წმ. სილუან ათონელი
თემა: ლოცვა

ვისაც უფალი უყვარს, მას ყოველთვის ახსოვს იგი, ხოლო ხსოვნა ღმერთისა ჰბადებს ლოცვას. თუ არ გახსოვთ

ვისაც უფალი უყვარს, მას ყოველთვის ახსოვს იგი, ხოლო ხსოვნა ღმერთისა ჰბადებს ლოცვას. თუ არ გახსოვთ ღმერთი, მაშინ არც ილოცებ, ხოლო ლოცვის გარეშე სული ვერ იქნება უფლის სიყვარულში, რამეთუ ლოცვის საშუალებით მოდის მადლი სულიწმიდისა. ლოცვით იცავს თავს ადამიანი ცოდვებისაგან, რამეთუ მლოცველი გონება დაკავებულია ღმერთით და მორჩილი სულით დგას უფლის პირისპირ, რომელსაც ცნობს მლოცველი სული. რა თქმა უნდა, ახლადდამწყებს ესაჭიროება ხელმძღვანელი, იმიტომ რომ სულიწმიდის მადლის მიღებამდე სულს აქვს უდიდესი ბრძოლა მტრებთან და ვერ გაარჩევს იგი მტერს მოყვასისაგან, თუ მტერი მიუტანს მას თავის სიტკბოებას. ამის გაგება შეუძლია მხოლოდ იმას, ვინც გამოცდილებით იგემა სულიწმიდის მადლი. ვინც იგემა სულიწმიდის მადლი, იგი გემოთი შეიცნობს მადლს. ვისაც ხელმძღვანელის გარეშე სურს ივარჯიშოს ლოცვაში, სიამაყით ფიქრობს, რომ მას შეუძლია წიგნებით ისწავლოს და არ იაროს ბერთან, იგი უკვე ნახევრად ხიბლშია. მორჩილს ღმერთი დაეხმარება, და თუ არ არის გამოცდილი მრჩეველი და იგი ივლის მოძღვართან როგორც არის, მორჩილებისათვის მას ღმერთი დაიფარავს. იფიქრე რომ მოძღვარში არის, ცხოვრობს სულიწმიდა და იგი გეტყვის შენ რაც საჭიროა. თუ შენ იფიქრებ, რომ მოძღვარი ცხოვრობს დაუდევრად და როგორ შეიძლება ცხოვრობდეს მასში სულიწმიდა, ასეთი აზრისათვის შენ ძლიერ დაზარალდები, შენ ჩავარდები ხიბლში. ლოცვა ეძლევა მლოცველებს, როგორც ნათქვამია წერილში; მაგრამ ლოცვა მხოლოდ ჩვევის გამო, გულის შემუსვრილების გარეშე არ არის მაამებელი ღვთისათვის.
 
თემატური კითხვები
0