ავადმყოფობა, სნეულება - ციტატები, გამონათქვამები
ავადმყოფობა, სნეულება - ციტატები, გამონათქვამები ავადმყოფობა, სნეულება, გამონათქვამები
სულს, რომელსაც ჯანმრთელობამ მავნე უზრუნველობისკენ უბიძგა, სნეულება აიძულებს სწორი ცხოვრების კალაპოტში ჩადგეს. „ჭირსა შინა მოგიხსენეთ შენ" (ეს. 26, 16); „ჭირსა ჩემსა განმივრცე მე“ (ფსალმ. 4, 1); „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვ... იხილეთ სრულად
უმეცრებისა და ღვთის დავიწყების ბანგით მიძინებული სულისთვის სნეულება გამომაფხიზლებელი საყვირია.
როცა ფიზიკურ თუ სულიერ ტკივილს ვითმენთ, მაშინ საიმედო მოწმობას ვფლობთ, რომ ღმერთს ვუყვარვართ და ჩვენც ღვთის საყვარელ შვილებს შორის ვირიცხებით.
ქრისტიანთა სნეულება, მწუხარება და ტანჯვა სულის განწმენდასა და ცოდვების მიტევებას ემსახურება.