სიღარიბესა და სიღატაკეს ისევე შეეზრდება ხოლმე მანკიერი საშიშროებები, როგორც სიმდიდრეს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არცთუ იშვიათად ექვემდებარება სასოწარკვეთილების, შურის, ღვთისმგმობი გულისზრახვების და გაბოროტებული კაცის თვისე...
იხილეთ სრულად
სიღარიბესა და სიღატაკეს ისევე შეეზრდება ხოლმე მანკიერი საშიშროებები, როგორც სიმდიდრეს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არცთუ იშვიათად ექვემდებარება სასოწარკვეთილების, შურის, ღვთისმგმობი გულისზრახვების და გაბოროტებული კაცის თვისებრივ გამოვლინებებს. ასე წონასწორობადარღვეულს კი არ შეუძლია, წარმატება მოუტანოს საზოგადოებას. ამიტომ სიღარიბისა და სიღატაკიც ზღვართან გასავლებად ერთადერთი მტკიცე მიჯნა, ზომიერების სასარგებლოდ, ერთმანეთისკენ გაწვდილი ხელია...
გულბრძენი გონივრად იწოდება და ტკბილი ბაგეები ცოდნას ჰმატებს.
სიბრძნე სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, ბრიყვთა საჯელი კი სიბრიყვეა.
ბრძენის გული მის პირს გონიერს ხდის და მის ბაგეებს ცოდნას ჰმატებს.
თ. 15-16
თავს ნუ იქებ ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას დაბადებს დღე.
სხვამ შეგაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ და არა შენმა ბაგეებმა.
მძიმეა ლოდი და ქვიშის ტვირთი, მაგრამ უმეცრის ბრაზი ორთავეზე მძიმეა.
მრისხანება სისასტიკ...
იხილეთ სრულად
თავს ნუ იქებ ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას დაბადებს დღე.
სხვამ შეგაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ და არა შენმა ბაგეებმა.
მძიმეა ლოდი და ქვიშის ტვირთი, მაგრამ უმეცრის ბრაზი ორთავეზე მძიმეა.
მრისხანება სისასტიკეა და სიცოფე წამლეკავია. შურს ვინ აღუდგება წინ?
ფარულ სიყვარულს აშკარა მხილება სჯობია.
თ. 26-28
რაღა მშვილდოსანი, რომელიც ყველას ესვრის, და რაღა ბრიყვის და ლოთის დამქირავებელი.
როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნანთხევს, ასევე იმეორებს ბრიყვი თავის სირეგვენეს.
თუ გინახავს კაცი, რომელსაც თავი ბრძენად მიაჩნდეს; ბრიყვს მ...
იხილეთ სრულად
რაღა მშვილდოსანი, რომელიც ყველას ესვრის, და რაღა ბრიყვის და ლოთის დამქირავებელი.
როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნანთხევს, ასევე იმეორებს ბრიყვი თავის სირეგვენეს.
თუ გინახავს კაცი, რომელსაც თავი ბრძენად მიაჩნდეს; ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.
თ. 25-26