რად შფოთდები, საყვარელო ძმაო, ცილისწამებისათვის შენზედა წყალობით ღმრთისაგან მოვლინებულისა, რად არ შეიწყნარებ ამ დიდებულს ჯილდოს მაცხოვრის მარჯვენისაგან განჩინებულს, რამ დაგავიწყა გზა წმიდანებისა და ვალიცა თანა ნადებისა შენისა, რომ...
იხილეთ სრულად
რად შფოთდები, საყვარელო ძმაო, ცილისწამებისათვის შენზედა წყალობით ღმრთისაგან მოვლინებულისა, რად არ შეიწყნარებ ამ დიდებულს ჯილდოს მაცხოვრის მარჯვენისაგან განჩინებულს, რამ დაგავიწყა გზა წმიდანებისა და ვალიცა თანა ნადებისა შენისა, რომ მრავალთა შენთა ცოდვათათვის გერგოს ეს ცილისწამება, რათა ესრეთი უმართლო დასჯა გექმნას განსაკურნებელ შენთა შეცოდებათა და უფროსად დამაგვირგვინებელიცა. რამ დაგავიწყა სიტყვა მაცხოვარისა: "რომელითა განიკითხოთ, მითვე განიკითხნე...
ნურასდროს მიიღებ შენს გულში ცილისწამებას შენი ძმის მიმართ. არამედ გააჩერე განმკითხველი და უთხარი: "დამეხსენ, ძმაო, თავად ყოველდღე უფრო მძიმედ ვსცოდავ, როგორღა უნდა განვიკითხო სხვები?"
დემონი ცილისმწამებელია, რამეთუ ღმერთს ცილს სწამებს, როცა სულს ურწმუნობით გმირავს; ის ჩვენს ახლობლებს სწამებს ცილს და ჩვენს ურთიერთსიყვარულს ანგრევს. ის ჩვენც ცილს გვწამებს ადამიანთა მეშვეობით, რითაც გულს გვიქვავებს და გონებას ბორო...
იხილეთ სრულად
დემონი ცილისმწამებელია, რამეთუ ღმერთს ცილს სწამებს, როცა სულს ურწმუნობით გმირავს; ის ჩვენს ახლობლებს სწამებს ცილს და ჩვენს ურთიერთსიყვარულს ანგრევს. ის ჩვენც ცილს გვწამებს ადამიანთა მეშვეობით, რითაც გულს გვიქვავებს და გონებას ბოროტი აზრებით გვივსებს.
არა ცილი სწამო (ლუკ. 18, 20; იხ. გამოსვლ. 20, 16) - მცნება უფლისა, რომელიც ჩაწერილია ორივე - ძველსა და ახალ აღთქმაში. ხუმრობა არ არის მისცე ცრუ ჩვენება უფლისა და მისი ანგელოზების წინაშე. ხუმრობა არ არის ქუდმოხდილი წარსდგე ჯვრისა დ...
იხილეთ სრულად
არა ცილი სწამო (ლუკ. 18, 20; იხ. გამოსვლ. 20, 16) - მცნება უფლისა, რომელიც ჩაწერილია ორივე - ძველსა და ახალ აღთქმაში. ხუმრობა არ არის მისცე ცრუ ჩვენება უფლისა და მისი ანგელოზების წინაშე. ხუმრობა არ არის ქუდმოხდილი წარსდგე ჯვრისა და სახარების პირისპირ და წამოიძახო: "ცოცხალ და ყოვლისშემძლე ღმერთს ვფიცავ, რომ ეს ჭეშმარიტება სიცრუეა", ანდა: "ეს სიცრუე ჭეშმარიტებაა და, დაე, ჩემი სიმართლისამებრ მომაგოს უფალმა!" გასაკვირი არაა, რომ ღმერთი ჭეშმარიტებისა ...
ჭეშმარიტებისა და სათნოებისთვის ყველაზე საშიშია შური. ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა (სიბ. სოლ. 2, 24). შურის ნაყოფია ცოდვაც ამ საწუთროში. ეს ერთი მანკიერება საშიშია იმიტომ, რომ მას დამონებულნი საკუთარ თავსაც კი უმ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტებისა და სათნოებისთვის ყველაზე საშიშია შური. ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა (სიბ. სოლ. 2, 24). შურის ნაყოფია ცოდვაც ამ საწუთროში. ეს ერთი მანკიერება საშიშია იმიტომ, რომ მას დამონებულნი საკუთარ თავსაც კი უმალავენ ამას. სათნოების ეს შეურიგებელი მტერი აღიგზნება იმით, რომ ადამიანებში აღძრავს გაკვირვებას და არავის და არაფერს არ პატიობს, გარდა მანკიერებისა და უცოდინრობისა. გვმართებს განვეშოროთ საყოველთაო ყურადღებას, რათა არ მივ...
არ არსებობს დიდი და პატარა ცოდვა. დიდია თუ პატარა, ცოდვა ცოდვაა. პატარ-პატარა ცოდვას ჩვენთვის მეტი ვნება მოაქვს, ვიდრე ერთ დიდ ცოდვას, ვინაიდან პატარა ცოდვა შეუმჩნეველია და მის გამოსწორებაზე არ ვზრუნავთ. დიდი ცოდვა კი "მუდამ თვალწ...
იხილეთ სრულად
არ არსებობს დიდი და პატარა ცოდვა. დიდია თუ პატარა, ცოდვა ცოდვაა. პატარ-პატარა ცოდვას ჩვენთვის მეტი ვნება მოაქვს, ვიდრე ერთ დიდ ცოდვას, ვინაიდან პატარა ცოდვა შეუმჩნეველია და მის გამოსწორებაზე არ ვზრუნავთ. დიდი ცოდვა კი "მუდამ თვალწინაა" (ფს. 50, 5). მაგალითად, როგორც სურო, რომელიც მოდებულია ხეს, უნდა მოვსპოთ, თუ გვინდა ხე გადარჩეს, მაგრამ ხის ტანზე ამოსულ ხავსს, აინუნშიც არ ვაგდებთ.
აკი გაურბიხარ, საყვარელო ძმაო, ფიცხელ ცეცხლს, რათა სხეული არ დაგეწვას. მაშ, ცოდვესაც გაექეცი, რათა შენი სხეული, სულთან ერთად, ჯოჯოხეთის დაუშრეტელ ცეცხლში სამარადისოდ არ იწვოდეს.
ადამიანი, რომელიც ცოდვას სჩადის, არა მხოლოდ თავის თავს იგდებს სნეულებასა და უბედურებაში, არამედ სენსა და განსაცდელს წინასწარ უმზადებს თავის შთამომავლობასაც, რადგან მისი ხორციელი, თუ სულიერი თვისებები შვილებსა და საერთოდ, მომავალ თ...
იხილეთ სრულად
ადამიანი, რომელიც ცოდვას სჩადის, არა მხოლოდ თავის თავს იგდებს სნეულებასა და უბედურებაში, არამედ სენსა და განსაცდელს წინასწარ უმზადებს თავის შთამომავლობასაც, რადგან მისი ხორციელი, თუ სულიერი თვისებები შვილებსა და საერთოდ, მომავალ თაობებზე გადადის.