460. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: კარგია თუ არა საღმრთო საიდუმლოებებისადმი ცნობისმოყვარეობა; და როდესაც მათ ცოდვილი მიეახლება, განიკითხება თუ არა როგორც უღირსი?
როცა ჩვენ შიშითა და ძრწოლით ვემზადებით ქრისტეს საიდუმლოებებთან ზიარებისათვის, მაშინ მეტი გვმართებს სიფხიზლე და გონების დაცვა მკაცრი ყურადღებით და მაშინ ეს ღვთაებრივი ცეცხლი, ე.ი. უფალ იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი გაანადგურებს ჩვენ...
იხილეთ სრულად
როცა ჩვენ შიშითა და ძრწოლით ვემზადებით ქრისტეს საიდუმლოებებთან ზიარებისათვის, მაშინ მეტი გვმართებს სიფხიზლე და გონების დაცვა მკაცრი ყურადღებით და მაშინ ეს ღვთაებრივი ცეცხლი, ე.ი. უფალ იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი გაანადგურებს ჩვენს ცოდვებს, დიდსა თუ პატარა ვნებათაღელვებს, რამეთუ ჩვენში შემოსვლისას ის მაშინვე განდევნის ჩვენი გულისაგან საძაგელ, ბოროტ სულებს და მოგვიტევებს ჩვენ ძველ ცოდვებს; გონება მაშინ რჩება თავისუფალი და წყნარი მზაკვარი აზრებისაგ...
რა არის საიდუმლონი? ეს არის მღვდელმოქმედებანი, რომელთა მეშვეობით ამ ქმნილი სამყაროს რომელიღაც ნივთი იჟღინთება საღვთო მადლმოსილებით, ამასთან, იგი არ კარგავს თავის მატერიალურ აგებულებას, შედგენილობასა და თვისებებს და ადამიანისთვის ს...
იხილეთ სრულად
რა არის საიდუმლონი? ეს არის მღვდელმოქმედებანი, რომელთა მეშვეობით ამ ქმნილი სამყაროს რომელიღაც ნივთი იჟღინთება საღვთო მადლმოსილებით, ამასთან, იგი არ კარგავს თავის მატერიალურ აგებულებას, შედგენილობასა და თვისებებს და ადამიანისთვის სიწმიდედ, სულიწმიდის ენერგიის მატარებლად იქცევა. ამის შესანიშნავი მაგალითია ევქარისტიის საიდუმლო, რომლის დროსაც უბრალო პურის ნატეხი და მცირეოდენი ღვინო გარდაიქმნება ქრისტეს ხორცად და სისხლად და, ამასთან, ისინი არ კარგავენ...
ეს საიდუმლოება ყოველ სათნოებას აღემატება. ეკლესია მასში ჭვრეტს ყოვლადძლიერი ღმერთის სასწაულებრივ ძალას, რომელიც მსგავსია შესაქმისა, როდესაც ღმერთმა არაფრისაგან შექმნა სამყარო. წმიდა ზირების მიახლების წინ გვმართებს ძალისაებრ განვიწ...
იხილეთ სრულად
ეს საიდუმლოება ყოველ სათნოებას აღემატება. ეკლესია მასში ჭვრეტს ყოვლადძლიერი ღმერთის სასწაულებრივ ძალას, რომელიც მსგავსია შესაქმისა, როდესაც ღმერთმა არაფრისაგან შექმნა სამყარო. წმიდა ზირების მიახლების წინ გვმართებს ძალისაებრ განვიწმინდოთ სინდისი, რამეთუ ქრისტეს ვუერთდებით, ხოლო ვითარ შეგვიძლია შევუერთდეთ ქრისტეს, თუკი მტრობა გვაქვს ვინმესთან, თავს განვიდიდებთ ან განვიკითხავთ სხვას.
წმიდა ზიარებას მიეახლე საკუთარი ცოდვილი ბუნების შეგრძნებით, სიწრფელითა და კეთილკრძალულებით, იმის შემეცნებით, რომ იღებ ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს. ვინაიდან ჩვენ ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, არ შეგვიძლია ვჭამოთ ხორცი, ღმერთმა...
იხილეთ სრულად
წმიდა ზიარებას მიეახლე საკუთარი ცოდვილი ბუნების შეგრძნებით, სიწრფელითა და კეთილკრძალულებით, იმის შემეცნებით, რომ იღებ ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს. ვინაიდან ჩვენ ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, არ შეგვიძლია ვჭამოთ ხორცი, ღმერთმა სახიერებითა თვისითა ინება, რომ ჩვენ ცოდვილთ მივიღოთ ის ღვინისა და პურის სახით.
ჩვენ არ უნდა განვეშოროთ ზიარებას იმიტომ, რომ თავს ცოდვილად მივიჩნევთ. უფრო მეტი და მეტი წყურვილით უნდა ვისწრაფოდეთ მისკენ სულის განკურნებისა და განწმენდისათვის... უფრო სწორი იქნება, ყოველ კვირა დღეს ვეზიაროთ ჩვენი სალმობების საკურ...
იხილეთ სრულად
ჩვენ არ უნდა განვეშოროთ ზიარებას იმიტომ, რომ თავს ცოდვილად მივიჩნევთ. უფრო მეტი და მეტი წყურვილით უნდა ვისწრაფოდეთ მისკენ სულის განკურნებისა და განწმენდისათვის... უფრო სწორი იქნება, ყოველ კვირა დღეს ვეზიაროთ ჩვენი სალმობების საკურნებლად გულის იმ სიმდაბლით, რომლითაც გვწამს და ვაღიარებთ, რომ ვერასოდეს შევძლებთ ღირსეულად შევეხოთ წმიდა საიდუმლოებს, ვიდრე გულის ამაო დარწმუნებით აღზვავებულებს გვწამდეს, რომ წელიწადში ერთხელ ზიარების ღირსნი ვხდებით.