მიწიერი შიში ხშირად განსაზღვრავს როგორც ცალკეულ ინდივიდთა, ისე მათი გარკვეული ჯგუფების ყოფას და თვით პოლიტიკურ პროცესებსაც (შევნიშნავთ, რომ შიში აუცილებლად უნდა განვასხვაოთ სიფრთხილისა და კეთილგონიერებისაგან). შიში შობს სიცრუეს, ა...
იხილეთ სრულად
მიწიერი შიში ხშირად განსაზღვრავს როგორც ცალკეულ ინდივიდთა, ისე მათი გარკვეული ჯგუფების ყოფას და თვით პოლიტიკურ პროცესებსაც (შევნიშნავთ, რომ შიში აუცილებლად უნდა განვასხვაოთ სიფრთხილისა და კეთილგონიერებისაგან). შიში შობს სიცრუეს, ანუ იმას, რასთანაც ჭეშმარიტებას საერთო არა აქვს რა.
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გამოგვიხსნა მარადიული სიკვდილის წყვდიადისაგან. გამოგვისყიდა, განგვამართლა და შეგვირიგდა გოლგოთის სამსხვერპლოზე, მაგრამ როგორც გამოსყიდვა, ისე განმართლებაც და შერიგებაც ჩვენს მონაპოვრად უნდა იქცეს. ეს კი ...
იხილეთ სრულად
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გამოგვიხსნა მარადიული სიკვდილის წყვდიადისაგან. გამოგვისყიდა, განგვამართლა და შეგვირიგდა გოლგოთის სამსხვერპლოზე, მაგრამ როგორც გამოსყიდვა, ისე განმართლებაც და შერიგებაც ჩვენს მონაპოვრად უნდა იქცეს. ეს კი მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენით არის შესაძლებელი. რწმენით, რომელიც ფაქტობრივად როგორც საჩუქარი, ისე მივიღეთ უფლისაგან.
ევროპისაგან ძალიან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ვიმეორებ, არ უნდა დავკარგოთ ის ჩვენი ტრადიციული კულტურა, რაც ჭეშმარიტად ღირებულია და ამასთან მათთვისაც მისაბაძია და დასაფასებელი.
მთავარია, ჩვენ თვითონ დავიწყოთ შრომა და ვიზრუნოთ იმაზე, რათა ღირსნი გავხდეთ უფლის წყალობისა, და იესო ქრისტეს იმედმიხდილ, დაუძლურებულ მოწაფეთა მსგავსად, აღგვადგინოს, განგვაცხოველოს და განგვაბრწყინოს უფლის მადლმა და ძალამ.