სულიერი გლახაკი ანუ გლახაკი სულითა ისაა, ვინც გრძნობს, რომ საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმინდე, არც დამსახურება ღმრთის წინაშე, არამედ, მისგან მოითხოვს მოწყალებას და იმით ცხოვრებს სულიერად. მაშასადამე...
იხილეთ სრულად
სულიერი გლახაკი ანუ გლახაკი სულითა ისაა, ვინც გრძნობს, რომ საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმინდე, არც დამსახურება ღმრთის წინაშე, არამედ, მისგან მოითხოვს მოწყალებას და იმით ცხოვრებს სულიერად. მაშასადამე, გლახაკი კი სულით თავმდაბალი და მშვიდია, რაც არ უნდა ბევრი კეთილი საქმე ჰქონდეს გაკეთებული.
სიკვდილის შემდგომი მიზღვა-მიგება უფლის მიერ არაა საბოლოო. მართლმადიდებელი ეკლესია ამაზე გვასწავლის შემდეგს: "გვწამს, რომ გარდაცვლილთა სულები, განეშორებიან რა სხეულს, მაშინვე გადადიან ან სიხარულში, ან მწუხარებაში, მაგრამ ისინი ვერ ...
იხილეთ სრულად
სიკვდილის შემდგომი მიზღვა-მიგება უფლის მიერ არაა საბოლოო. მართლმადიდებელი ეკლესია ამაზე გვასწავლის შემდეგს: "გვწამს, რომ გარდაცვლილთა სულები, განეშორებიან რა სხეულს, მაშინვე გადადიან ან სიხარულში, ან მწუხარებაში, მაგრამ ისინი ვერ განიცდიან ვერც სრულყოფილ, უმაღლეს ნეტარებას და ვერც სრულ მწუხარება-ტანჯვას. სრულყოფილ ნეტარებასა და წუხილს თითოეული მიიღებს მხოლოდ მკვდრეთით აღდგომის შემდგომ, როცა სული შეუერთდება სხეულს, როგორც იმყოფებოდა ქვეყნიური ცხოვ...
მნიშვნელობა არ აქვს, თუ საიდან დაიწყება ჩვენი გადარჩენა. მნიშვნელოვანია, შემდგომში რას მიუძღვნის ადამიანი თავის ცხოვრებას და როგორ დაასრულებს მას. თითოეულმა ადამიანმა ღმერთთან თავისი დაბრუნება რაღაცით უნდა დაიწყოს: ერთნი მოექცევია...
იხილეთ სრულად
მნიშვნელობა არ აქვს, თუ საიდან დაიწყება ჩვენი გადარჩენა. მნიშვნელოვანია, შემდგომში რას მიუძღვნის ადამიანი თავის ცხოვრებას და როგორ დაასრულებს მას. თითოეულმა ადამიანმა ღმერთთან თავისი დაბრუნება რაღაცით უნდა დაიწყოს: ერთნი მოექცევიან ეკონომიური კატასტროფის შემდეგ, მეორენი – ვიღაცის სიკვდილის გამო, მესამენი – ქადაგებათა მოსმენით, მეოთხენი – სტიქიური უბედურების გადატანის მერე, მეხუთენი – ავადმყოფობის შემდეგ. ადამიანის მოსაქცევად ღმერთი ყველა შესაძლო ...
მიზანი ადამიანის დედამიწაზე ცხოვრებისა ზეციური სასუფევლის მოხვეჭაა. ეს მიზანი ქრისტეს პირველივე სიტყვებში განცხადდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი“ (მათ. 4. 17). ხოლო მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „წარვედით ყოვ...
იხილეთ სრულად
მიზანი ადამიანის დედამიწაზე ცხოვრებისა ზეციური სასუფევლის მოხვეჭაა. ეს მიზანი ქრისტეს პირველივე სიტყვებში განცხადდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი“ (მათ. 4. 17). ხოლო მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველსა დაბადებულსა“ (მარკ. 16, 15) მაგრამ განა ყველა მისი სიტყვა ზეციური სასუფევლის შესახებ არ ღაღადებს, განა ამაღლებაცა და ზეციური სამყაროდან უფლის მოვლენაც ამასვე არ ადასტურებს? ...
კი მაგრამ, ვინღა ცხონდება? იკითხავს ვინმე, როცა წარმოიდგენს თვითგამოსწორების მთელ სირთულეებს. ამგვარ შეკითხვაზე მაცხოვრის პასუხით ვუპასუხებთ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს (მთ. 19, 25–26).
კაცის ცხონება, როგორც ვთქვით, პირველ რიგში მის საკუთარ ნებაზეა დამოკიდებული. გოლგოთაზე ქრისტესთან ერთად ორი ავაზაკი გააკრეს ჯვარს. ერთი გმობდა იესუს, მეორემ შეინანა და შეევედრა მხსნელს: „მომიხსენენ, უფალო, სასუფეველსა შენსა“. პასუ...
იხილეთ სრულად
კაცის ცხონება, როგორც ვთქვით, პირველ რიგში მის საკუთარ ნებაზეა დამოკიდებული. გოლგოთაზე ქრისტესთან ერთად ორი ავაზაკი გააკრეს ჯვარს. ერთი გმობდა იესუს, მეორემ შეინანა და შეევედრა მხსნელს: „მომიხსენენ, უფალო, სასუფეველსა შენსა“. პასუხად მას მიეცა პირობა ღმრთისაგან: „ამენ, გეტყვი შენ: „დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლუკა 23, 39–43). ქრისტეს სიკვდილმა ჯვარზე გაკრულ, განწირულ, მონანიე ავაზაკს ცოდვების შენდობა და წყალობა შესძინა.
იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა გვაცხოვნებს, უნდა ვიცოდეთ რა წარგვწყმედს, რამეთუ ცხოვნება მხოლოდ წარყმედილებს სჭირდებათ. ცხონების მაძიებელი თავის თავს დაღუპულად აღიარებს, თორემ აბა რაღად დასჭირდებოდა გადარჩენის გზის ძიება; ჩვენი წარწყმე...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა გვაცხოვნებს, უნდა ვიცოდეთ რა წარგვწყმედს, რამეთუ ცხოვნება მხოლოდ წარყმედილებს სჭირდებათ. ცხონების მაძიებელი თავის თავს დაღუპულად აღიარებს, თორემ აბა რაღად დასჭირდებოდა გადარჩენის გზის ძიება; ჩვენი წარწყმედა იმის ბრალია, რომ გაგვიწყდა ერთობა ღმერთთან და დაცემულ სულებთან დავამყარებთ კავშირი. ჩვენი ცხონება სატანასთან კავშირის დარღვევასა და ღმერთთან კავშირის აღდგენაშია.
ყველა სიავე გონებისგანაა, თუ გონება მხოლოდ მეცნიერებაშია, მაშინ მეცნიერები ვერ პოულობენ შინაგან სამყაროს და წონასწორობას. მაგრამ თუ გონება ღმერთშია, მაშინ სწავლულნი მეცნიერებას საკუთარი შინაგანი მოღვაწეობისა და ქვეყნიერების სასიკე...
იხილეთ სრულად
ყველა სიავე გონებისგანაა, თუ გონება მხოლოდ მეცნიერებაშია, მაშინ მეცნიერები ვერ პოულობენ შინაგან სამყაროს და წონასწორობას. მაგრამ თუ გონება ღმერთშია, მაშინ სწავლულნი მეცნიერებას საკუთარი შინაგანი მოღვაწეობისა და ქვეყნიერების სასიკეთოდ წარმართავენ, ვინაიდან მათი გონება ნათელია.
გონება უცნაური საკვირველების არსია, რომელიც წარსულს იმარხავს, აწმყოს განიცდის; მომავალი ენატრება; შემეცნებულს არ ჯერდება და უცნაურ მისზა მყოფს ტრფიალებს. რომელითა მისი მაღალშობილება მხოლოდ ღმერთში პოვებს განსასვენებელ კმაყოფილებას...
იხილეთ სრულად
გონება უცნაური საკვირველების არსია, რომელიც წარსულს იმარხავს, აწმყოს განიცდის; მომავალი ენატრება; შემეცნებულს არ ჯერდება და უცნაურ მისზა მყოფს ტრფიალებს. რომელითა მისი მაღალშობილება მხოლოდ ღმერთში პოვებს განსასვენებელ კმაყოფილებას.