მართალი არასდროს წაბორძიკდება, ბოროტეულნი კი ვერ დაივანებენ ქვეყანაზე.
მართლის პრი სიბრძნეს აღმოაცენებს, ღალატიანი ენა კი მოიკვეთება.
მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი ღალატს.
თ. 10-11
ყოველდღიური ფაქტები ნათლად გვიმტკიცებენ, რომ კაცი ბედნიერებას პოულობს მხოლოდ მაშინ, როცა იგი თავის გულს ვისმე დაუკავშირებს. ყველა ადამიანი გაფაციცებით და მოუსვენრად ეძებს თავის გარშემო თანამგრძნობელ გულს; თუ იგი ვერ პოულობს სიყვარ...
იხილეთ სრულად
ყოველდღიური ფაქტები ნათლად გვიმტკიცებენ, რომ კაცი ბედნიერებას პოულობს მხოლოდ მაშინ, როცა იგი თავის გულს ვისმე დაუკავშირებს. ყველა ადამიანი გაფაციცებით და მოუსვენრად ეძებს თავის გარშემო თანამგრძნობელ გულს; თუ იგი ვერ პოულობს სიყვარულს, მაშინ ის უბედურად რაცხს თავის თავს, მას ვერაფერი, ვერც მეცნიერება, ვერც ხელოვნება, ვერც სისწორით ასრულება თანამდებობისა, ვერც განცხრომით ცხოვრება ვერ ანიჭებს მას კმაყოფილებას: ის გრძნობს თავის თავს მარტოხელად, ყველა...
“ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად” (მთ. 6, 24), ვინაიდან ისინი ურთიერთსაწინაღმდეგო რამეს ქადაგებენ. ქრისტე გვეუბნება: „დაინდე ღატაკი“, მამონა კი ჩაგვაგონებს: „წაართვი მას, რაც გააჩნია“; ქრისტე გვეუბნება: „დახარჯე შენი ქონება...
იხილეთ სრულად
“ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად” (მთ. 6, 24), ვინაიდან ისინი ურთიერთსაწინაღმდეგო რამეს ქადაგებენ. ქრისტე გვეუბნება: „დაინდე ღატაკი“, მამონა კი ჩაგვაგონებს: „წაართვი მას, რაც გააჩნია“; ქრისტე გვეუბნება: „დახარჯე შენი ქონება ღარიბებზე“, მამონა კი ჩაგვაგონებს: „ისიც წაართვი, რაც აქვს“.
ეს ქონება უფლისაა, რა გზითაც არ უნდა იყოს შეგროვილი, და თუკი ჩვენ მისგან გლახაკებს მივცემთ, დიდ სიმდიდრეს შევიძენთ. ღმერთმა დაუშვა სხვებზე მეტი გქონოდა არა იმისთვის, რომ სიძვაში, მემთვრალეობაში, ნაყროვანებაში, ძვირფას სამოსელსა და...
იხილეთ სრულად
ეს ქონება უფლისაა, რა გზითაც არ უნდა იყოს შეგროვილი, და თუკი ჩვენ მისგან გლახაკებს მივცემთ, დიდ სიმდიდრეს შევიძენთ. ღმერთმა დაუშვა სხვებზე მეტი გქონოდა არა იმისთვის, რომ სიძვაში, მემთვრალეობაში, ნაყროვანებაში, ძვირფას სამოსელსა და განცხრომის სხვა საგნებში დაგეხარჯა, არამედ იმისთვის, რომ გაჭირვებულთათვის გაგენაწილებინა
დაწყევლილია კაცი, რომელიც კერპს აკეთებს და დგამს “დაფარულსა შინა” (2 სჯულ. 27, 15); ისიც დაწყევლილია, ვინც ვერცხლისმოყვარების ვნებითაა შეპყრობილი. პირველი უსარგებლო გამონადნობს ეთაყვანება, ეს კი სიმდიდრეზე ოცნებას ატარებს კერპის ს...
იხილეთ სრულად
დაწყევლილია კაცი, რომელიც კერპს აკეთებს და დგამს “დაფარულსა შინა” (2 სჯულ. 27, 15); ისიც დაწყევლილია, ვინც ვერცხლისმოყვარების ვნებითაა შეპყრობილი. პირველი უსარგებლო გამონადნობს ეთაყვანება, ეს კი სიმდიდრეზე ოცნებას ატარებს კერპის სანაცვლოდ.
აი, სად ვხედავ მე სიკეთეს, შესაფერ საქმეს: ჭამოს კაცმა, სვას და იხაროს თავისი ღვაწლით ამ მზისქვეშეთში დღენი მისნი, ღმერთმა რომ მისცა; რადგან ესაა მისი ხვედრი.
კაცს ღმერთი აძლევს ქონებასა და სიმდიდრეს და იმის შნოსაც, რომ მოიხ...
იხილეთ სრულად
აი, სად ვხედავ მე სიკეთეს, შესაფერ საქმეს: ჭამოს კაცმა, სვას და იხაროს თავისი ღვაწლით ამ მზისქვეშეთში დღენი მისნი, ღმერთმა რომ მისცა; რადგან ესაა მისი ხვედრი.
კაცს ღმერთი აძლევს ქონებასა და სიმდიდრეს და იმის შნოსაც, რომ მოიხმაროს, მიიღოს წილი და გაიხაროს თავისი შრომით; ეს ყველაფერი ღვთის წყალობაა.
თ. 5-7