განმავლობასა შინა შვიდის დღისასა, იქმნება რომ ზოგმა ერთი მხოლოდ საათი მოახმაროს ლოცვისათვის და შევიდეს ეკლესიასა შინა, გარნა მაშინაც, ამ მოკლე დროს, გაფანტულითა გონებითა ისმენს ლოცვასა.
ვგონებ, რომ ვინც შეხედავს ცხოვრებასა აწინდელთა ქრისტიანეთასა, ისრე იფიქრებს, რომელ სულის ცხონებაზედ უადვილესი საქმე არ იყოს ქვეყანაზედ. პირველად ის ვსთქვათ, რომელ აწინდელნი ქრისტიანენი თითქმის ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თვისისათვის...
იხილეთ სრულად
ვგონებ, რომ ვინც შეხედავს ცხოვრებასა აწინდელთა ქრისტიანეთასა, ისრე იფიქრებს, რომელ სულის ცხონებაზედ უადვილესი საქმე არ იყოს ქვეყანაზედ. პირველად ის ვსთქვათ, რომელ აწინდელნი ქრისტიანენი თითქმის ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თვისისათვის შესწირავენ სოფელსა და ხორციელთა ზრუნვათა. მაშინ როდესაც ყოველ წამს და ყოველს ჟამს იგი უნდა ებრძოდეს თვისსა ბუნებასა და თვისთა ნაკლულევანებათა
ძნელ არს და მძიმე ცხოვნება სულისა. კაცი, მეძიებელი ღვთის სასუფევლისა, მარადის ითმენს შინაგანსა და გარეგანსა ბრძოლასა; იგი მარადის ზიდავს ჯვარსა თვისსა მხართა ზედა თვისთა.
კაცი უნდა ებრძოდეს მარადის სულიერსა მტერსა მისსა, რომლისა საცდურნი ხშირად მიიზიდავენ გულსა კაცისასა და დაავიწყებენ მას მოღვაწებასა და ქრისტიანებრივ სარწმუნოებასა.
კაცი უნდა ებრძოდეს სოფელსა, რომელსა შინა იგი ხედავს მრავალთა ცოდვათა და ცუდთა მაგალითთა. სოფელი კაცსა მიიზიდავს ყოველთვის ცოდვისადმი და იგი ყოველთვის უნდა წინა აღუდგეს სოფელსა; გარნა თუ ვითარ ძნელ არს ბრძოლა სოფლისა, ესეც დაგვიმტკ...
იხილეთ სრულად
კაცი უნდა ებრძოდეს სოფელსა, რომელსა შინა იგი ხედავს მრავალთა ცოდვათა და ცუდთა მაგალითთა. სოფელი კაცსა მიიზიდავს ყოველთვის ცოდვისადმი და იგი ყოველთვის უნდა წინა აღუდგეს სოფელსა; გარნა თუ ვითარ ძნელ არს ბრძოლა სოფლისა, ესეც დაგვიმტკიცეს მრავალთა წმიდათა; იგინი მისთვის დასტოვებდენ სოფელსა და გავიდოდენ უდაბნოდ, რომელ, თუმცა იყვნენ მტკიცენი და ძლიერნი სულითა, გარნა მაინც ეშინოდათ სოფლისა.
„რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა უარყავნ თავი თვისი და აღიღე ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8.34). ვისაც სურს აღსრულება დიდისა ამის მცნებისა, მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რა ძნელია ეს საქმე. აქ კაცი უნდა ებრძოდეს თავის...
იხილეთ სრულად
„რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა უარყავნ თავი თვისი და აღიღე ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8.34). ვისაც სურს აღსრულება დიდისა ამის მცნებისა, მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რა ძნელია ეს საქმე. აქ კაცი უნდა ებრძოდეს თავის თავს, თვისთა სურვილთა, თვისთა ჩვეულებათა, თვისთა მიდრეკილებათა, ერთი სიტყვით: მან უნდა დათრგუნოს და დაიმორჩილოს თვით ბუნება თვისი. უკეთუ გსურთ, შეიტყოთ სიძნელე ამა საქმისა, წარმოიდგინეთ მხოლოდ ერთი მაგალითი. მრავალნი წმ...
ოდეს მაცხოვარი მოითხოვს ჩვენგან, რათა უარვყოთ თავი ჩვენი, ცხად არს რომელ იგი შეგვაგონებს ჩვენ, რათა უარვჰყოთ ცუდი და ბოროტი კერძო (მხარე, თვისება) ბუნებისა ჩვენისა, რათა დავივიწყოთ ცოდვა და ყოველი ნაყოფი მისი: „რომელსა უნებს შემდგ...
იხილეთ სრულად
ოდეს მაცხოვარი მოითხოვს ჩვენგან, რათა უარვყოთ თავი ჩვენი, ცხად არს რომელ იგი შეგვაგონებს ჩვენ, რათა უარვჰყოთ ცუდი და ბოროტი კერძო (მხარე, თვისება) ბუნებისა ჩვენისა, რათა დავივიწყოთ ცოდვა და ყოველი ნაყოფი მისი: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა უარყავნ თავი თვისი და აღიღე ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8.34).
ვინც გულისხმიერად გასინჯავს თვისსა ბუნებასა და შთახედავს გულსა შინა თვისსა, იგი მსწრაფლ ნახავს, რომელ კაცი შინაგან თვისსა გრძნობს ბრძოლასა და წინააღმდეგობასა შორის კეთილთა და ბოროტთა თვისებათა და მიდრეკილებათა მისთა. დღეს კაცი არი...
იხილეთ სრულად
ვინც გულისხმიერად გასინჯავს თვისსა ბუნებასა და შთახედავს გულსა შინა თვისსა, იგი მსწრაფლ ნახავს, რომელ კაცი შინაგან თვისსა გრძნობს ბრძოლასა და წინააღმდეგობასა შორის კეთილთა და ბოროტთა თვისებათა და მიდრეკილებათა მისთა. დღეს კაცი არის კეთილი და ჰქმნა მრავალი კეთილი საქმე, ხოლო ხვალე გული მისი გამოიცვალა და ჰქმნა ბევრი ცოდვა; ერთ წამს გული მისი გრძნობს სიყვარულსა ღვთისასა და მოყვასისა, ხოლო შემდგომში მან დაივიწყა სიყვარული. ერთი სიტყვით, გული მისი ყო...
ბუნებასა კაცისასა და ყოველსა მისსა შინაგანსა და გარეგანსა მოქმედებასა აქვს ორი კერძო ანუ ორი სახე: ერთის მხრით კაცსა აქვს ბევრი კეთილი თვისება, დიდი სათნოება, უმაღლესი ღირსება; კაცსა აქვს სურვილი და მიდრეკილება, რომ აღასრულოს სიმა...
იხილეთ სრულად
ბუნებასა კაცისასა და ყოველსა მისსა შინაგანსა და გარეგანსა მოქმედებასა აქვს ორი კერძო ანუ ორი სახე: ერთის მხრით კაცსა აქვს ბევრი კეთილი თვისება, დიდი სათნოება, უმაღლესი ღირსება; კაცსა აქვს სურვილი და მიდრეკილება, რომ აღასრულოს სიმართლე, სათნოეყოს ღმერთსა, ერთის სიტყვით, მრავალს კეთილს და საქებელ საქმეთა იქმნს. მეორეს მხრით, ბუნებასა შინა კაცისასა ვხედავთ ჩვენ მრავალთა ნაკლულევანებათა, ბოროტთა თვისებათა და მიდრეკილებათა, ცოდვათა და უღირსებათა.
რასა ნიშნავს, ძმაო, უარისყოფა თავისა თვსისა და აღება ჯვრისა, ანუ როგორ შეიძლება, რომ კაცმან თავი თვისი უარჰყოს? ვიფიქროთ ამაზე. საგანი ესე დიდ არს და ფრიად ღრმა, გარნა ცნობა მისი უსაჭიროეს არს ყოვლისა ქრისტიანთათვის, ვინაიდგან უარ...
იხილეთ სრულად
რასა ნიშნავს, ძმაო, უარისყოფა თავისა თვსისა და აღება ჯვრისა, ანუ როგორ შეიძლება, რომ კაცმან თავი თვისი უარჰყოს? ვიფიქროთ ამაზე. საგანი ესე დიდ არს და ფრიად ღრმა, გარნა ცნობა მისი უსაჭიროეს არს ყოვლისა ქრისტიანთათვის, ვინაიდგან უარისყოფა თავისა თვისისა არის საფუძველი ქრისტიანობრივის ცხოვრებისა. მაცხოვარი ხშირად მოითხოვდა მოწაფეთა მისთაგან უარისყოფასა თავისასა. სახარება ხშირად გვეტყვის ჩვენ, რომელ ვისაც ნებავს, რათა იყოს ჭეშმარიტი მოწაფე უფლისა, მა...