ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
როდესაც დემონურ გულისსიტყვებს ვებრძვით, ბრძოლა მოწამეობად შეგვერაცხება; ეს იმიტომ, რომ ადამიანი ბოროტი გულისსიტყვებისგან ძალიან იტანჯება, ღმერთი კი ხედავს სულის შრომას და ტკივილს და ამას მოწამეობად უთვლის.
შვილო, ვინაიდან ეშმაკს ვებრძვით, უეჭველია, გულისსიტყვებიც გვექნება და რადგან ჩვენში ძველი ადამიანი ცოცხლობს, არაჯანსაღი გამოვლინებებიც გვაქვს! მაგრამ ავადმყოფს მოთმინება სჭირდება და არა სასოწარკვეთა. შენ რატომ დაკარგე იმედი, შვილო... იხილეთ სრულად
ძალიან ფრთხილად იყავი, არ გათამამდე, ყურადღება არ მიაქციო არც ერთ ბოროტ გულისსიტყვას, რადგან მაშინ ეს მცირე დაუდევრობა შენში დიდ ბრძოლას გამოიწვევს.
განუწყვეტლივ ებრძოლე ბოროტს. მთელი შენი მცდელობა იქით მიმართე, რომ არ იფიქრო ეშმაკის მიერ მოწოდებულ გულისსიტყვებზე, ყურადღება არ მიაქციო მათ და ოდნავაც ნუ იდარდებ.
შვილებო, ფრთხილად ვიყოთ სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვის მოსვლისას, რადგან ყოველ მათგანთან მიმართებაში იგივე ხერხი მოქმედებს. თუ უყურადღებო გონება დახვდა, ნებისმიერი ასეთი გულისსიტყვა შემოდის და ვნების შესაბამის ზემოთ აღწერილ ზნეობრ... იხილეთ სრულად
ბოროტი გულის სიტყვები და ბილწი წარმოდგენები გამოჩენისთანავე განდევნეთ, რადგან ისინი გონებასა და გულში დაყოვნებით რთულ მდგომარეობას ქმნიან. ხოლო როცა უხამს წარმოსახვას და მისგან გამოწვეულ ბილწ გულისსიტყვას თავიდანვე სიფრთხილით მოვე... იხილეთ სრულად
საკვების შემცირებით, ძმანო, ჩვენ ვამარხულებთ ხორცს ჩვენსას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა ხორცისა, ადამიანს გააჩნია სული, რომელიც ასევე საჭიროებს განწმენდას. სულიერი მარხულობა კი ზორციელი მარხვის გარეშე შეუძლებელია. ეს უკ... იხილეთ სრულად
გარდა ამისა, ჭეშმარიტი მარხულობა გავლენას უნდა ახდენდეს ადამიანის, როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ მის მხარეზე. გარნა ადამიანი ორი კერძისაგან შედგება: სულისა და ხორცისაგან. ამასთან ერთად, როგორც ხორცს, ისე სულს, არასწორი ქმედება ემჩნ... იხილეთ სრულად
მაგალითად, თავში გაგიჩნდა ზრახვა რაღაც საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ხვალისათვის გაქვს გასაკეთებელი, უთხარი საკუთარ ზრახვას ასე: "ეს დღეის საქმე არ არის, მასზე ხვალ ვიფიქრებ". მაგრამ, თუ გადაწყვეტილება გაქვს მისაღები, თავს ნუ და... იხილეთ სრულად