იესუ ქრისტემან ართუ მეგობართათვის დადვა სული თვისი, რომელსა არა სადა ჰყავს მოყვასი, არცა სწორი, არამედ - ჩვენ უხმართა მონათათვის. ვინაითგან გვიხილნა უწყალოისა მტერისა მიერ დამონებულნი და დილეგთა გამოუხსნელთა შინა შეწყვდეულნი და არ...
იხილეთ სრულად
იესუ ქრისტემან ართუ მეგობართათვის დადვა სული თვისი, რომელსა არა სადა ჰყავს მოყვასი, არცა სწორი, არამედ - ჩვენ უხმართა მონათათვის. ვინაითგან გვიხილნა უწყალოისა მტერისა მიერ დამონებულნი და დილეგთა გამოუხსნელთა შინა შეწყვდეულნი და არა უულებელს გვყვნაურჩებითა მისითა წარწყმედილნი. სიყვარულითა მით გარდამეტებულნი მომიძია ჩვენ, დამდაბლდა და მსგავს ჩვენდა იქმნა. არამედ არა მსგავს ჩვენდა მოკვდა ჩვენთვის, არამედ ვითარცა ერთი ცოდვილი და შეურაცხი, ჯვარსა დამო...
თუკი თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ გაგაჩნია სიძულვილი, ასეთ გულში აღარ რჩება ადგილი უფლისათვის და ის სიყვარული, რომელსაც გამოვხატავთ სხვა ადამიანების მიმართ, აღარ იქნება ღვთაებრივი მადლით ცხებული. ბევრი თქვენგანი ალბათ იტყვის, ასეთ...
იხილეთ სრულად
თუკი თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ გაგაჩნია სიძულვილი, ასეთ გულში აღარ რჩება ადგილი უფლისათვის და ის სიყვარული, რომელსაც გამოვხატავთ სხვა ადამიანების მიმართ, აღარ იქნება ღვთაებრივი მადლით ცხებული. ბევრი თქვენგანი ალბათ იტყვის, ასეთი სიყვარული მხოლოდ წმიდანებს შეუძლიათო და მართალიც იქნება. მაგრამ თუ ჩვენ ამდენი არ შეგვიძლია, ის ხომ მაინც შეგვიძლია, რომ ვაღიაროთ ჩვენი უძლურება, ვაღიაროთ, რომ მართლაც, ჩვენ გულებში ხშირად იღვიძებს სიძულვილი, რომ ჩვენ ...
ვინაითგან მამად ჰხადით ღმერთსა, და იგი არა მოიძულებს ბოროტს მოქმედსა და ელის სინანულსა, და შენ გძულს ნათესავი შენი ძეთაგან ადამისა, ვითარცა იტყვი ძედ ღმრთისად წოდებად და თხოვად მამისა მიმართ ნიჭთა რაისამე, ანუ ძმად ქრისტესა სახელი...
იხილეთ სრულად
ვინაითგან მამად ჰხადით ღმერთსა, და იგი არა მოიძულებს ბოროტს მოქმედსა და ელის სინანულსა, და შენ გძულს ნათესავი შენი ძეთაგან ადამისა, ვითარცა იტყვი ძედ ღმრთისად წოდებად და თხოვად მამისა მიმართ ნიჭთა რაისამე, ანუ ძმად ქრისტესა სახელისდებად, რომელმან შეიყვარა პავლე, განმყვრნელი სამწყსოთა ქრისტესთა? რომელი თვით პავლეცა მიუწერს კორინთელთა პირველსა ებისტოლესა შინა: "ენასაღა თუ კაცთასა და ანგელოსთასა ვიტყოდი, ხოლო სიყვარული არა მაქვნდეს, ვიქმენ მე ვითარც...
ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში.
ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა.
ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა.
...
იხილეთ სრულად
ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში.
ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა.
ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა.
ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა.
ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა; ჟამი მიჯნურთა პაემანისა და ჟამი მათი გაყრისა.
ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გაფლანგვისა.
ჟამი ...
თვით დროსაც თავისი დასაბამი სამყაროს შექმნიდან მიეცა, მანამდე იყო მარადისობა. წმინდა წერილიც ამას ამბობს: "... რომლისაგანცა (ძისა თვისისა მიერ) შექმნა საუკუნენი" (ებრ. 1,2). აქ სიტყვა "საუკუნენი" აღნიშნავს "დროს". მაშასადამე, შეიძ...
იხილეთ სრულად
თვით დროსაც თავისი დასაბამი სამყაროს შექმნიდან მიეცა, მანამდე იყო მარადისობა. წმინდა წერილიც ამას ამბობს: "... რომლისაგანცა (ძისა თვისისა მიერ) შექმნა საუკუნენი" (ებრ. 1,2). აქ სიტყვა "საუკუნენი" აღნიშნავს "დროს". მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ სამყარო და დრო ერთდროულად შეიქმნა