რა არის ეს გავარვარებული ისარი ბოროტი სულისა ანუ ეშმაკისა? ავხორცობა, ბოროტი ზრახვები, დამღუპველი ვნებანი, წყრომა, მძულვარება, შური, მტრობა, ვერცხლისმოყვარეობა და სხვა ცუდი მიდრეკილებანი, ყოველივე ესენი ისარია, ამბობს მოციქული, რო...
იხილეთ სრულად
რა არის ეს გავარვარებული ისარი ბოროტი სულისა ანუ ეშმაკისა? ავხორცობა, ბოროტი ზრახვები, დამღუპველი ვნებანი, წყრომა, მძულვარება, შური, მტრობა, ვერცხლისმოყვარეობა და სხვა ცუდი მიდრეკილებანი, ყოველივე ესენი ისარია, ამბობს მოციქული, რომელსაც დაამხობს მახვილი... სულისა, - სიტყვა ღვთისა. ვინაიდან ჩვენი ბრძოლა არის არა სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნიც არიან ცათა ქვეშე. ამიტომ აღვჭურვა ანუ შეგვაიარაღა ჩვენთან არა ხორცი...
ვისაც სურს განკურნება და სენიდან გათავისუფლება, ევალება ყოველივეს დათმენა, რასაც მკურნალი მოითხოვს მისგან. ხორცით ავადმყოფსაც უმძიმს სხეულის ავადმყოფი ნაწილის მოწვა ან მოკვეთა, ან მწარე წამლის მიღება, მათი ხსენებაც კი გონებას ურევ...
იხილეთ სრულად
ვისაც სურს განკურნება და სენიდან გათავისუფლება, ევალება ყოველივეს დათმენა, რასაც მკურნალი მოითხოვს მისგან. ხორცით ავადმყოფსაც უმძიმს სხეულის ავადმყოფი ნაწილის მოწვა ან მოკვეთა, ან მწარე წამლის მიღება, მათი ხსენებაც კი გონებას ურევს მას, მაგრამ სჯერა, რომ ამის გარეშე შეუძლებელია სნეულების მოცილება, რწმენით უჯერებს ექიმს და მცირედი ტკივილის დათმენით თავისუფლდება ხანგრძლივი დაავადებისგან. მაშასადამე, ყოველი ხორციელი ჭირი, გინდა შეურაცხებანი, წამალია...
ვისაც განსაცდელის თავიდან არიდება სურს, ლოცვით უნდა შეარიგოს თავისი საქმეები ღმერთთან და გონებით სასოებდეს, ხოლო ხორციელი საზრუნავი შეძლებისდაგვარად უგულებელყოს.
თუ ვნებას დაითმენ, ბერების ბარადაბარ იქნებით. ვნება არაფერია, როგორც მოვა, ისე წავა. როგორც ათუხთუხებულ ქვაბს ახდი თავს და ორთქლი ამოვარდება, ისე ახდის უფალი ვნებას ადამიანს, როცა საჭიროა. ქალწულება დიდიდ ღვაწლია ღვთის ჭინაშე, მაგ...
იხილეთ სრულად
თუ ვნებას დაითმენ, ბერების ბარადაბარ იქნებით. ვნება არაფერია, როგორც მოვა, ისე წავა. როგორც ათუხთუხებულ ქვაბს ახდი თავს და ორთქლი ამოვარდება, ისე ახდის უფალი ვნებას ადამიანს, როცა საჭიროა. ქალწულება დიდიდ ღვაწლია ღვთის ჭინაშე, მაგრამ თუ სიყვარულით გაკეთებული საქმეები არ გაქვთ - ვერ გიშველით ისევე, როგორც სახარებაში მოხსენიებულ ხუთ ქალწულს ვერ უშველა და ისინი სასუფეველის გარეთ დარჩნენ.
ერთადერთი ქალწული ვიცი, ღვთისმშობელი, რადგან სხვებს ვნებაც ჰქო...
ზოგი იტყვის, რომ ქალებზე არა მაქვს ბრძოლებიო - რა სისულელეა! სანამ სქესით არის გარჩევა, ესე იგი - აქვს. ზოგი საჭურისი დაიბადა, ზოგი კაცთაგან დაასაჭურისეს, შაჰ-აბასის დროს ხდებოდა ასე, ზოგმა თავისი თავი დაისაჭურისა - რას ნიშნავს იც...
იხილეთ სრულად
ზოგი იტყვის, რომ ქალებზე არა მაქვს ბრძოლებიო - რა სისულელეა! სანამ სქესით არის გარჩევა, ესე იგი - აქვს. ზოგი საჭურისი დაიბადა, ზოგი კაცთაგან დაასაჭურისეს, შაჰ-აბასის დროს ხდებოდა ასე, ზოგმა თავისი თავი დაისაჭურისა - რას ნიშნავს იცით?.. მთავარი ისაა, რომ ვნება გეძალება და მაინც ითმენ, ქრისტეს სიყვარულისათვის. ეს ეხება ბერ-მონაზვნებს, რომელნიც თავისი ნებით ითმენე ამ ვნებას.
თუ ვინმე იხსენებს თავის შემაწუხებელს, შემასმენელს ან სხვა რაიმე ბოროტის მყოფელს და აძლიერებდეს ბოროტ გულისთქმას მის მიმართ, – ასეთი ეშმაკზე უფრო მეტად ემტერება თავის სულს. თუ არ იქნება მადლიერი ბოროტისმყოფელისა, იგი დიდად ავნებს თ...
იხილეთ სრულად
თუ ვინმე იხსენებს თავის შემაწუხებელს, შემასმენელს ან სხვა რაიმე ბოროტის მყოფელს და აძლიერებდეს ბოროტ გულისთქმას მის მიმართ, – ასეთი ეშმაკზე უფრო მეტად ემტერება თავის სულს. თუ არ იქნება მადლიერი ბოროტისმყოფელისა, იგი დიდად ავნებს თავს. ყოველი ხორციელი ბოროტისმყოფელი განმწმედელია ჩვენი სულისა, ამიტომაც უნდა მივიღოთ იგი, როგორც მკურნალი ქრისტეს მიერ მოვლინებული. უფლისათვის უნდა დავითმინოთ ყოველი ვნება, რათა მით ჩვენი ცოდვები შევინანოთ. თუ მას მწუხარ...
თუ გსურს, ყოველთვის გახსოვდეს ღმერთი, არ უარყო განსაცდელები, როგორც უსამართლოდ მოწეული, არამედ გადაიტანე, როგორც სამართლიანად დამსახურებული; რამეთუ თითოეული შემთხვევის დათმენით მეხსიერება ფხიზლდება, ხოლო (განსაცდელების) უარყოფით გ...
იხილეთ სრულად
თუ გსურს, ყოველთვის გახსოვდეს ღმერთი, არ უარყო განსაცდელები, როგორც უსამართლოდ მოწეული, არამედ გადაიტანე, როგორც სამართლიანად დამსახურებული; რამეთუ თითოეული შემთხვევის დათმენით მეხსიერება ფხიზლდება, ხოლო (განსაცდელების) უარყოფით გონივრულად განსჯის უნარი დუნდება და (სხეულის) მოდუნების შედეგად წარმოშობს დავიწყებას.