კეთილი შინაური ცხოვრება კეთილი ქრისტიანობის საფუძველი იმიტომაც არის, რომ ქრისტიანი ქრისტეს მცნებას ისე ვერსად ვერ აღასრულებს, როგორც საკუთარ სახლში, ოჯახში. ქრისტეს პირველი მცნება სიყვარულია; სად შეიძლება უკეთესად სიყვარულის გამომ...
იხილეთ სრულად
კეთილი შინაური ცხოვრება კეთილი ქრისტიანობის საფუძველი იმიტომაც არის, რომ ქრისტიანი ქრისტეს მცნებას ისე ვერსად ვერ აღასრულებს, როგორც საკუთარ სახლში, ოჯახში. ქრისტეს პირველი მცნება სიყვარულია; სად შეიძლება უკეთესად სიყვარულის გამომჟღავნება, ვიდრე ოჯახში? აქ გამოჩნდება, როგორი გული გაქვს და ნამდვილად შეგიძლია თუ არა მოყვასის შეყვარება. თუ დედ-მამა, და-ძმა და ნათესავ-მახლობლები ვერ შეიყვარე, ყოველთა სხვათა მოყვასთა, როგორღა შეიყავრებ?
დიდი სათნოებაა მოთმინება, რომელსაც ადამიანი სწორედ ოჯახში ინდა მიეჩვიოს, აქ ყოველ დღესა და ყოველ წამს მოთმინებითა და სულგრძელად უნდა იქცეოდე. თუ ადამიანებმა ერთმანეთს ნაკლი და შეცდომები არ მოუთმინეს, ერთად ვერ გაძლებენ
დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა ადამიანისათვის საკუთარი თავის უარყოფა, ე.ი. სხვისთვის თავის შეწირვა. ამ მცნების შესრულების საუკეთესო შემთხვევაც ოჯახში გვაქვს. ასევე სიწმინდეს, სულგრძელობას, სიმშვიდესა და სხვა ქრისტიანულ სათნოებებს ...
იხილეთ სრულად
დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა ადამიანისათვის საკუთარი თავის უარყოფა, ე.ი. სხვისთვის თავის შეწირვა. ამ მცნების შესრულების საუკეთესო შემთხვევაც ოჯახში გვაქვს. ასევე სიწმინდეს, სულგრძელობას, სიმშვიდესა და სხვა ქრისტიანულ სათნოებებს ვერსად ისე ვერ შეიძენს კაცი და ვერ განამტკიცებს, როგორც საკუთარ ოჯახში. და მესამეც: კაცის ხასიათი ისე კარგად არსად არ მჟღავნდება როგორც შინ, მახლობელთა შორის. თუ გარეთ შეუძლია თავისი ნამდვილი დამალოს და გარშემომყოფთ კარგ...
როდესაც ბაგით ლოცულობ, ილოცე გონებითაც, ანუ გონება დაუმორჩილე ლოცვის სიტყვების ძალას. თუ უძლურებით ან მტრის მანქანებით ლოცვის დროს გაგიტაცებს სხვა საგანზე ფიქრი, მაშინ შენი გაუფრთხილებლობის შეცნობისთანავე მხურვალედ ჩაუღრმავდი ლოცვ...
იხილეთ სრულად
როდესაც ბაგით ლოცულობ, ილოცე გონებითაც, ანუ გონება დაუმორჩილე ლოცვის სიტყვების ძალას. თუ უძლურებით ან მტრის მანქანებით ლოცვის დროს გაგიტაცებს სხვა საგანზე ფიქრი, მაშინ შენი გაუფრთხილებლობის შეცნობისთანავე მხურვალედ ჩაუღრმავდი ლოცვას; ყოველთვის ასე მოიქეცი და ნახავ სარგებლობას. გონების სიმტკიცე და სიფხიზლე სულში მადლის განსაკუთრებულ ნაყოფს გამოიღებს.
როგორც წვიმის წინ ელვა სერავს ცას, ასევე იესო ქრისტეს სახელი უნდა მოძრაობდეს ჩვენს გულში. ეს კარგად უწყიან მათ, ვისაც აქვს შინაგანი ბრძლის გამოცდილება. ეს შინაგანი ბრძოლა უნდა წარვმართოთ ისე, როგორც ამას აკეთებენ ჩვეულებრივი მებრძ...
იხილეთ სრულად
როგორც წვიმის წინ ელვა სერავს ცას, ასევე იესო ქრისტეს სახელი უნდა მოძრაობდეს ჩვენს გულში. ეს კარგად უწყიან მათ, ვისაც აქვს შინაგანი ბრძლის გამოცდილება. ეს შინაგანი ბრძოლა უნდა წარვმართოთ ისე, როგორც ამას აკეთებენ ჩვეულებრივი მებრძოლები. პირველი საქმეა ყურადღება, შემდეგ როდესაც შევნიშნავთ რომ მოგვიახლოვდა მტრული აზრი, მაშინ ზიზღით შევამთხვევთ მას წყევლის სიტყვას გულიდან. შემდეგ საჭიროა ლოცვა მის წინააღმდეგ იესო ქრისტესადმი გულის მიმართვით და განიბ...
როგორ წაგადგება ლოცვა ცხოვრების გაეკლესიურებაში და როგორ უნდა მიუდგე მის შესწავლას? ლოცვას სულიერ ხელოვნებას უწოდებენ; ჭეშმარიტად, ეს ხელოვნებაა, რომელიც ხანგრძლივ, გულმოდგინე სწავლას ითხოვს. ლოცვითი განწყობა ბევრს ეუფლება ხოლმე, ...
იხილეთ სრულად
როგორ წაგადგება ლოცვა ცხოვრების გაეკლესიურებაში და როგორ უნდა მიუდგე მის შესწავლას? ლოცვას სულიერ ხელოვნებას უწოდებენ; ჭეშმარიტად, ეს ხელოვნებაა, რომელიც ხანგრძლივ, გულმოდგინე სწავლას ითხოვს. ლოცვითი განწყობა ბევრს ეუფლება ხოლმე, მაგრამ სხვა რამ არის მოიპოვო ლოცვა, როგორც მუდმივი და ჩვეული სულიერი მდგომარეობა.
როგორც კი ადამიანი ლოცვად დგება, იწყება მისი ყურადღების მიზიდვა ყველა იმ სირთულისკენ, რასაც აწყდება ოჯახში თუ სამუშაოზე.
ეს არის ეშმაკის არსებობის დამადასტურებელი. ლოცვა მას წვავს, ამიტომაც მას მთელი ძალით აღუდგება ხოლმე წინ...
იხილეთ სრულად
როგორც კი ადამიანი ლოცვად დგება, იწყება მისი ყურადღების მიზიდვა ყველა იმ სირთულისკენ, რასაც აწყდება ოჯახში თუ სამუშაოზე.
ეს არის ეშმაკის არსებობის დამადასტურებელი. ლოცვა მას წვავს, ამიტომაც მას მთელი ძალით აღუდგება ხოლმე წინ.
როგორც ვრცელი პურის ყანა იძლევა ბარაქიან მოსავალს, ასევე იესოს ლოცვა გამოიღებს გულში ყოველგვარი სიკეთის ნაყოფს, ანუ უფრო სწორად, თვით უფალი მოგვცემს მას, რომლის გარეშე ჩვენ არაფერი არ შგვიძლია. თავიდან ეს მოგვეჩვენება კიბედ, შემდე...
იხილეთ სრულად
როგორც ვრცელი პურის ყანა იძლევა ბარაქიან მოსავალს, ასევე იესოს ლოცვა გამოიღებს გულში ყოველგვარი სიკეთის ნაყოფს, ანუ უფრო სწორად, თვით უფალი მოგვცემს მას, რომლის გარეშე ჩვენ არაფერი არ შგვიძლია. თავიდან ეს მოგვეჩვენება კიბედ, შემდეგ კი წიგნად, რომელსაც კითხულობ და უფრო და უფრო დაინახავ ზეციურ იერუსალიმს, ქალაქად უფლისა ძალთასა, თანა მამით და ყოვლაწმიდა სულითურთ.