წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
წმიდა მოციქული პავლე გვამცნებს ჩვენ, რა დიდი და მძიმე საქმე არს კეთილი ქრისტიანობრივი ცხოვრება, რა ფრთხილ და მღვიძარე უნდა იყოს კაცი, რომელსა სურს კეთილად იღვაწოს და მიაღწიოს სასუფეველსა ღვთისა. „განძლიერდით უფლისა მიერ“, – გვეყტვ... იხილეთ სრულად
ერთი მიზეზთაგანი, რომელი შობს და განავრცელებს შურს, ვგონებ უნდა იყოს უსაქმობა, ანუ უქმად დროების გატარება; მეორედ, თვით უმძიმესი მიზეზი შურის განძლიერებისა ის არის, რომელ სჯული ქრისტესი, მადლი და სული სახარებისა არ შესულა სიღრმესა... იხილეთ სრულად
შური არის სნეულება სულისა ჩვენისა. გარნა ყოველსა სნეულებასა აქვს თვისი წამალი. წამალი შურისა არის ქრისტეს სიყვარული. განძლიერდა ჩვენს გულში ქრისტიანებრივი სიყვარული, – მოუძლურდა შური და სიძულვილი; დამცირდა ქრისტეს მადლი და სიყვარუ... იხილეთ სრულად
შური იგონებს ცილისწამებასა; შური სთესავს სიძულილსა ძმათა შორის, მეზობელთა შორის; შური ცეცხლად ეკიდება მრავალთა კაცთა და შეაგონებს მრავალთა უმსგავსთა საქმეთა; შური სთხრის ორმოსა, სადაცა მოყვასმან შთააგდოს მოყვასი თვისი. გარნა ყოვლა... იხილეთ სრულად
შური არის ერთი დიდი და უწყალო მფლობელი და სასტიკი უფალი საწყალთა ჩვენთა გულთა. ჩვენ ყოველნი ვართ საბრალონი და უბედურნი მონანი შავისა ამის გველისანი. ვისი ენა გამოსთქვამს, ვისი კალამი აღწერს ურიცხვთა ვნებათა, რომელნი წარმომდინარეობ... იხილეთ სრულად
შური და მადლი ქრისტესი, შური და სიყვარული ვერ დაადგრებიან გულსა შინა ერთისა და იმავე კაცისასა. ეს არის პირველი მიზეზი, რომლისათვისცა ჩვენ თანამდებ ვართ ვეკრძალებოდეთ საშინელსა ამა ვნებასა.
შური არს მწუხარება, რომელსა კაცი ჰგრძნობს გულში, ოდეს იგი ჰხედავს სიკეთესა, წარმატებასა და ბედნიერებასა თვისის მოყვასისასა.
კეთილი ხასიათი, განათლებული გონება, განწმედილი გული, მართალი და წრფელი სვლა, შიში ღვთისა და სიყვარული მოყვასისა – აჰა, რაი არს და რასა შინა მდგომარეობს ქრისტიანობა.
როდესაც შენ ისმენ, ძმაო, წირვა–ლოცვასა, თუ კარგად არ გასინჯე შენი სულიერი მდგომარეობა, თუ არ ილოცე ყოვლითა სიმდაბლითა, სასოებითა და შემუსვრილითა გულითა, ერთი სიტყვით, უკეთუ წირვის მოსმენამ და ლოცვამ არ მოგანიჭა შენ უმჯობესი სულიერ... იხილეთ სრულად
კარგია მარხვა. დიდი ფასი აქვს მარხვას, გარნა მაშინ, როდესაც იგი არის ნიშანი შინაგანისა მდგომარეობისა, მონანებისა, გლოვისა, მწუხარებისა; ხოლო თუ მარხვა არის ერთი ოდენ საჭმლისა გამოცვლა, მაშინ მას არა აქვს ფასი.