ლოთობა, მემთვრალეობა - ციტატები, გამონათქვამები ლოთობა, მემთვრალეობა, გამონათქვამები
გაიხსოვნე, რა დაგემართა შენ და რა მდგომარეობაში ჰყოფილხარ თუ საუბედუროდ დასთვერი. მეორე დღეს: თავი გტკიოდა, გული გერეოდა, გრცხვენოდა კაცის შეხედვისა, მოწყენილი იყავ და ყოველიფერი გეძაგებოდა. ამ სახით თავდება ყოველი უგნური და უწმინ...
იხილეთ სრულად
გაიხსოვნე, რა დაგემართა შენ და რა მდგომარეობაში ჰყოფილხარ თუ საუბედუროდ დასთვერი. მეორე დღეს: თავი გტკიოდა, გული გერეოდა, გრცხვენოდა კაცის შეხედვისა, მოწყენილი იყავ და ყოველიფერი გეძაგებოდა. ამ სახით თავდება ყოველი უგნური და უწმინდური ლხინი. არა ესრეთია სულიერი ლხინი და ნუგეში. თუ საყდარში ტკბილად ილოცე, თუ კეთილი საქმე რაიმე აღასრულე, თუ სულიერი ტკბილი გალობით გამხიარულდი, მაშინ გამხნევდები, გასცოცხლდები, გული დამშვიდებული გაქვს, ყოველი კაცის სი...
link
ნაცვლად ღვინის სმით შექცევისა და ლხინისა, წმიდა მოციქული პავლე გვასწავლის ჩვენ სხვანაირს სიამოვნებასა და შექცევასა: „ნუ დაითვრებით ღვინითა... არამედ აღივსენით სულითა. ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერი...
იხილეთ სრულად
ნაცვლად ღვინის სმით შექცევისა და ლხინისა, წმიდა მოციქული პავლე გვასწავლის ჩვენ სხვანაირს სიამოვნებასა და შექცევასა: „ნუ დაითვრებით ღვინითა... არამედ აღივსენით სულითა. ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქვენითა უფალსა“ (ეფეს. 5.18–19). იცოდა წმიდამან მოციქულმან, რომ სუსტი კაცის ბუნება ვერ გასძლებს სრულიად უნუგეშოდ და შეუქცევრად, ამისათვის გვაჩვენა ჩვენ საშუალება, რით უნდა შევიქცევდეთ თავ...
link
თვით ბუნება კაცისა ელტვის ანუ ეძიებს ნუგეშსა და კმაყოფილებასა. შრომასა, მოღვაწეობას კაცი თითქმის ძალდატანებით ასრულებს, ხოლო ლხინსა, განცხრომასა თავის ნებით და მხიარულებით. ვგონებ, ძნელად იპოება ქვეყანაზე ისეთი კაცი, რომელსაც არ მ...
იხილეთ სრულად
თვით ბუნება კაცისა ელტვის ანუ ეძიებს ნუგეშსა და კმაყოფილებასა. შრომასა, მოღვაწეობას კაცი თითქმის ძალდატანებით ასრულებს, ხოლო ლხინსა, განცხრომასა თავის ნებით და მხიარულებით. ვგონებ, ძნელად იპოება ქვეყანაზე ისეთი კაცი, რომელსაც არ მოსწონდეს მომეტებულის ღვინის სმა და მით გამხიარულება. დიდი ძალა და გავლენა აქვს ღვინოს ბუნებასა ზედა კაცისასა. ამისთვისაც წმიდა მოციქული პავლე აგვიკრძალავს მთვრალობას და იქავე მოიყვანს მიზეზსა: „ნუ დაითვრებით ღვინითა, რომ...
link
რა გააჩენს კაცის გულში უწმინდურთა გულისთქმათა და სურვილთა? უზომოდ სმა და ჭამა, მეტადრე მომეტებული მიღება ღვინისა, რომელიცა აანთებს კაცის სისხლში ცეცხლსა ვნებათა და უწმინდურებათა.
ჰოი ღვინის სმა ბოროტი და მემთვრალობა აღსავსე სიბილწითა, რომლისა მიერ დაეცნენ მრავალნი წმიდანი კაცნი და ამის მიერ შთაცვიეს სიბრხესა ძნიად განსარინებელსა!
ჰოი, სიმთვრალე, წარმწყმედელი კაცთა, რომლისათვის იტყვის მოციქული პავლე: “მემთვრალეთა ვერ დაიმკვიდრონ სასუფეველი ცათა, მემთვრალენი მუნ სასუფეველსა განეშორებიან და ამის სოფლისა სიმდიდრესა, რამეთუ არავინ მემთვრალეთაგანმან აღაშენა სახლ...
იხილეთ სრულად
ჰოი, სიმთვრალე, წარმწყმედელი კაცთა, რომლისათვის იტყვის მოციქული პავლე: “მემთვრალეთა ვერ დაიმკვიდრონ სასუფეველი ცათა, მემთვრალენი მუნ სასუფეველსა განეშორებიან და ამის სოფლისა სიმდიდრესა, რამეთუ არავინ მემთვრალეთაგანმან აღაშენა სახლი სიმდიდრითა, არამედ აღავსო სახლი ვახშითა და სიგლახაკითა”.
მემთვრალე მიზეზობს და იტყვის სტუმართმოყვარობასა და უცხოთშეწყალებასა.
არა, ძმაო, არა არს მემთვრალობა სტუმართა და მოყვასთა მოყვარება, არამედ ფრიადი სიძულვილი. ვინა...
link
ჰეე, ღმერთმან დაბადა ღვინო კაცთათვის სასმელად, საკურნებელად და ხორცთა სასიმრთელოდ, არათუ სამთვრალოდ და გასაშმაგებელად და სასნეულოდ და სასიკვდილოდ. ღმრთისაგან თქვენთვის სიმრთელის წამალსა ესოდენსა შესვამთ, სტომაქმან ვერ დაიტიოს და ს...
იხილეთ სრულად
ჰეე, ღმერთმან დაბადა ღვინო კაცთათვის სასმელად, საკურნებელად და ხორცთა სასიმრთელოდ, არათუ სამთვრალოდ და გასაშმაგებელად და სასნეულოდ და სასიკვდილოდ. ღმრთისაგან თქვენთვის სიმრთელის წამალსა ესოდენსა შესვამთ, სტომაქმან ვერ დაიტიოს და სენად გარდაგექცესთ და თვით თავისა თვისისა მკვლელნი ბოროტად მოსწყდეთ.
ჰეე, ღვინო დაბადა ღმერთმან ლხინისათვის, არათუ ჭირისათვის. მემეთვრალენი ვინაითდან ლხინად უხმობენ, იგი არათუ ლხინი არს, არამედ უფროისად ჭირი და ვაება. მაშ...
link
საყვარელნო, ამით სცანთ სიბოროტე მემთვრალობისა, ვინათგან ყოველთავე სჯულთა და წესთა განრყვნის, და ღმრთისა საძულველ არს, და ქრისტეს პატიოსნის სისხლით მოსყიდულსა სულსა თქვენსა ბოყინსა და ნათხევარსა ზედა განჰიყის, და საწუთოსა ამას სოფე...
იხილეთ სრულად
საყვარელნო, ამით სცანთ სიბოროტე მემთვრალობისა, ვინათგან ყოველთავე სჯულთა და წესთა განრყვნის, და ღმრთისა საძულველ არს, და ქრისტეს პატიოსნის სისხლით მოსყიდულსა სულსა თქვენსა ბოყინსა და ნათხევარსა ზედა განჰიყის, და საწუთოსა ამას სოფელსა შინა ესეოდენსა სავაებოსა მოსცემს: დააგლახაკებს, დაასნეულებს, მეფეთა და მოყვასთაგან განაშორებს, საყვარელთა ცოლთა და შვილთა მოაძულებს. ამისსა ფასსა რასა სარგებელს გიყოფს მემთვრალეობა, ანუ რამე კეთილისა ძალუც შეძინებად,...
link
ნუ, საყვარელნო, ნუ იხარებთ ჰეროდეს მსგავსად სიმთვრალითა! უკეთუ არა მოჰკლათ წინასწარმეტყველი მსგავსად ჰეროდესა, უეჭველად მოაკვდინეთ სულთა თქვენთა.
ნუ იხარებთ სიმთვრალისათვის მგოსნითა და მროკავთაითა, ვითარცა ჰეროდე. და არა ინანოდა ...
იხილეთ სრულად
ნუ, საყვარელნო, ნუ იხარებთ ჰეროდეს მსგავსად სიმთვრალითა! უკეთუ არა მოჰკლათ წინასწარმეტყველი მსგავსად ჰეროდესა, უეჭველად მოაკვდინეთ სულთა თქვენთა.
ნუ იხარებთ სიმთვრალისათვის მგოსნითა და მროკავთაითა, ვითარცა ჰეროდე. და არა ინანოდა სიკვდილსა ზედა იოანე ნათლისმცემელისასა. ხოლო თქვენ მწუხარე იქმენით და ჰგოდებდეთ სულისა თქვენისა სიკვდილისათვის, რამეთუ სიმთვრალე მოჰკლავს, ჰეროდე ზღვაობდა სერსა მას ზედა მოხსენებისათვის შობისა თვისისა ჰკვლიდა ნათლისმცემ...
link
მითხარ მე, ჰოი საყვარელნო, რა სასიხარულო შეგძინა შენ სიმთვრალემან: სიბრძნე და ჭკუა მოგიმატა, სიმშვიდე და სიწყნარე მოგიძღვნა, საპატიო ყოფა-ქცევა გასწავა, ოქრო და ვეცხლი შეგიკრიბა, ღვინო, პური და ხვასტაგი განგიმრავლა, საუნჯე საზრდოი...
იხილეთ სრულად
მითხარ მე, ჰოი საყვარელნო, რა სასიხარულო შეგძინა შენ სიმთვრალემან: სიბრძნე და ჭკუა მოგიმატა, სიმშვიდე და სიწყნარე მოგიძღვნა, საპატიო ყოფა-ქცევა გასწავა, ოქრო და ვეცხლი შეგიკრიბა, ღვინო, პური და ხვასტაგი განგიმრავლა, საუნჯე საზრდოით აღგივსო, კაცთა დაგამეგობრა, მტერთა დაგაზავა, ცოდვის მოტევებასა ღირს გყო ანუ სათნოება ღმრთისა გაქმნია? რა სასიხარულო გიძღვნა ღვინომან, მაჩვენეთ მეცა!
link