სიმთვრალე უმძიმესი და უსაშინელესი ცოდვა არის, გარნა შენც თვითონ იცი, თუ ვითარ მავნებელი და დამარღვეველი არის ეს ცოვა კაცის სხეულისა, და ვითარ მოაკლებს იგი სიმრთელესა და ბოლოს სიცოცხლესაცა.
link
როგორც მზესა შეუდგების დღე და ნათელსა – შვენიერება არსთქმნულებისა, ბუნებასა მისდევს სიცოცხლე და სიმრთელესა არღარა ჰშორდების ცხოვრება, ისე ეს საკვირველნი მოწაფენი ერთს ბრძანებას მისდევენ სულით შეკრულნი. როდესაც რომ ქრისტე გენესარეთ...
იხილეთ სრულად
როგორც მზესა შეუდგების დღე და ნათელსა – შვენიერება არსთქმნულებისა, ბუნებასა მისდევს სიცოცხლე და სიმრთელესა არღარა ჰშორდების ცხოვრება, ისე ეს საკვირველნი მოწაფენი ერთს ბრძანებას მისდევენ სულით შეკრულნი. როდესაც რომ ქრისტე გენესარეთის ზღვის კიდეზედ იყო მდგომარე და იქ ერი მრავალი დაესხმოდა მას სმენად სიტყვასა ღმრთისასა, იქ ნახნა ორნი ნავნი მდგომარენი კიდესა მას ტბისასა. ხოლო მესათხეველნი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განრცხიდეს ბადეთა. და შევიდა ერ...
link
ეს კაცნი, დიდად გასაკვირვებელნი ყოველთ სიტყვიერთ გონებათაგან, შორითვე იყვნენ ღვთისაგან გაცნობილნი და საუკუნითგან გამორჩეულნი და იმ მაღალს მოციქულობის სამსახურზე განწესებულნი, როგორც რომ ითქვა ცად პირმეტყველად სახელდებითა: “და დაად...
იხილეთ სრულად
ეს კაცნი, დიდად გასაკვირვებელნი ყოველთ სიტყვიერთ გონებათაგან, შორითვე იყვნენ ღვთისაგან გაცნობილნი და საუკუნითგან გამორჩეულნი და იმ მაღალს მოციქულობის სამსახურზე განწესებულნი, როგორც რომ ითქვა ცად პირმეტყველად სახელდებითა: “და დაადგინნე იგინი მთავრად ყოველთა წარმართთა ზედა. და ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი”. როგორც რომ თვითვე ყოვლად წმინდა სული გვიწამებს სანატრელისა პავლეს პირითა: ვითარცა იგი გამოგვირჩივნა ჩვ...
link
ასე უყურებდნენ წმ. მოციქულები მწუხარებასა და დევნას, რომელთაც ისინი განიცდიდნენ ქრისტეს სწავლის გავრცელების დროს ქვეყნის კიდიდან კიდემდე. მაგრამ ამ მწუხარებით მოცულ ცხოვრების გამო, ისინი არათუ სასოწარკვეთილებას არ მიეცემოდნენ, არა...
იხილეთ სრულად
ასე უყურებდნენ წმ. მოციქულები მწუხარებასა და დევნას, რომელთაც ისინი განიცდიდნენ ქრისტეს სწავლის გავრცელების დროს ქვეყნის კიდიდან კიდემდე. მაგრამ ამ მწუხარებით მოცულ ცხოვრების გამო, ისინი არათუ სასოწარკვეთილებას არ მიეცემოდნენ, არამედ პირიქით, კიდეც ხარობდნენ, დარწმუნებულნი იმაში, რომ დროებითი მწუხარების ჯვარი მეტად ხელშემწყობი იყო მათთვის, როგორც ღვთის სასუფევლისაკენ წამყვანი საშუალება, რომლის მიღწევა სხვა, უფრო ფართო გზით შეუძლებელიცაა. ამრიგად,...
link
დიდებულო ქრისტეს მოციქულთა თაო! ახალსა ამას ერსა საღმრთოსა ეკლესიასა ნესტვად-მატკბილად საღმრთო შჯული და გამტკიცე, ნეტარო; რამეთუ ძირი უღმრთოებისა – განჰფხუარ უმაღლეს, უფროს ცათა შინა მაღალთა; ლირწება – ჰურიათა – დაანთქ ქუესკნელთა,...
იხილეთ სრულად
დიდებულო ქრისტეს მოციქულთა თაო! ახალსა ამას ერსა საღმრთოსა ეკლესიასა ნესტვად-მატკბილად საღმრთო შჯული და გამტკიცე, ნეტარო; რამეთუ ძირი უღმრთოებისა – განჰფხუარ უმაღლეს, უფროს ცათა შინა მაღალთა; ლირწება – ჰურიათა – დაანთქ ქუესკნელთა, აჰყედ სამ ცამდე, ღმრთივ სწავლულ იქმენ; აცხოვნენ კაცნი, იხსენ სოფელი, ვითარცა მზე რა – აღავსე სოფლით. ლოცვით მადლობა ღმრთისა – მოგუმადლე, ეშმაკთა მტერთა საბრთხენი დაჰხსნენ
link
ძმანო ჩემნო საყვარელნო, ნაცვლად ახალთა ამაო ჩვეულებათა მოგონებისა და მიღებისა, ძველი რაც ვიცით ამაო და ურგები, ისიც უნდა დავივიწყოთ.
link
აჰა, რა ჰქმნა მაცხოვარმან ჩვენთვის. და რას მოითხოვს იგი ჩვენგან ამათ ყოველთა წილ? მოითხოვს მხოლოდ მას, რომელ მისი სწავლა და ყოველი მისი მაგალითი არ დარჩეს ჩვენთვის უსარგებლოდ, არამედ ვისარგებლოთ მით ჩვენისა განათლებისა და ბედნიერე...
იხილეთ სრულად
აჰა, რა ჰქმნა მაცხოვარმან ჩვენთვის. და რას მოითხოვს იგი ჩვენგან ამათ ყოველთა წილ? მოითხოვს მხოლოდ მას, რომელ მისი სწავლა და ყოველი მისი მაგალითი არ დარჩეს ჩვენთვის უსარგებლოდ, არამედ ვისარგებლოთ მით ჩვენისა განათლებისა და ბედნიერებისათვის. გარნა საუბედუროდ რა მცირესა ხედავს იგი ჩვენ შორის ერთგულებასა და მომზადებასა.
link
სულიერი სიმდიდრე ემსგავსება ხორციელს სიმდიდრესა: თუ ვაჭარი კაცი არ ცდილობს, რომ ყოველთვის ცოტ–ცოტა მაინც დაუმატოს თვისსა სიმდიდრესა, ბოლოს იგი სრულიად გაღარიბდება. ეგრეთვე, თუ ქრისტიანე არ ცდილობს, რომ თანდათან უმჯობესი შეიქმნეს, ...
იხილეთ სრულად
სულიერი სიმდიდრე ემსგავსება ხორციელს სიმდიდრესა: თუ ვაჭარი კაცი არ ცდილობს, რომ ყოველთვის ცოტ–ცოტა მაინც დაუმატოს თვისსა სიმდიდრესა, ბოლოს იგი სრულიად გაღარიბდება. ეგრეთვე, თუ ქრისტიანე არ ცდილობს, რომ თანდათან უმჯობესი შეიქმნეს, ბოლოს უარესი შეიქმნება და წარწყმდება.
link
მაცხოვარმან სთქვა ერთხელ: „ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერია, ვინც ჩემთან არ შეჰკრებს იგი განაბნევს“; ესე იგი, ვინც არ ცდილობს, რომ თანდათან უმჯობესი შეიქმნეს სულიერად, იგი უეჭველად თანდათან უარესი გახდება და მტერი შეიქმნება ქრი...
იხილეთ სრულად
მაცხოვარმან სთქვა ერთხელ: „ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერია, ვინც ჩემთან არ შეჰკრებს იგი განაბნევს“; ესე იგი, ვინც არ ცდილობს, რომ თანდათან უმჯობესი შეიქმნეს სულიერად, იგი უეჭველად თანდათან უარესი გახდება და მტერი შეიქმნება ქრისტესი.
link
43. ხალხისგან შეურაცხყოფილი ცოდვას გაურბის და მწუხარების ტოლ მეოხებას იღებს