ადამიანს მარადისობის შეგრძნების, ერთგვარად მისი გულისხმიერი ჭვრეტის უნარი აქვს მიცემული. ცოდვამ ადამიანს გულის თვალი დაუხუჭა. მან შეწყვიტა სულიერი სამყაროს უშუალო ჭვრეტა, შეწყვიტა მისი რეალურობის შეგრძნება. ხორციელ ადამიანს სიკვდი...
იხილეთ სრულად
ადამიანს მარადისობის შეგრძნების, ერთგვარად მისი გულისხმიერი ჭვრეტის უნარი აქვს მიცემული. ცოდვამ ადამიანს გულის თვალი დაუხუჭა. მან შეწყვიტა სულიერი სამყაროს უშუალო ჭვრეტა, შეწყვიტა მისი რეალურობის შეგრძნება. ხორციელ ადამიანს სიკვდილის წარმოდგენა მხოლოდ გარკვეული სახეებით შეუძლია ისე, რომ მას, როგორც საიდუმლოს, ვერ შეიგრძნობს, შეუძლია იმსჯელოს მარადისობაზე, ვით მისთვის შორეულსა და უცნობზე.
ხორციელი მარხვისათვის შეძლებისამებრ ვიღვაწოთ. ხოლო გრძნობების, გონებისა და გულის მარხვისთვის კი მთელი ძალით შევებრძოლოთ ჩვენი სულის მტერს. შვილო ჩემო, დაიცავი საკუთარი გრძნობები, განსაკუთრებით უფრთხილდი თვალებს - ისინი რვაფეხას სა...
იხილეთ სრულად
ხორციელი მარხვისათვის შეძლებისამებრ ვიღვაწოთ. ხოლო გრძნობების, გონებისა და გულის მარხვისთვის კი მთელი ძალით შევებრძოლოთ ჩვენი სულის მტერს. შვილო ჩემო, დაიცავი საკუთარი გრძნობები, განსაკუთრებით უფრთხილდი თვალებს - ისინი რვაფეხას საცეცებივით მიიტაცებენ ყოველივეს, რაც მათ წინ მოძრაობს, ყველაზე იოლად კი ცოდვით ნადავლს ჩააფრინდებიან ხოლმე. თვალების მიზეზით დაეცნენ და დაიღუპნენ "სვეტნი სულიერნი". დავითმა, როცა არ დაიცვა თვალი, მკვლელობა ჩაიდინა და მრუშ...
მაცხოვარმა ამქვეყნად დანერგა სასუფეველი და ქრისტიანებს მისი გავრცელება, გაძლიერება და განმტკიცება მოგვანდო. ვინც ამ საქმეს სიტყვითა და საქმით შეეწევა, ის მეგობარია ქრისტესი, რადგან მის საქმეს აღასრულებს, ხოლო ვინც უზნეო საქციელით ...
იხილეთ სრულად
მაცხოვარმა ამქვეყნად დანერგა სასუფეველი და ქრისტიანებს მისი გავრცელება, გაძლიერება და განმტკიცება მოგვანდო. ვინც ამ საქმეს სიტყვითა და საქმით შეეწევა, ის მეგობარია ქრისტესი, რადგან მის საქმეს აღასრულებს, ხოლო ვინც უზნეო საქციელით ძმას აბრკოლებს - ქრისტეს მტერი, მისი სასუფეველი მაოხრებელია. ღმერთმა ქრისტიანებს უმაღლესი პატივი - იმის სასუფევლის მოქალაქობა მოგვცა, ამიტომ დიდი სიფრთხილეც გვმართებს, რომ იგი ჩვენი უღირსებით არ დავკარგოთ.
ზოგიერთი ქრისტიანი შეცდომით ფიქრობს, რომ სასუფეველი ღმრთისა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, ცათა შინა არსებობს. მაგრამ კაცთა შორის სასუფეველი ცათა ამქვეყნადვე იწყება; ესაა უხილავი, შინაგანი ცხოვრება კაცისა, როცა იგი თავის გულს სახარები...
იხილეთ სრულად
ზოგიერთი ქრისტიანი შეცდომით ფიქრობს, რომ სასუფეველი ღმრთისა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, ცათა შინა არსებობს. მაგრამ კაცთა შორის სასუფეველი ცათა ამქვეყნადვე იწყება; ესაა უხილავი, შინაგანი ცხოვრება კაცისა, როცა იგი თავის გულს სახარების სიმართლეს დაუმორჩილებს და ცხოვრებას მაცხოვრის მცნებათა მიხედვით ატარებს.
წარმოიდგინეთ უკიდეგანო სივრცე: რა მნიშვნელობა ექნება მასში ერთ მტკაველს; ასევე, ჩვენი საუკუნეც არაა უმეტესი, ვიდრე - მტკაველი მარადისობის უკიდეგანო სივრცეში, მეფსალმუნის სიტყვებით: "ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი" (ფს. 38.5). - არა...
იხილეთ სრულად
წარმოიდგინეთ უკიდეგანო სივრცე: რა მნიშვნელობა ექნება მასში ერთ მტკაველს; ასევე, ჩვენი საუკუნეც არაა უმეტესი, ვიდრე - მტკაველი მარადისობის უკიდეგანო სივრცეში, მეფსალმუნის სიტყვებით: "ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი" (ფს. 38.5). - არაუმეტეს, ვიდრე - ზღვაში წვეთი, როგორც მარცვალი სილაში (ზირ. 18.8), ნაპირზე ან ზღვის ფსკერზე, - როგორც "არარაი" (ფს. 38.5) და ამასთან, უმეტესწილად, ჩვენ, უგუნურნი, მათ ყოველგვარი საზრუნავით ვზღუდავთ და მარადიულობაზე თითქმი...
ცვლილება დროს ვარაუდობს. ეს არის ჰორიზონტალური მოძრაობა. მარადისობა კი ვერტიკალური მოძრაობაა, მასში არ არის ისეთი ცვლილებები, როგორიცა გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. მასში ადამიანის სულის შინაარსია გახსნილი.
მარადისობ...
იხილეთ სრულად
ცვლილება დროს ვარაუდობს. ეს არის ჰორიზონტალური მოძრაობა. მარადისობა კი ვერტიკალური მოძრაობაა, მასში არ არის ისეთი ცვლილებები, როგორიცა გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. მასში ადამიანის სულის შინაარსია გახსნილი.
მარადისობაში არ არის ყოფიერების ის დანაკარგი, რასაც ფილოსოფოსნი დროის ასიმეტრიას უწოდებენ: იქ არ არის პერიოდები, რომელებიც ერთმანეთს ცვლიან. მარადისობა არ არის უძრაობა, სტატიკა, არამედ მოძრაობაა, დინამიკაა, ოღონდ დროში მოძრაობისაგან გა...
უდიდეს ქმედებებს მუდამ მარადისობაზე ფიქრი წარმოშობდა: იგი შთააგონებდა მოწამეებს და მათ ყველაზე ულმობელი ტანჯვასადმიც კი უშიშარს ხდიდა; იგი ამწყვდევდა უდაბნოებში მოსაგრეებს და მიჰყავდა ისინი არაადამიანური თვითუარყოფის ღვაწლამდე; იგ...
იხილეთ სრულად
უდიდეს ქმედებებს მუდამ მარადისობაზე ფიქრი წარმოშობდა: იგი შთააგონებდა მოწამეებს და მათ ყველაზე ულმობელი ტანჯვასადმიც კი უშიშარს ხდიდა; იგი ამწყვდევდა უდაბნოებში მოსაგრეებს და მიჰყავდა ისინი არაადამიანური თვითუარყოფის ღვაწლამდე; იგი აჩერებდა უკანონობის გზაზე მდგარ ფესვებგადგმულ ცოდვილსაც და ძალას მატებდა მათ ვაჟკაცობით შერკინებოდნენ თავიანთ ვნებებს. მარადისობაზე განსჯას რა არ შეეძლო მოეწია ჩვენზე, დროდადრო რომ საკუთარი სულის ცხონებისათვის მოგვესმი...
მარადისობაში, როცა დრო გამოცდისა უკან დარჩება, ღვთის მადლი უკმარისობას შეავსებს და ადამიანის სულთან განუყოფლად, სამუდამოდ შეერთდება; აღდგომის შემდეგ კი ის წმიდანთა სხეულებს ფერს უცვლის და განასულიერებს. მეტიც, მარადიულ ცხოვრებაში ...
იხილეთ სრულად
მარადისობაში, როცა დრო გამოცდისა უკან დარჩება, ღვთის მადლი უკმარისობას შეავსებს და ადამიანის სულთან განუყოფლად, სამუდამოდ შეერთდება; აღდგომის შემდეგ კი ის წმიდანთა სხეულებს ფერს უცვლის და განასულიერებს. მეტიც, მარადიულ ცხოვრებაში წმიდანობა - ეს არ არის სტატიკა, არამედ ღვთაებრიობისადმი საუკუნო მიახლებაა, სულიერ საფეხურებზე მარადიული აღსვლაა, ღვთაებრივი ნათლით საუკუნო გაბრწყინებაა (ის, რასაც ასკეტიკის ენაზე განღმრთობა ეწოდება) მეტი ძალითა და ინტენს...