შეუძლებელია ღვთისმოსაურად გატარება დღისა, თუ არ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი დღეა, და საოცარია, რომ წარმართა შორისაც ითქვა რაღაც – ამდაგვარი იმიტომ, რომ მათაც ივარაუდეს, რომ სიბრძნისმოყვარება სიკვდილზე ფიქრში მდგომ...
იხილეთ სრულად
შეუძლებელია ღვთისმოსაურად გატარება დღისა, თუ არ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი დღეა, და საოცარია, რომ წარმართა შორისაც ითქვა რაღაც – ამდაგვარი იმიტომ, რომ მათაც ივარაუდეს, რომ სიბრძნისმოყვარება სიკვდილზე ფიქრში მდგომარეობს.
ყოველი ხორციელი ძველდება სამოსელივით, რადგან დასაბამიდან გადაწყვეტილია: სიკვდილით მოკვდება.
როგორც მწვანე ფოთლებით დაბურული ხიდან ერთი ვარდება, ხოლო მეორე იშლება, ასევეა მოდგმა ხორცისა და სისხლის: ერთი აღესრულება, მეორე კი ი...
იხილეთ სრულად
ყოველი ხორციელი ძველდება სამოსელივით, რადგან დასაბამიდან გადაწყვეტილია: სიკვდილით მოკვდება.
როგორც მწვანე ფოთლებით დაბურული ხიდან ერთი ვარდება, ხოლო მეორე იშლება, ასევეა მოდგმა ხორცისა და სისხლის: ერთი აღესრულება, მეორე კი იბადება.
ყოველი ნაკეთობა ხრწნადია და ქრება, მასთან ერთად კვდება მისი შემქმნელიც.
თ. 13–14
ყოველგვარი ვნება სიკვდილის ხსოვნის წინააღმდგომია. ყოველგვარი ვნება ამ ხსოვნას შეგნების საზღვრებიდან დევნის. სიკვდილის ხსოვნა ბედნიერებისა და ნეტარების მძებნელ ადამიანს ქორწილში შავ ნიღბად ეჩვენება. ქრისტიანისთვის კი სიკვდილის ხსოვ...
იხილეთ სრულად
ყოველგვარი ვნება სიკვდილის ხსოვნის წინააღმდგომია. ყოველგვარი ვნება ამ ხსოვნას შეგნების საზღვრებიდან დევნის. სიკვდილის ხსოვნა ბედნიერებისა და ნეტარების მძებნელ ადამიანს ქორწილში შავ ნიღბად ეჩვენება. ქრისტიანისთვის კი სიკვდილის ხსოვნა, ლოცვასთან შეერთებული, დემონის წინააღმდეგ მიმართული მახვილია. ვიდრე კაცს აღსასრული ახსოვს, ვიდრე სიკვდილის მისტიკური განცდა მის გულს ათრთოლებს, არ შეუძლია სცოდოს, ისევე, როგორც მას, ჭკუათმყოფელს, არ შეუძლია გველის სორ...
მოდიან და მეკითხებიან: მამაო, როგორ ვილოცო? იცით, ეს რას მაგონებს? შვილს რომ დედა ენატრება, დაინახავს და იმას ფიქრობს, რომელი სიტყვებით მივმართოო. შენ ღმერთი შეიყვარე და, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ლოცვით მიმართავ. დიახ, მართალია...
იხილეთ სრულად
მოდიან და მეკითხებიან: მამაო, როგორ ვილოცო? იცით, ეს რას მაგონებს? შვილს რომ დედა ენატრება, დაინახავს და იმას ფიქრობს, რომელი სიტყვებით მივმართოო. შენ ღმერთი შეიყვარე და, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ლოცვით მიმართავ. დიახ, მართალია, არსებობს სხვადასხვა ლოცვა, მაგრამ განა ეს არის მთავარი? ამგვარად რომ ვუხსნით ხოლმე, ხშირად არ მოსწონთ, ბრკოლდებიან და უჭირთ მისი მიღება. მაშინ ვეუბნებოდით: მთავარია, კარგი ქრისტიანი იყო, ლოცვაში ხარისხია მნიშვნელოვანი,...
ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ლოცვების შეუწყნარებლობისა, ის არის, რომ ჩვენ ღვთის მცნებებს ვარღვევთ. შენ გინდა, მლოცველო, რომ შენი ლოცვა ღმერთმა მაშინვე შეიწყნაროს, თვით კი არღვევ მის მცნებებს, ხოლო თუ შენ დაემორჩილები მას, მაშინ იგიც შეგი...
იხილეთ სრულად
ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ლოცვების შეუწყნარებლობისა, ის არის, რომ ჩვენ ღვთის მცნებებს ვარღვევთ. შენ გინდა, მლოცველო, რომ შენი ლოცვა ღმერთმა მაშინვე შეიწყნაროს, თვით კი არღვევ მის მცნებებს, ხოლო თუ შენ დაემორჩილები მას, მაშინ იგიც შეგიწყნარებს შენ; დაემორჩილე მის კანონებს და იგიც მიიღებს შენს ლოცვებს.
რატომ ჩვენი ნათხოვარი არ გვისრულდება, იმავე იოანე ოქროპირის მოძღვრებით, იმაშია, რომ ყოველთვის არ ვთხოვთ ღმერთს ჩვენთვის სასარგებლო საქმეზე. მივიღებთ, თუ არა მივიღებთ ნათხოვარს, მაინც გულმოდგინედ უნდა ვლოცულობდეთ და ღმერთს მადლობას...
იხილეთ სრულად
რატომ ჩვენი ნათხოვარი არ გვისრულდება, იმავე იოანე ოქროპირის მოძღვრებით, იმაშია, რომ ყოველთვის არ ვთხოვთ ღმერთს ჩვენთვის სასარგებლო საქმეზე. მივიღებთ, თუ არა მივიღებთ ნათხოვარს, მაინც გულმოდგინედ უნდა ვლოცულობდეთ და ღმერთს მადლობას უნდა ვწირავდეთ, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნათხოვარი გვისრულდება, არამედ მისი შეუსრულებლობის შემთხვევაშიც. მიტომ, რომ ნათხოვარის მიუღებლობაც, როდესაც იგი ხდება ღვთის ნებითა და განგებით, არა ნეკლებ საკეთილდღეოა ჩვენთვის, ...