ვეცადოთ, არ დავკარგოთ მომავლის იმედი, არ დავკარგოთ მოყვასის სიყვარული და მისდამი თანადგომის სურვილი, არ დავკარგოთ ღირსება და ძალისამებრ ჩვენისა, სიკეთით ვუპასუხოთ გამოწვევებს.
არ უნდა გავტყდეთ, არ უნდა დაგვაბრკოლოს არც გამრავლებულმა ღალატმა და გაუტანლობამ, არც შურმა და მზაკვრობამ. დროა ასეთი! არსებული რეალობა უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი რწმენის დიდი გამოცდა და შევძლოთ, განვეშოროთ ბოროტებას, ჩვენდამი ჩადე...
იხილეთ სრულად
არ უნდა გავტყდეთ, არ უნდა დაგვაბრკოლოს არც გამრავლებულმა ღალატმა და გაუტანლობამ, არც შურმა და მზაკვრობამ. დროა ასეთი! არსებული რეალობა უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი რწმენის დიდი გამოცდა და შევძლოთ, განვეშოროთ ბოროტებას, ჩვენდამი ჩადენილ ავ საქმეთა გამო, - სამაგიეროს გადახდას
აბორტით მოწყვეტილ ჩვილთა სისხლი ცას შეჰღაღადებს, ნარკომანია, აზარტული თამაშები თუ უზნეო ცხოვრების წესი ათასობით ახალგაზრდას იწირავს და ეს დანაშაულებანი ჩვენგან პასუხს ითხოვს.
შევიმოსოთ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით, რომ ვპოვოთ ბეთლემის ბაგასა შინა მწოლი იესო და განვეშოროთ უკეთურ ბრძანებებსა და მზაკვრობას ჰეროდე მეფისას, რომელმაც 14 000 ყრმა მოაკვლევინა იმ იმედით, რომ მათ შორის მოაკვდინებდა ახლადშობი...
იხილეთ სრულად
შევიმოსოთ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით, რომ ვპოვოთ ბეთლემის ბაგასა შინა მწოლი იესო და განვეშოროთ უკეთურ ბრძანებებსა და მზაკვრობას ჰეროდე მეფისას, რომელმაც 14 000 ყრმა მოაკვლევინა იმ იმედით, რომ მათ შორის მოაკვდინებდა ახლადშობილ ძეს ღვთისას (მასში მომავალ მეფეს და მეტოქეს ხედავდა) და ამით თავის ამქვეყნიურ მეფობას გაიხანგრძლივებდა.
წმინდა იოანე დამასკელის სწავლებით, პირველ ეტაპზე განკაცებული ღმერთის კაცობრივ ბუნებაში მოხდა ამ ბუნებისთვის დამახასიათებელი უმეცრების, უძლურების, არაცხოველსმყოფელობისა და მონურობის საღვთო ღირსეულობებით (საღვთო ცოდნით, შემძლეობით, ...
იხილეთ სრულად
წმინდა იოანე დამასკელის სწავლებით, პირველ ეტაპზე განკაცებული ღმერთის კაცობრივ ბუნებაში მოხდა ამ ბუნებისთვის დამახასიათებელი უმეცრების, უძლურების, არაცხოველსმყოფელობისა და მონურობის საღვთო ღირსეულობებით (საღვთო ცოდნით, შემძლეობით, ცხოველსმყოფელობით, მეუფებით) გამდიდრება, არსობრივი თვისებების შეუცვლელად, და ჩვენ, ქრისტესთან თანაზიარებით, მიწიერ ყოფაში მოგვეცა შესაძლებლობა ამ მადლით განმსჭვალვისა.სულიერი ცხოვრებით, მაგალითად, მოიპოვება სიბრძნით მეტყ...