მეორე სახე მრისხანებისა, თუმცა ეგოდენ წმინდა და სათნო არ არის, როგორც პირველი, მაგრამ დასაძრახისი და გასამტყუნარი არც ისაა. კაცს ხშირად გული მოუვა, როცა მას ვინმე ჩაგრავს, თუ ვინმემ ცილი დასწამა, უსამართლოდ უჩივლა, ან წაართვა რამე...
იხილეთ სრულად
მეორე სახე მრისხანებისა, თუმცა ეგოდენ წმინდა და სათნო არ არის, როგორც პირველი, მაგრამ დასაძრახისი და გასამტყუნარი არც ისაა. კაცს ხშირად გული მოუვა, როცა მას ვინმე ჩაგრავს, თუ ვინმემ ცილი დასწამა, უსამართლოდ უჩივლა, ან წაართვა რამე. ამ დროს შეუძლებელია კაცი არ გაჯავრდეს და არ დაიჩივლოს, რომ ისიც კაცია, ადამიანი და ყველაფერს ვერ მოითმენს. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც თავი უნდა შეიკავო, გეშინოდეს, რომ გრძნობამ არ წარგიტაცოს და ცოდვაში არ ჩაგაგდოს. თუ ის...
მართლაც, ვინ არ იცის, რამდენ ცოდვაში შთააგდებს კაცს მრისხანება, მეტადრე უგუნური. როდესაც კაცი რისხდება, მაშინ მისი სულისა და გულის ყოველი კეთილი თვისება და გრძნობა ყუჩდება, და მის ნაცვლად ყოველი მხეცური თვისება და მიდრეკილება აღდგ...
იხილეთ სრულად
მართლაც, ვინ არ იცის, რამდენ ცოდვაში შთააგდებს კაცს მრისხანება, მეტადრე უგუნური. როდესაც კაცი რისხდება, მაშინ მისი სულისა და გულის ყოველი კეთილი თვისება და გრძნობა ყუჩდება, და მის ნაცვლად ყოველი მხეცური თვისება და მიდრეკილება აღდგება და აღიძვრება.
ეცადე, რომ არ მიეჩვიო სხვების მხილებას და გასწორებას, შენი თავი კი დაგრჩეს უმხილებელი და გაუსწორებელი.
დაუკვირდი, შენ, ძმაო, რომელსაც გიყვარს სხვისი მხილება და გასწორება, და მოექეც თავსა შენსა და ნახე თუ როგორი ხარ შენ სხვის...
იხილეთ სრულად
ეცადე, რომ არ მიეჩვიო სხვების მხილებას და გასწორებას, შენი თავი კი დაგრჩეს უმხილებელი და გაუსწორებელი.
დაუკვირდი, შენ, ძმაო, რომელსაც გიყვარს სხვისი მხილება და გასწორება, და მოექეც თავსა შენსა და ნახე თუ როგორი ხარ შენ სხვისაგან მხილების დროს, გწყინს თუ არა? და აქედან ისწავე სხვისიცა, რამეთუ შენ თუ არ გიხარიან, არცა სხვასა უხარიან.
გარეშე შენდამი რწმუნებულისა არა გაქვს უფლება მხილებისა, თვინიერ სიყვარულით და სიმდაბლით მარტოდ მყოფობაში სიტკბოებით ...
თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო.
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.
თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს...
იხილეთ სრულად
თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო.
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.
თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.
როდესაც კეთილზნეობრიობით ვახარებთ ღმერთს ჩვენი ცხოვრებით, იგი გვაძლევს უშურველ კურთხევას თავის კეთილზნეობრივ შვილებს იმ საათზე, როცა მათ სჭირდებათ. შემდეგ მთელი ცხოვრება გადის საღვთო განგების დიდებაში.