ხომ განუწყვეტლივ შევისუნთქავთ ჰაერს; აი, ასევე განუწყვეტლივ უნდა ვაქებდეთ და ვუგალობდეთ უფალს მაშინაც კი, როდესაც ვსაქმიანობთ, სიბრძნით აღსავსე და ღმრთისმოყვარე გონებას ძალუძს განუწყვეტლივ იხსენებდეს ღმერთს. „მოვიხსენე ღმრთისაი და...
იხილეთ სრულად
ხომ განუწყვეტლივ შევისუნთქავთ ჰაერს; აი, ასევე განუწყვეტლივ უნდა ვაქებდეთ და ვუგალობდეთ უფალს მაშინაც კი, როდესაც ვსაქმიანობთ, სიბრძნით აღსავსე და ღმრთისმოყვარე გონებას ძალუძს განუწყვეტლივ იხსენებდეს ღმერთს. „მოვიხსენე ღმრთისაი და ვიხარე“ (ფსალმ. 76, 4) – ამბობს დავით მეფსალმუნე. ამიტომაც, თუკი უფლის ხსენება სიხარულს აღმოაცენებს ჩვენს სულებში, ნუ დავიზარებთ ვისარგებლოთ ღმერთის ხსენებით
ხოლო როდესაც ლოცულობ, ნუ ემსგავსები თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი...
იხილეთ სრულად
ხოლო როდესაც ლოცულობ, ნუ ემსგავსები თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე მამის შენის მიმართ ფარულად; და მამა შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად.
ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმე...
ჭეშმარიტი ლოცვის დროს ადამიანის სხვა ორგანოები და გრძნობები დადუმებულნი არიან. იგი დგას ღმრთის ტახტის წინაშე და ერთი მხრივ თავის განუზომელ სიგლახაკეს გრძნობს, ხოლო მეორე მხრივ, ღმრთის განუზომელ მოწყალებას.
თქვენი ტალანტი არის რწმენა, ამრავლეთ იგი და გადაეცით სხვებსაც, დავუშვათ, მუსულმანმა ხელთ იპყრა სახარება, გადაშალა იგი და გვერდზე გადადო. ესე იგი, არ მიეცა და შთაფლა ეს ტალანტი. შენ აიღე სახარება, წაიკითხე და დაიწყე საქმის კეთებაის...
იხილეთ სრულად
თქვენი ტალანტი არის რწმენა, ამრავლეთ იგი და გადაეცით სხვებსაც, დავუშვათ, მუსულმანმა ხელთ იპყრა სახარება, გადაშალა იგი და გვერდზე გადადო. ესე იგი, არ მიეცა და შთაფლა ეს ტალანტი. შენ აიღე სახარება, წაიკითხე და დაიწყე საქმის კეთებაისე, როგორც სწერია. ესე იგი მოგეცა ტალანტი. მაგრამ ვაი თუ ხუთი ტალანტი მოგეცა და სამ ტალანტზე შეჩერდი? სწორედ ამიტომ უნდა ამრავლო ტალანტი, რასაც კარგს გაიგებ, უნდა აკეთო. როგორ უნდა იყოს ადამიანის სული დამშვიდებული, როდესა...
საღმრთო რწმენა, როგორც ადამიანის გონების მეოხი ზესწრაფვისას, გვაძლევს საშუალებას, ვეზიაროთ სიმართლეს. მასშია კაცთატვის დაფარულის განცხადების საიდუმლობეა და ჩვენი შემეცნების სრულყოფა ჭეშმარიტებაში. რწმენაში იშვება და განსრულდება ღვ...
იხილეთ სრულად
საღმრთო რწმენა, როგორც ადამიანის გონების მეოხი ზესწრაფვისას, გვაძლევს საშუალებას, ვეზიაროთ სიმართლეს. მასშია კაცთატვის დაფარულის განცხადების საიდუმლობეა და ჩვენი შემეცნების სრულყოფა ჭეშმარიტებაში. რწმენაში იშვება და განსრულდება ღვთისმაძიებელი ადამიანის დამორჩილება უფლისადმი, სულის განსვენება მარადიულობაში. რმწენა, როგორც საღმრთო ნიჭი, ადამიანისთვის ცაბაოთ უფლის უხილავი მყოფობის გამომთქმელია, უხილველობაში ღვთის განცხადებული დიდებულებისა და ყოვლისმ...
აუცილებელია მოღვაწებრივი სული, სიმდაბლე, ღვთისმოსაობა, მსხვერპლშეწირვა. თუ სულიწმიდის მადლი არა აქვს, ადამიანი სრულიად უვარგისია. სულიწმიდა არის სინათლე – საღმრთო სინათლე. ამაშია ყველაფრის საფუძველი. თუ ადამიანი ვერ ხედავს, ის შეს...
იხილეთ სრულად
აუცილებელია მოღვაწებრივი სული, სიმდაბლე, ღვთისმოსაობა, მსხვერპლშეწირვა. თუ სულიწმიდის მადლი არა აქვს, ადამიანი სრულიად უვარგისია. სულიწმიდა არის სინათლე – საღმრთო სინათლე. ამაშია ყველაფრის საფუძველი. თუ ადამიანი ვერ ხედავს, ის შესაძლოა, მინას შეასკდეს, ფლატედან გადავარდეს, სიბინძურით სავსე ორმოში, ან სულაც უფსკრულში ჩავარდეს, მან არ იცის, საით მიდის, იმიტომ, რომ სინათლეს მოკლებულია. მაგრამ თუ იგი მცირეოდენს ხედავს, მაშინ გაფრთხილდება მაინც. ხოლო ...
ადამის მეორე ცოდვა ღვთისადმი ურჩობა იყო, სურვილი თვითონ გამხდარიყო „ვითარცა ღმერთი“ (დაბ. 3, 5), სურვილი თავისუფლებისა არა ღმერთში, არამედ ღვთის გარეშე. ამიტომ მადლის მოსახვეჭად ადამიანმა მორჩილება უნდა ისწავლოს. ეს პირველ რიგში ე...
იხილეთ სრულად
ადამის მეორე ცოდვა ღვთისადმი ურჩობა იყო, სურვილი თვითონ გამხდარიყო „ვითარცა ღმერთი“ (დაბ. 3, 5), სურვილი თავისუფლებისა არა ღმერთში, არამედ ღვთის გარეშე. ამიტომ მადლის მოსახვეჭად ადამიანმა მორჩილება უნდა ისწავლოს. ეს პირველ რიგში ეკლესიისადმი მორჩილებაა (ეკლესიის მეშვეობით – სახარების მცნებებისა), შემდეგ კი მორჩილება ერში: მორჩილება სახლში, სამსახურში – სიტყვიერი, მორჩილება ყველას მიმართ. ეს საკუთარი ადგილის გააზრებაა ეკლესიაში, საზოგადოებაში, ოჯა...
ადამიანი მოტიტინე ბალღივითაა, ღმერთს მის წმინდა ნებას სთხოვს. ღმერთი, როგორც ყოვლადსახიერი მამა, მადლს აძლევს, მაგრამ აძლევს განსაცდელსაც. თუკი ის უდრტვინველად დაითმენს განსაცდელს, მადლი ემატება. რამდენადაც მეტად ეძლევა მადლი, იმდ...
იხილეთ სრულად
ადამიანი მოტიტინე ბალღივითაა, ღმერთს მის წმინდა ნებას სთხოვს. ღმერთი, როგორც ყოვლადსახიერი მამა, მადლს აძლევს, მაგრამ აძლევს განსაცდელსაც. თუკი ის უდრტვინველად დაითმენს განსაცდელს, მადლი ემატება. რამდენადაც მეტად ეძლევა მადლი, იმდენად ემატება განსაცდელებიც.
ადამიანი მადლის მიღებამდე ცხოვრობს და ფიქრობს, რომ მის სულში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ როცა ეწვევა მას მადლი და იმყოფება მასში, ხედავს ყველაფერს სხვანაირად, შემდეგ კი როცა ისევ კარგავს მადლს, მაშინ გაიგებს მხოლოდ რა დიდ საფრთხეში...
იხილეთ სრულად
ადამიანი მადლის მიღებამდე ცხოვრობს და ფიქრობს, რომ მის სულში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ როცა ეწვევა მას მადლი და იმყოფება მასში, ხედავს ყველაფერს სხვანაირად, შემდეგ კი როცა ისევ კარგავს მადლს, მაშინ გაიგებს მხოლოდ რა დიდ საფრთხეში იმყოფება.