სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
რწმენითა და სიტყვით განათლებულ ქრისტიანს, რომელმაც ცოდვის მეშვეობით ბოროტება შეიცნო, არ შეუძლია, კვლავ ჩაეფლოს მასში. მაშ, გვრცხვენოდეს ძმანო, იმ უბედური მდგომარეობისა, რომლამდეც ცოდვამ მიგვიყვანა და მტკიცე გადაწყვეტილება მივიღოთ,... იხილეთ სრულად
ისინი, რომლებიც ამბობდნენ: "თუ შევცოდავ, მოვინანიებ და აღსარებას ვიტყვი", იქამდე მიდიან, რომ უკვე აღარ სურთ აღარც სინანული და აღარც აღსარება. და თუ ისინი ოდესმე მაინც მოისურვებენ ამას, მაინც ვერ შეძლებენ, ვინაიდან ცოდვის ხშირი გამ... იხილეთ სრულად
დიდია ზიანი, რომელიც საკუთარი თავისთვის მოაქვთ ცოდვილებს, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ მომავალში მოინანიებენ, ვინაიდან ისინი უსირცხვილოდ, უშიშრად სცოდავენ და ამგვარად, სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობიან უწმიდურ და ჭუჭყიან ჭაობში ცოდვისა... იხილეთ სრულად
ზიანი, რომელსაც საკუთარ თავს აყენებენ ცოდვილები, რომლებიც მომავალი აღსარების იმედად სცოდავენ, იმაში მდგომარეობს, რომ მათი ცოდვები სულ უფრო და უფრო საძაგელი ხდება და უფრო ხშირ-ხშირად აღესრულება. იმის გამო, რომ აღსარების შესაძლებლობ... იხილეთ სრულად
ორი ათასი წელია კაცობრიობას საშუალება აქვს მიუკერძოებლად განსაჯოს თავისი თავი და სინანულით აღვსილმა მიიღოს შეწყალება უფლისაგან ცოდვათა გულწრფელი მონანიებით
ჭეშმარიტი სინანული სულიერი განწმენდისა და ამაღლების ხანგრძლივი პროცესის შედეგია; ეს არ არის ერთი და ორი დღის ან თუნდაც რამდენიმე თვის შრომა, არამედ იგია ღვაწლი მთელი ცხოვრებისა.
„გამოსვლათა“ მთელი წიგნი არის მოწმობა ცოდვათა გამო ისრაელის დაცემისა და სინანულით განწმენდილი ერის ღვთის მადლით კვლავ აღდგინებისა.
