ყოველ სულს, რომელიც ღმერთის ნებას მიეცა, უფალი შთააგონებს, რამეთუ მან სთქვა: "და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე" (ფს. 49.15). ყოველი სული, რომელიც შეშფოთებულია რაიმეთი, უფალს უნდა ეკითხებოდეს და უ...
იხილეთ სრულად
ყოველ სულს, რომელიც ღმერთის ნებას მიეცა, უფალი შთააგონებს, რამეთუ მან სთქვა: "და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე" (ფს. 49.15). ყოველი სული, რომელიც შეშფოთებულია რაიმეთი, უფალს უნდა ეკითხებოდეს და უფალი შთააგონებს მას რა გააკეთოს. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, შეშფოთებისა და საფრთხის დროს საჭიროა შეეეკითხო მოძღვარს, რამეთუ ეს უფრო მორჩილებაა. კარგია ვისწავლოთ ცხოვრება ღმერთის ნების თანახმად. მაშინ სული განუწყვეტლივ ი...
ღმერთს, თავისი წინამსწრობელი ნებით, სურს ჩვენგან კეთილი საქმეები მიიღოს და სწყალობს კიდეც მათ თავისმიერი შეწევნით. ხოლო ბოროტი საქმეები მას არ სურს ჩვენგან, არც თავისი წინამსწრობელი ნებით და არც თავისი შემდგომი ნებელობით. მაგრამ ღ...
იხილეთ სრულად
ღმერთს, თავისი წინამსწრობელი ნებით, სურს ჩვენგან კეთილი საქმეები მიიღოს და სწყალობს კიდეც მათ თავისმიერი შეწევნით. ხოლო ბოროტი საქმეები მას არ სურს ჩვენგან, არც თავისი წინამსწრობელი ნებით და არც თავისი შემდგომი ნებელობით. მაგრამ ღმერთი მიუშვებს ხოლმე ჩვენს თავისუფალ ნებას ბოროტის საქმნელადაც, რამეთუ იძულებით რაიმეს მოქმედება არც სათნოებად შეგვერაცხება და არც გონიერ საქმედ.
უფალს ყოველთვის უნდა ვთხოვოთ სულიერი მშვიდობა, რათა მოხერხებული იყოს ჩვენთვის უფლის მცნებების შესრულება. რამეთუ უფალს უყვარს ისინი, რომელნიც ცდილობენ მისი ნების შესრულებას და ასე ღებულობენ უდიდეს სიმშვიდეს ღმერთში. ღმერთის ნების შ...
იხილეთ სრულად
უფალს ყოველთვის უნდა ვთხოვოთ სულიერი მშვიდობა, რათა მოხერხებული იყოს ჩვენთვის უფლის მცნებების შესრულება. რამეთუ უფალს უყვარს ისინი, რომელნიც ცდილობენ მისი ნების შესრულებას და ასე ღებულობენ უდიდეს სიმშვიდეს ღმერთში. ღმერთის ნების შემსრულებელი ყველაფრით კმაყოფილია, თუნდაც ღარიბი იყოს, ავადმყოფიც, თუნდაც იტანჯებოდეს, იმიტომ, რომ მას ამხნევებს ღმერთის მადლი. ხოლო ვინც უკმაყოფილოა თავისი ბედით, დრტვინავს ავადმყოფობაზე, ან იმაზე ვინც აწყენინა, დაე იცოდ...
ნება ღმრთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიტყობს რა არის ნება ღმრთისა...
იხილეთ სრულად
ნება ღმრთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიტყობს რა არის ნება ღმრთისა, რა მცნება მოგვეცა, როგორ უნდა ვიცხოვროთ და სათნოვეყოთ ღმერთს (1,516).
სინანული არის საშუალება პირველი დაკარგული დიდების ამოსაგებად, ბუნებასა შინა ჩვენსა დებული და ესე არს მადლი, სასწაულებრივად შემცვლელი, წყლულისა-კურნებად, შებღალულისა განწმენდად, დაშავებულისა განსპეტაკებად და ყოვლითურთ ცოდვის შეგინე...
იხილეთ სრულად
სინანული არის საშუალება პირველი დაკარგული დიდების ამოსაგებად, ბუნებასა შინა ჩვენსა დებული და ესე არს მადლი, სასწაულებრივად შემცვლელი, წყლულისა-კურნებად, შებღალულისა განწმენდად, დაშავებულისა განსპეტაკებად და ყოვლითურთ ცოდვის შეგინებულის უძღების შვილისა ანგელოზთა დარად ამაღლებად.
როგორადაც ყოველი სხვა ნიჭი და მადლი კაცთა ზედა ღმრთისაგან გადმოდის, მსგავსადვე და უმეტესად, ყოველთა უდიდესი ეს ნიჭი და მადლი სინანულისა იმავე წყაროსაგან მომდინარეობს და მიეცემა კაცს.
თუ ღმერთი არ შეეწია კაცს და სინანულს კარი არ გაუღო, იგი ღმერთს ჯეროვან სინანულს ვერ მიართმევს. ჭეშმარიტი წმიდა სინანული დიდ ძალას მოითხოვს, ერთობ მძიმე და ძნელი სულიერი მოქმედებაა. მისი მოპოვება თითქმის მთელი სჯულის შესრულებას ნიშ...
იხილეთ სრულად
თუ ღმერთი არ შეეწია კაცს და სინანულს კარი არ გაუღო, იგი ღმერთს ჯეროვან სინანულს ვერ მიართმევს. ჭეშმარიტი წმიდა სინანული დიდ ძალას მოითხოვს, ერთობ მძიმე და ძნელი სულიერი მოქმედებაა. მისი მოპოვება თითქმის მთელი სჯულის შესრულებას ნიშნავს