მარხვა არა მარტო ავითარებს განსაკუთრებულ მგრძნობელობას და არა მხოლოდ ერთი მძლავრი საშუალებათაგანია ვნებებთან ბრძოლაში, იგი ლოცვის მსგავსად, ახალ განმყოფ ზღუდეს აღმართავს შენს სულიერ ცხოვრებასა და საერო ყოფას შორის. მარხვა იწყება ს...
იხილეთ სრულად
მარხვა არა მარტო ავითარებს განსაკუთრებულ მგრძნობელობას და არა მხოლოდ ერთი მძლავრი საშუალებათაგანია ვნებებთან ბრძოლაში, იგი ლოცვის მსგავსად, ახალ განმყოფ ზღუდეს აღმართავს შენს სულიერ ცხოვრებასა და საერო ყოფას შორის. მარხვა იწყება საკვების შეზღუდვით, ხოლო მაღალ საფეხურებზე იგი ლოცვასა და ღვთის ჭვრეტასთან ერთობაში აღწევს უმაღლესს - უვნებობას.
თუკი მხოლოდ იმიტომ ვიმარხულებთ, რომ თითქოს ცოდვაა საზრდელის მიღება, მაშინ არა თუ სარგებელს ვერ ვპოვებთ მსგავსი თავშეკავებისაგან, არამედ მოციქულის სწავლების თანახმად: "საჭმელი ღმერთმან დაჰბადნა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათვის დ...
იხილეთ სრულად
თუკი მხოლოდ იმიტომ ვიმარხულებთ, რომ თითქოს ცოდვაა საზრდელის მიღება, მაშინ არა თუ სარგებელს ვერ ვპოვებთ მსგავსი თავშეკავებისაგან, არამედ მოციქულის სწავლების თანახმად: "საჭმელი ღმერთმან დაჰბადნა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათვის და რომელთა იციან ჭეშმარიტებაი" (1 ტიმ. 4, 3) და "არარაი შეგინებულ არს თავით თვისით გარნა თუ რომელი-იგი შე-ვინმე-ჰრაცხოს შეგინებულად, იგი არს შეგინებულ" (რომ. 14,14). ამიტომ, არავინ განიკითხებოდა საზრდელის მიღების გამო, ხო...
სასუფეველი ცათა, კეთილმორწმუნენო, დამყარებული იყო ქვეყანაზე კიდევ იმ დროს, როცა ადამიანი გაჩნდა. ამ სასუფეველის სატახტო ქალაქი ამოთხე იყო, მეფე კი თვით უფალი, ქვეშევრდომი კი ადამიანი. კანონი - ადამიანის ღვთისადმი მორჩილება, და ნაყ...
იხილეთ სრულად
სასუფეველი ცათა, კეთილმორწმუნენო, დამყარებული იყო ქვეყანაზე კიდევ იმ დროს, როცა ადამიანი გაჩნდა. ამ სასუფეველის სატახტო ქალაქი ამოთხე იყო, მეფე კი თვით უფალი, ქვეშევრდომი კი ადამიანი. კანონი - ადამიანის ღვთისადმი მორჩილება, და ნაყოფი ადამიანის ბედნიერება და ნეტარება. მაგრამ სასუფეველი ცათა ქვეყნად მალე გაქრა; ადამიანმა ვერ დაიცო პირველი გამოცდა, ურჩობა გამოირჩია, ღმერთს პატივი არ სცა, და სამოთხე დაკარგა; დამნაშავე ღმერთმა სამოთხიდან გამოაძევა, და...
მწუხარე ნათელი: მწუხარება დევნული, გაფლანგული ცხოვრების გამო; ღვთისმყოფობისა და მისი მიტევების ნათელი, ღვთისადმი ხელახლა შობილი სიყვარულის ბედნიერება და მამისეულ სახლში დაბრუნების სიმშვიდე. ასეთია დიდმარხვის ღვთისმსახურების განწყო...
იხილეთ სრულად
მწუხარე ნათელი: მწუხარება დევნული, გაფლანგული ცხოვრების გამო; ღვთისმყოფობისა და მისი მიტევების ნათელი, ღვთისადმი ხელახლა შობილი სიყვარულის ბედნიერება და მამისეულ სახლში დაბრუნების სიმშვიდე. ასეთია დიდმარხვის ღვთისმსახურების განწყობილება, ასეთია მისი პირველი შეხება ჩემს სულთან.
მოერიდეთ, შეაფასოთ მარხვა უბრალოდ საჭმლისაგან თავშეკავებით, ისინი, ვინც თავს იკავებენ საჭმლისაგან და ცუდად იქცევიან, მიემსგავსებიან ეშმაკს, რომელსაც, თუმცაღა, არაფერს ჭამს, მაგრამ არ წყვეტს ცოდვას.
მარხვის მიზანია მოთოკოს უთვალავი ხორციელი მისწრაფება და მიდრეკილება და ამით განაცდევინოს ადამიანს სიმდაბლის გრძნობა. თუ ღმერთმა დაუშვა მისი სნეულება, მაშინ ეს მიზანი უკვე მიღწეულია. კიდევ რაღა სარგებელს მოუტანს მას მარხვა?