სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
|
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ქრისტიანი ისაა, ვინც ადამიანის შეძლებისდაგვარად ბაძავს ქრისტეს სიტყვით, საქმითა და გულისთქმით.
ჭეშმარიტი ქრისტიანი ისაა, ვინც ქრისტეს გულით ატარებს
ღარიბია ის ქრისტიანი, ვინც ამქვეყნად ბევრს ეძებს და იმარაგებს
ღარიბი ის ქრისტიანია, ვისაც ამა სოფელში გამდიდრება სურს
ყოველ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს თავისი ჯვარი, როგორც მოგზაურს - თავისი კვერთხი.
ჭეშმარიტი ქრისტიანი მუდმივად ჯვარისმტვირთველია და ქრისტიანული ცხოვრება კი - განუწყვეტელი ჯვარის ტვირთვა.
ქრისტიანს შეუძლია, კადნიერი სიხარულით უთხრას კარსმომდგარ სიკვდილსაც: "სიკვდილო, სადა არს საწერტელი შენი" (1 კორ. 15, 55).
ქრისტიანი ცხოვრებას მწუხარებაში ატარებს, სამაგიეროდ - კვდება სიხარულში
ხორცისათვის სამწუხარო, მძიმეა ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრება, მაგრამ სამაგიეროდ, იგი ღებულობს უხვ ჯილდოს და ღირსეულ მიგებას მართალი მსაჯულისაგან.
როგორც ქრისტეს ჯვარი არის სასუფევლის კარი ყველასათვის, ასევე ქრისტიანის ჯვარი არის სასუფევლის გასაღები ყველა მისი ძისათვის.