურნებაც. დედამიწაზე ქადაგების ჟამს უფალი განკურნებისაკენ მოუწოდებდა ყველას, ვინც ცოდვით იყო სნეული. ღმერთს არავითარი ცოდვა არ მიუჩნევია უკუ... იხილეთ სრულად
"შეინანეთ და გრწმენინ სახარებისა! შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა" (მარკ. 1, 15). ესაა ღმერთკაცის ქადაგების პირველი სიტყვები. უფალი დღემდე გვიმეორებს ამ სიტყვებს სახარების მეშვეობით.
საღამოს, როცა დასაძინებლად ემზადები - ძილი ხომ ყოველი დღისათვის იგივეა, რაც სიკვდილი - გადახედე შენს საქმეებს, განვლილი დღის მანძილზე. მისთვის, ვინც ფხიზლად დარაჯობს საკუთარ სულს, ასეთი განხილვა ძნელი არ იქნება, რადგან ყურადღების ... იხილეთ სრულად
თუკი რაიმეს, ღმერთის მცნებების საწინააღმდეგოს ჩაიდენ - სიტყვით თუ საქმით - მაშინვე აღსარებით უწამლე ცოდვას და გულწრფელი სინანულით დაუბრუნდი უფლის გზას, რომელსაც მისი ნების დარღვევით გადაუხვიე. დიდხანს ნუ დაყოვნდები ამ გზის მიღმა!
თქვენ, ვინც ცოდვების მყრალ და ბინძურ ჭაობში ხართ ჩაფლულნი და ეს მდგომარეობა მოგწონთ კიდეც - თავი ასწიეთ, შეხედეთ კრიალა ზეცას - იქ არის თქვენი ადგილი! ღმერთი გაძლევთ ღმრთეებრივ ღირსებას, თქვენ კი, უარყოფთ რა ამ ღირსებას, სხვა რამე... იხილეთ სრულად
ცოდვა ჩვენს სულში სიყვარულს აციებს, კლავს სათნოებას, აშრობს ლმობიერების ცრემლებს, აქრობს სინანულს და ხელს უშლის ჩვენში ქრისტეს მადლის დამკვიდრებას. მაგრამ უფრო დიდი ბოროტებაა, როდესაც მცირე ცოდვებიდან ადვილად გადავდივართ მძიმე, მო... იხილეთ სრულად