უფალი ითხოვს, რომ ადამიანმა მუდამ აღიაროს თავისი ცოდვები აღსარებით, დაიმდაბლოს თავი თვისი, ბრძნობდეს მორჩილებით და არ კიცხავდეს სხვას, მოინანიოს ყოველდღე ყველა ცოდვა, ნებსითნი და უნებლიეთნი. შესთხოვოს უფალს, რათა მან მოანიჭოს სული...
იხილეთ სრულად
უფალი ითხოვს, რომ ადამიანმა მუდამ აღიაროს თავისი ცოდვები აღსარებით, დაიმდაბლოს თავი თვისი, ბრძნობდეს მორჩილებით და არ კიცხავდეს სხვას, მოინანიოს ყოველდღე ყველა ცოდვა, ნებსითნი და უნებლიეთნი. შესთხოვოს უფალს, რათა მან მოანიჭოს სულიერი ძალა ეშმაკის გამოცნობისა.
უფალი არის სიყვარული. ჩვენც გვიბრძანა გვიყვარდეს ერთმანეთი და გვიყვარდეს მტრები; სულიწმიდა გვასწავლის ჩვენ ამ სიყვარულს. სული, რომელსაც არ შეუმეცნებია სულიწმიდა, ვერ გებულობს როგორ შეიძლება მტრები გიყვარდეს და არ ღებულობს ამას. მა...
იხილეთ სრულად
უფალი არის სიყვარული. ჩვენც გვიბრძანა გვიყვარდეს ერთმანეთი და გვიყვარდეს მტრები; სულიწმიდა გვასწავლის ჩვენ ამ სიყვარულს. სული, რომელსაც არ შეუმეცნებია სულიწმიდა, ვერ გებულობს როგორ შეიძლება მტრები გიყვარდეს და არ ღებულობს ამას. მაგრამ უფალს ყველა ეცოდება და ვისაც სურს იყოს უფალთან, მას უნდა უყვარდეს მტრები. ვინც შეიმეცნა უფალი სულიწმიდით, იგი ხდება უფლის მსგავსი, როგორც იოანე ღვთისმეტყველმა თქვა: "ვიყოთ მსგავსნი მისი, იმიტომ, რომ ვნახავთ მას როგო...
უფალი არ განგვსჯის იმისთვის, რომ ვცოდეთ, რადგან ეს დამახასიათებელია დაცემული, უძლური, შერყვნილი ადამიანური ბუნებისთვის, არამედ განგვსჯის ცოდვების უნანელობისათვის.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის ყოველგვარი სიკეთის თავი, შუაგული და ბოლო. ხოლო სიკეთის რწმუნება თუ ქმნა შეუძლებელია სხვაგვარად, თუ არა ქრისტესა და სულიწმინდაში.
უმაღლესი სიკეთე - ღმერთის შეცნობაა. ჩვენთვის ყველაზე კარგი ის იქნება, თუ გრძნობებს დავიხშობთ, უარვყოფთ სხეულსაც და ყოველივე ამქვეყნიურსაც. თუკი უკიდურესი საჭიროება არ გვექნა, არ შევეხოთ არაფერს კაცობრივს, ვესაუბროთ მხოლოდ საკუთარ ...
იხილეთ სრულად
უმაღლესი სიკეთე - ღმერთის შეცნობაა. ჩვენთვის ყველაზე კარგი ის იქნება, თუ გრძნობებს დავიხშობთ, უარვყოფთ სხეულსაც და ყოველივე ამქვეყნიურსაც. თუკი უკიდურესი საჭიროება არ გვექნა, არ შევეხოთ არაფერს კაცობრივს, ვესაუბროთ მხოლოდ საკუთარ თავს და შემოქმედ ღმერთს, ვიცხოვროთ ხილულზე აღმატებულად, ყოველთვის ვატარებდეთ საკუთარ თავში ღვთაებრივ სახეებს. წმინდად, ქვენა და მომატყუებელ შთაბეჭდილებათაგან შეურყვნელად ვიყოთ და განუწყვეტლივ შევიქნებოდეთ სარკედ ღმრთისა ...
უფლის თვალი მის მოყვარულთ დაჰყურებს. ის არის ძლევამოსილი მცველი და მტკიცე საყრდენი, საფარველი ხორშაკისგან და საფარველი შუადღის ხვატისგან, ამრიდებელი შებრკოლებისას და შემწე დაცემისას,
აღმაზევებელი სულისა და განმანათლებელი თვ...
იხილეთ სრულად
უფლის თვალი მის მოყვარულთ დაჰყურებს. ის არის ძლევამოსილი მცველი და მტკიცე საყრდენი, საფარველი ხორშაკისგან და საფარველი შუადღის ხვატისგან, ამრიდებელი შებრკოლებისას და შემწე დაცემისას,
აღმაზევებელი სულისა და განმანათლებელი თვალისა, მომცემელი კურნებისა, სიცოცხლისა და კურთხევისა.
თ. 33-34
უფლის გული მოიგება ადამიანებთან ალერსიანი მოპყრობით, განრისხებულის დაცხრომით, უკეთური საგნებისაგან მზერის არიდებით, უკეთური აზრების უკუგდებით, ლოცვისათვის საკუთარი თავის ძალდატანებით.