ნეტარი სიმდაბლის შენში დამკვიდრებას მაშინ შეიცნობ, ოდეს შენი გული გამოუთქმელი ნათლით აღივსება და მიუთხრობელი ტრფიალება გექნება ლოცვის მიმართ. ამათზე უწინ კი, ისეთი გული უნდა მოიპოვო, რომელიც სხვებს ცოდვებსა და ცთომილებებს არ განიკ...
იხილეთ სრულად
ნეტარი სიმდაბლის შენში დამკვიდრებას მაშინ შეიცნობ, ოდეს შენი გული გამოუთქმელი ნათლით აღივსება და მიუთხრობელი ტრფიალება გექნება ლოცვის მიმართ. ამათზე უწინ კი, ისეთი გული უნდა მოიპოვო, რომელიც სხვებს ცოდვებსა და ცთომილებებს არ განიკითხავს. ხოლო ამისი წინამორბედი ყოველგვარი მზვაობრობისა და კაცთამიერი დიდების სიძულვილია.
"რაჟამს ანგელოსებმა იხილეს ტაძრად მიყვანება ყოვლად წმიდა ღვთისმშობელისა, განკვირდნენ". ვიკითხოთ, რა აკვირვებდათ ამ შემთხვევაში ანგელოსებს? ის, რომ ქალწული მარიამი ბავშვობიდანვე იქნა ტაძრად სულისა წმიდისა, და ღირსი, რომ არჩეულ ყოფი...
იხილეთ სრულად
"რაჟამს ანგელოსებმა იხილეს ტაძრად მიყვანება ყოვლად წმიდა ღვთისმშობელისა, განკვირდნენ". ვიკითხოთ, რა აკვირვებდათ ამ შემთხვევაში ანგელოსებს? ის, რომ ქალწული მარიამი ბავშვობიდანვე იქნა ტაძრად სულისა წმიდისა, და ღირსი, რომ არჩეულ ყოფილიყო, სულითა და ხორცით მისი სიწმინდის გამო საყოფელსა ღვთისასა, თუ ის, რომ თვით მან საჭიროდ დაინახა დიდი ხნით ტაძარში დარჩენა, იმ ასაკამდერომლის შემდგომ უკვე მისი და საერთოდ ღვთის საჩუქრად ტაძარში მიყვანილ ქალწულების დატო...
მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობელმა შვა მესია, ძე ღვთისა იგი დარჩა ისეთივე უბრალო თავისი ცხოვრების გზაზე, როგორიც იყო და თითქოს ამოჰფარებიაო მაცხოვრის ზურგს, სულ ქრისტეზე ქადაგებდა და თავის ღვაწლს მიჩქმალავდა, რადგან თუ არა ღვთისმ...
იხილეთ სრულად
მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობელმა შვა მესია, ძე ღვთისა იგი დარჩა ისეთივე უბრალო თავისი ცხოვრების გზაზე, როგორიც იყო და თითქოს ამოჰფარებიაო მაცხოვრის ზურგს, სულ ქრისტეზე ქადაგებდა და თავის ღვაწლს მიჩქმალავდა, რადგან თუ არა ღვთისმშობელი მარიამის უბიწოება, თავმდაბლობა და სიყვარული ძე ღვთისა ხორცს არ შეისხამდა.
იესო ქრისტეს წინადრჩეული დედა იყო ქალწული მარიამი, გვირგვინოსანი დიდებითა და პატივით, დიდებით, როგორც მეფის შთამომავალი, - პატივით, პატივით, როგორც მღვდელმთავრის ტომისგან წარმოშობილი. მარიამი ებრაულად "ქალბატონს", - "იმედს" ნიშნავ...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტეს წინადრჩეული დედა იყო ქალწული მარიამი, გვირგვინოსანი დიდებითა და პატივით, დიდებით, როგორც მეფის შთამომავალი, - პატივით, პატივით, როგორც მღვდელმთავრის ტომისგან წარმოშობილი. მარიამი ებრაულად "ქალბატონს", - "იმედს" ნიშნავს. იმიტომ, რომ მისგან უფალი უნდა წარმოშობილიყო, რომელიც ხალხთა მოლოდინის იმედი და სასოება არის.
რაც უფრო გამჭრიახია ჩვენი მზერა, მით უკეთ ვხვდებით რა შორს ვართ ცისგან. ამის მსგავსად, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით უკეთ შევიცნობთ, რა შორსა ვართ ღმერთისგან. დიდი სიბრძნეა, როდესაც თავის შეფასება შეგვიძლია. ყველაზე უკეთ ...
იხილეთ სრულად
რაც უფრო გამჭრიახია ჩვენი მზერა, მით უკეთ ვხვდებით რა შორს ვართ ცისგან. ამის მსგავსად, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით უკეთ შევიცნობთ, რა შორსა ვართ ღმერთისგან. დიდი სიბრძნეა, როდესაც თავის შეფასება შეგვიძლია. ყველაზე უკეთ მან უწყის საკუთარი თავი, ვინც თავს არაფრად მიიჩნევს. ამიტომ იყო დავითმა და აბრაამმა სათნოების უმაღლეს მწვერვალს რომ მიაღწიეს, მაშინ განსაკუთრებით გამოიჩინეს სიმდაბლის სათნოება: აბრაამი თავს მიწასა და ნაცარს უწოდებდა (დაბ...
რას მიაწერთ მწიფე ნაყოფს, ხეებს რომ ამშვენებენ? არა ტოტებს, რომლებზეც ისინი ასხია, არამედ ფესვს, საიდანაც ისინი აღმოცენდნენ. იგივე შეიძლება ითქვას თქვენს კეთილ საქმეებზეც განა თქვენს გულებში არ მოქმედებს ღმერთი, რომელმაც გიბოძათ ა...
იხილეთ სრულად
რას მიაწერთ მწიფე ნაყოფს, ხეებს რომ ამშვენებენ? არა ტოტებს, რომლებზეც ისინი ასხია, არამედ ფესვს, საიდანაც ისინი აღმოცენდნენ. იგივე შეიძლება ითქვას თქვენს კეთილ საქმეებზეც განა თქვენს გულებში არ მოქმედებს ღმერთი, რომელმაც გიბოძათ არსებობა, შეგინარჩუნათ ძალები და გამოგიცხადათ თავისი მადლი, განა ეს უფალი არ მიმართავს თქვენს ნებას სიკეთისაკენ? და განა თქვენს მიერ აღსრულებული სიკეთე ერთადერთ მისგან არ მომდნარეობს? მოციქულის სიტყვით, ადამიანს თავისთავა...
ო, ღმრთისმიერ დიდებას რომ არ მოჰკლებოდა ადამიანი და არა ყალბი, არამედ ჭეშმარიტი სიმაღლე შეენარჩუნებინა, განდიდებულიყო ღმრთის ძალით, ღვთაებრივი სიბრძნით გაბრწყინებულიყო, განმხიარულებულიყო მარადიული ცხოვრების სიკეთეებით! მაგრამ მან ...
იხილეთ სრულად
ო, ღმრთისმიერ დიდებას რომ არ მოჰკლებოდა ადამიანი და არა ყალბი, არამედ ჭეშმარიტი სიმაღლე შეენარჩუნებინა, განდიდებულიყო ღმრთის ძალით, ღვთაებრივი სიბრძნით გაბრწყინებულიყო, განმხიარულებულიყო მარადიული ცხოვრების სიკეთეებით! მაგრამ მან დაუტევა ღვთაებრივი დიდების სურვილი და უფრო მეტის მომწადინებელმა, მოსურნემ იმისა, რაც ვერ მიიღო, ისიც დაკარგა, რაც შეეძლო რომ ჰქონოდა. და იმ დროიდან მისი ხსნა, მისი კურნება, მისი დაბრუნება პირველყოფილ მდგომარეობაში შეუძლი...