არასდროს მინახავს, რომ რაიმე მრისხანებით გამოსწორებულიყო, არამედ ყოველთვის - სიყვარულით. მაშინ ისიც კი, ვისაც განსწავლი, მსხვერპლს იღებს. ამიტომ ასეც მოიქეცით. საკუთარი თავისგან აიღე მაგალითი; როდის ხდები თვინიერი? შეურაცხყოფისა თ...
იხილეთ სრულად
არასდროს მინახავს, რომ რაიმე მრისხანებით გამოსწორებულიყო, არამედ ყოველთვის - სიყვარულით. მაშინ ისიც კი, ვისაც განსწავლი, მსხვერპლს იღებს. ამიტომ ასეც მოიქეცით. საკუთარი თავისგან აიღე მაგალითი; როდის ხდები თვინიერი? შეურაცხყოფისა თუ სიყვარულისაგან?
უსაქმურობის ნაყოფი მოწყინებაა (მიმომწვილველობა), რომელშიც სულიერი ცხოვრების ყველა მასწავლებელი სულისათვის უდიდეს საფრთხეს ხედავს, ადამიანი, რომელზედაც მოწყინება ბატონობს, რაიმე კარგის და დადებითის დანახვის ყოველგვარ შესაძლებლობასა...
იხილეთ სრულად
უსაქმურობის ნაყოფი მოწყინებაა (მიმომწვილველობა), რომელშიც სულიერი ცხოვრების ყველა მასწავლებელი სულისათვის უდიდეს საფრთხეს ხედავს, ადამიანი, რომელზედაც მოწყინება ბატონობს, რაიმე კარგის და დადებითის დანახვის ყოველგვარ შესაძლებლობასაა მოკლებული; მისთვის ყველაფერი უარყოფითისა და პესიმისტურისკენ მიდის. ესაა ჭეშმარიტად ეშმაკის ბატონობა ჩვენზე, იმიტომ რომ ეშმაკი უპირველს ყოვლისა ცრუა. ის ღმერთისა და სამყაროს შესახებ სიცრუეს ეუბნება ადამიანს, ის წყვდიადი...
რატომ მოიწყინეთ? თქვენ ხომ ღვთისა ხართ, უფალმა თავისთან მოგიხმოთ. თქვენ ხომ ზეციური მამისაკენ მიდიხართ მის სავანეში, ზეციურ ნეტარებაში დასამკვიდრებლად! - და ამ დროს მოიწყინეთ?
უნდა გალობდეთ: "განათლდი! განათლდი! სულო განახლე...
იხილეთ სრულად
რატომ მოიწყინეთ? თქვენ ხომ ღვთისა ხართ, უფალმა თავისთან მოგიხმოთ. თქვენ ხომ ზეციური მამისაკენ მიდიხართ მის სავანეში, ზეციურ ნეტარებაში დასამკვიდრებლად! - და ამ დროს მოიწყინეთ?
უნდა გალობდეთ: "განათლდი! განათლდი! სულო განახლებულო!" თქვენ კი ლამის ტირიხართ, თითქოსდა ტყუილად გაისარჯეთ. არც ერთი თქვენი საქმე ფუჭად არ ჩაივლის. უფალი ყველაფერს შეიწირავს და ასმაგად მოგიზღავთ.
მთავარი სიბრძნე - სიბრძნის მოხვეჭაა; ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა უნდა მოხვეჭო. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავ (სიბრძნე სოლომონისა 4, 7-8).
მაშ, დიდი ბრძენი იგი არის, ვინცა მარადის თავის შინაგან ცუდ-თვისებასა და ნაკლულევანებასა იკვლევს და ასწორებს, რომლითგან განთავისყფლებას ეძიებს და ისწრაფის საღმრთო მაღალ ხარისხს აღსავალად. რა ეშველება ზვაობას? მოძღვარო, შენ გეკითხებ...
იხილეთ სრულად
მაშ, დიდი ბრძენი იგი არის, ვინცა მარადის თავის შინაგან ცუდ-თვისებასა და ნაკლულევანებასა იკვლევს და ასწორებს, რომლითგან განთავისყფლებას ეძიებს და ისწრაფის საღმრთო მაღალ ხარისხს აღსავალად. რა ეშველება ზვაობას? მოძღვარო, შენ გეკითხები, რა ეშველება ამპარტავნობას? მაგრამ რა უნდა მითხრა, რომ არ არის საშველი ამისი, თუ არა მხოლოდ ღმერთი.
ქვეყანა, ეს სიბრძნეა ღვთისა და ცხოვრება მას შინა გამოსაცდელია და სავაჭრო კაცისა, რომელიც შეადგენს ღმრთის მცნების მორჩი...
დიდი სიფრთხილე და გონების სიბრძნე გვმართებს, რათა არ შეგვაშფოთოს ადამიანები ეშმაკის მანქანებამ. ვინაიდან ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ არაფრისათვის შეაშფოთებს კაცს ეშმაკი, ზოგჯერ კი რაღაც მიზეზსაც გამოძებნის, რომ ამით მრისხანება და აღშფ...
იხილეთ სრულად
დიდი სიფრთხილე და გონების სიბრძნე გვმართებს, რათა არ შეგვაშფოთოს ადამიანები ეშმაკის მანქანებამ. ვინაიდან ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ არაფრისათვის შეაშფოთებს კაცს ეშმაკი, ზოგჯერ კი რაღაც მიზეზსაც გამოძებნის, რომ ამით მრისხანება და აღშფოთება სამართლიანად გამოაჩინოს ადამიანის თვალში. ვისაც მართალი გზით სვლა გადაუწყვეტია, მრისხანება ყოველთვის უცხო უნდა იყოს მისთვის, როგორც შეგვაგონებს მამა მაკარი: უცხოა მონაზონისათვის განრისხება და მოყვასის შეწუხება.
გიხაროდეს, როდესაც შეურაცხგყოფენ (მრისხანებისა და მწუხარების ნაცვლად), რადგან თუ ეს უსამართლოა, დიდ ჯილდოს მიიღებ, ხოლო თუ სამართლიანია, რაც უფრო სწრაფად მოხვალ გონს, თავს მით უფრო ადვილად დააღწევ სასჯელს.