
ავტორი:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა:
ლოცვა
მოდიან და მეკითხებიან: მამაო, როგორ ვილოცო? იცით, ეს რას მაგონებს? შვილს რომ დედა ენატრება,
მოდიან და მეკითხებიან: მამაო, როგორ ვილოცო? იცით, ეს რას მაგონებს? შვილს რომ დედა ენატრება, დაინახავს და იმას ფიქრობს, რომელი სიტყვებით მივმართოო. შენ ღმერთი შეიყვარე და, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ლოცვით მიმართავ. დიახ, მართალია, არსებობს სხვადასხვა ლოცვა, მაგრამ განა ეს არის მთავარი? ამგვარად რომ ვუხსნით ხოლმე, ხშირად არ მოსწონთ, ბრკოლდებიან და უჭირთ მისი მიღება. მაშინ ვეუბნებოდით: მთავარია, კარგი ქრისტიანი იყო, ლოცვაში ხარისხია მნიშვნელოვანი, გული გაუხსენი უფალს და ისე ილოცე: არა, მაინცადამაინც სასწაულის მოლოდინში არიან; ჰგონიათ, ლოცვას ჩაარაკრაკებენ და ცა გაიხსნება მათთვის.
|