მართლმადიდებელნო ქრისტეანენო! ნათლისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მის ცხოვრებაში და ჩვენს პირად ცხოვრებაშიც ერთი უდიდესი აქტია. მაცხოვრისათვის ნათლისღება არის მისი საზეიმო კურთხევა მსოფლიო შუამდგომლისა და...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელნო ქრისტეანენო! ნათლისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მის ცხოვრებაში და ჩვენს პირად ცხოვრებაშიც ერთი უდიდესი აქტია. მაცხოვრისათვის ნათლისღება არის მისი საზეიმო კურთხევა მსოფლიო შუამდგომლისა და წინამძღვრის დიდ თანამდებობაზე, - რამდენადაც ნათლისღებით დამთავრდა მისი კერძო ცხოვრება ნაზარეთში, და დაიწყო საზოგადოებრივი სამსახური კაცობრიობისათვის.
ჩვენ პირად ცხოვრებაში კი ნათლისღება გასაღებია მორწმუნეთა საზოგადოებაშ...
ბავშვი ნათლიის რწმენით ინათლება; როცა ნათლია ურწმუნოა, - მშობლების რწმენით; და თუ მშობლებიც ურწმუნონი არიან, მღვდლის რწმენით. ადამიანს ნათლობით მიეტევება ადამის, წინაპართა ცოდვები, ხოლო წმინდა ემბაზთან პირადი ცოდვების სინანულის გა...
იხილეთ სრულად
ბავშვი ნათლიის რწმენით ინათლება; როცა ნათლია ურწმუნოა, - მშობლების რწმენით; და თუ მშობლებიც ურწმუნონი არიან, მღვდლის რწმენით. ადამიანს ნათლობით მიეტევება ადამის, წინაპართა ცოდვები, ხოლო წმინდა ემბაზთან პირადი ცოდვების სინანულის გარეშე მისული მოზრდილები ნათლობით უფრო მეტად დაისჯებიან, ვიდრე ირგებენ.
სოფლიური მწუხარება ისაა, როდესაც კაცი რომელიმე სოფლიური ნუგეშის მოკლებაზე სწუხს. ზოგიერთი რაიმე უბედურების დროს ტირის და დარდობს, მაგრამ ღმერთზე აღარ ფიქრობს და ავიწყდება, რომ მწუხარებაცა და სიხარულიც, ბედნიერებაც და უბედურებაც - ...
იხილეთ სრულად
სოფლიური მწუხარება ისაა, როდესაც კაცი რომელიმე სოფლიური ნუგეშის მოკლებაზე სწუხს. ზოგიერთი რაიმე უბედურების დროს ტირის და დარდობს, მაგრამ ღმერთზე აღარ ფიქრობს და ავიწყდება, რომ მწუხარებაცა და სიხარულიც, ბედნიერებაც და უბედურებაც - ყველაფერი ღმრთისგანაა. ნაცვლად იმისა, რომ ღმერთს მადლობა შესწიროს და სასოება არ დაკარგოს, იგი მხოლოდ სოფლიური ნუგეშის მოკლებას ნაღვლობს. ნაცვლად იმისა, რომ დაფიქრდეს და გამოიკვლიოს, თუ რის გამო დაემართა ეს უბედურება, და ...
ზოგიერთი, მცირე ხნით რომ დარჩეს ლოცვის გარეშე, ვერ ძლებს და იტანჯება. ის წუთები, როცა უნდა ელოცა და ვერ შეძლო, ტანჯვად მიაჩნია. და განაგრძო „როცა მშობელი დედა ან რომელიმე ნათესავი გვიკვდება, წიგნს კი არ ვიღებთ რომ ვიტიროთ, მწუხარე...
იხილეთ სრულად
ზოგიერთი, მცირე ხნით რომ დარჩეს ლოცვის გარეშე, ვერ ძლებს და იტანჯება. ის წუთები, როცა უნდა ელოცა და ვერ შეძლო, ტანჯვად მიაჩნია. და განაგრძო „როცა მშობელი დედა ან რომელიმე ნათესავი გვიკვდება, წიგნს კი არ ვიღებთ რომ ვიტიროთ, მწუხარებისაგან სიტყვები გონებაში თავისთავად მოდიან, ასეა ლოცვაშიც. ჩვენ უნდა აღვუაროთ ღმერთს ის, რაც გვაწუხებს“.
ვისაც უფალი უყვარს, მას ყოველთვის ახსოვს იგი, ხოლო ხსოვნა ღმერთისა ჰბადებს ლოცვას. თუ არ გახსოვთ ღმერთი, მაშინ არც ილოცებ, ხოლო ლოცვის გარეშე სული ვერ იქნება უფლის სიყვარულში, რამეთუ ლოცვის საშუალებით მოდის მადლი სულიწმიდისა. ლოცვ...
იხილეთ სრულად
ვისაც უფალი უყვარს, მას ყოველთვის ახსოვს იგი, ხოლო ხსოვნა ღმერთისა ჰბადებს ლოცვას. თუ არ გახსოვთ ღმერთი, მაშინ არც ილოცებ, ხოლო ლოცვის გარეშე სული ვერ იქნება უფლის სიყვარულში, რამეთუ ლოცვის საშუალებით მოდის მადლი სულიწმიდისა. ლოცვით იცავს თავს ადამიანი ცოდვებისაგან, რამეთუ მლოცველი გონება დაკავებულია ღმერთით და მორჩილი სულით დგას უფლის პირისპირ, რომელსაც ცნობს მლოცველი სული. რა თქმა უნდა, ახლადდამწყებს ესაჭიროება ხელმძღვანელი, იმიტომ რომ სულიწმიდ...
ვისაც სურს ღმერთმა შეისმინოს მისი ლოცვა, როდესაც მის წინაშე წარსდგება ხელაღპყრობილი, უწინარეს ყოვლისა, თვით საკუთარი სულისთვის ლოცვის დაწყებამდე, მთელი გულით მტრებისთვის უნდა ილოცოს. ამ სიკეთისთვის ღმერთი შეისმენს მის ვედრებას, თუ...
იხილეთ სრულად
ვისაც სურს ღმერთმა შეისმინოს მისი ლოცვა, როდესაც მის წინაშე წარსდგება ხელაღპყრობილი, უწინარეს ყოვლისა, თვით საკუთარი სულისთვის ლოცვის დაწყებამდე, მთელი გულით მტრებისთვის უნდა ილოცოს. ამ სიკეთისთვის ღმერთი შეისმენს მის ვედრებას, თუკი ლოცვის საგანი სათნო იქნება მისთვის.
ვისაც არა აქვს აზრებისაგან სუფთა ლოცვა, მას არა აქვს იარაღი თავდასაცავად. ლოცვას ვამბობ ისეთს, რომელიც შეუწყვეტლად მოქმედებს ჩვენს სულიერ საგანძურში და უფლის სახელის მოწოდებით ანადგურებს და ფანტავს მტერს.
ვინც ხორციელად ლოცულობს და ჯერ კიდევ არა აქვს სულიერი გულისხმისყოფა, იმ ბრმას ემსგავსება, რომელიც ღაღადებდა: „ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ (მარკოზი 10.48).
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას კაცი სულიერად იბადება, განიწმინდება და ღმერთს უერთდება. მას რომ იმ სიწმინდისა და მადლის დაცვა შეეძლოს, რომელიც ნათლისღებისას მიიღო, მონანიება და აღსარება აღარ დასჭირდებოდა; მაგრამ რამდენადაც ეს ა...
იხილეთ სრულად
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას კაცი სულიერად იბადება, განიწმინდება და ღმერთს უერთდება. მას რომ იმ სიწმინდისა და მადლის დაცვა შეეძლოს, რომელიც ნათლისღებისას მიიღო, მონანიება და აღსარება აღარ დასჭირდებოდა; მაგრამ რამდენადაც ეს ამქვეყნად მცხოვრებისათვის შეუძლებელია, ჩვენი უბიწოებისა და ზეციურ მამასთან შესარიგებლად მხოლოდ ერთი საშუალება - მონანიება და აღსარება დაგვრჩენია. ამიტომ უწოდებენ წმინდა მამები მონანიებას "მეორე ნათლისღებას"
ნათლია ვალდებულია ზრუნავდეს თავისი ნათლულის სულიერი დონის ამაღლებისა და მომავალი საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებისათვის. ამისთვის, პირველ რიგში თავად უნდა იყოს მონათლული, სულიერი და სულის ცხონების მაძიებელი. ნათლობის დროს დიდი მად...
იხილეთ სრულად
ნათლია ვალდებულია ზრუნავდეს თავისი ნათლულის სულიერი დონის ამაღლებისა და მომავალი საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებისათვის. ამისთვის, პირველ რიგში თავად უნდა იყოს მონათლული, სულიერი და სულის ცხონების მაძიებელი.ნათლობის დროს დიდი მადლი გადმოდის ნათლიაზე და ასევე დიდი პასუხისმგებლობაც ეკისრება მას თავისი ნათლულის ცხოვრებაზე. დაუდევრობის შემთხვევაში, თუ ნათლია არ ზრუნავს თავისი ნათლულის ეკლესიური ცხოვრებისათვის, მას ეს მეტად დიდ სასჯელად ედება. ნათლული, რ...