გახსოვდეს, ქრისტიანო, რომ ბეთლემის გამოქვაბული და ბაგა, სადაც იშვა და მიწვენილ იქნა მაცხოვარი ჩვენი, შენი პატივმოყვარეობისა და ძალაუფლებისმოყვარეობის საფლავი უნდა იყოს.
როცა სული მორჩილია და სული ღმრთისაა მასში, მაშინ ადამიანი ნეტარებს სულით ღმერთის სიყვარულში. როცა სული ღმერთის წყალობას გრძნობს, მაშინ არაფრის არ ეშინია, არავითარი მიწიერი უბედურებისა; სურს ყოველთვის იყოს მორჩილი უფლის წინაშე და უ...
იხილეთ სრულად
როცა სული მორჩილია და სული ღმრთისაა მასში, მაშინ ადამიანი ნეტარებს სულით ღმერთის სიყვარულში. როცა სული ღმერთის წყალობას გრძნობს, მაშინ არაფრის არ ეშინია, არავითარი მიწიერი უბედურებისა; სურს ყოველთვის იყოს მორჩილი უფლის წინაშე და უყვარდეს ძმა. თუ სული იპატივმოყვარებს, მაშინ თავდება მისი ზეიმი, რამეთუ მადლი ტოვებს სულს და უკვე ვერ შეძლებს იგი სუფთად ლოცვას, მოდის ცუდი აზრები და იგი ტანჯავს მის სულს.
link
ჭეშმარიტი დიდება ისაა, რომ შეიძულო ადამიანური დიდება, არარაობად მიიჩნიო და ყველაფერი მხოლოდ უფლის საამებლად აკეთო და ილაპარაკო.
მიწიერი დიდება სხვა არა არის რა, თუ არა საცთური ჩვენი სულისათვის და ამ ცთუნების შედეგი. ჯერ კიდევ უკმევენ ადამიანები ქების მსხვერპლს მიცვალებულის ნეშტათნ, მაგრამ გავა ერთი დღე და ყველაფერი ქრება. მაგრამ ვის გულს შეუძლია ღმერთის გა...
იხილეთ სრულად
მიწიერი დიდება სხვა არა არის რა, თუ არა საცთური ჩვენი სულისათვის და ამ ცთუნების შედეგი. ჯერ კიდევ უკმევენ ადამიანები ქების მსხვერპლს მიცვალებულის ნეშტათნ, მაგრამ გავა ერთი დღე და ყველაფერი ქრება. მაგრამ ვის გულს შეუძლია ღმერთის განსაკუთრებული შეწევნისა და მადლის გარეშე გულგრილი შეიქმნეს დიდებისმოყვარების მსახვრალი მომხიბლაობის მიმართ? ის იპყრობს ჭაბუკსაც ნათელცისკროვანი მოჩვენებებით, დაფნის გვირგვინით და ხალხის ტაშისკვრით. ის მოხუცსაც იტყუებს საუ...
link
მე მანცვიფრებს, რომ ზოგიერთი ასე მიელტვის კაცობრივ და არა – საღმრთო დიდებას, რომელიც შველის, თუ კაცობრივ დიდებას განვერიდებით. ყველაზე მაღალი ხარისხიც რომ მოვიხვეჭოთ, რაც კი ამქვეყნად არსეობობს, მთელი ქვეყანა რომ მზად იყოს ჩვენს გ...
იხილეთ სრულად
მე მანცვიფრებს, რომ ზოგიერთი ასე მიელტვის კაცობრივ და არა – საღმრთო დიდებას, რომელიც შველის, თუ კაცობრივ დიდებას განვერიდებით. ყველაზე მაღალი ხარისხიც რომ მოვიხვეჭოთ, რაც კი ამქვეყნად არსეობობს, მთელი ქვეყანა რომ მზად იყოს ჩვენს განსადიდებლად, რა სარგებლობას მოგვიტანს ეს? ქვეყნიური ქება–დიდება! განა ის სამოთხეს მოგვიტანს? თუ ჯოჯოხეთისაკენ გვიბიძგებს? ქრისტემ როგორ თქვა?! – „დიდება კაცთაგან არა მოვიღო“
link
იზრუნე ყოველთვის მარადიული დიდებისათვის, ვინაიდან ახლანდელი დიდება ყოველდღე გატყუებს.
თუ გსურს დიდებას მიაღწიო, შეიძულე იგი. და თუკი დიდებას დაუწყებ დევნას, მოაკლდები მას.
ზოგიერთმა შეიძლება მკითხოს: „მაშ, რატომაა, რომ ზოგი ჯერ კაცთაგან განდიდდა, შემდეგ კი – ღვთისგან?“ მაგრამ საქმის არსი ის არის, რომ თუ ადამიანს კაცობრივი დიდება სურს, ქრისტე არ განადიდებს მას. ადამიანი თავისით არასოდეს უნდა ესწრაფოდ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთმა შეიძლება მკითხოს: „მაშ, რატომაა, რომ ზოგი ჯერ კაცთაგან განდიდდა, შემდეგ კი – ღვთისგან?“ მაგრამ საქმის არსი ის არის, რომ თუ ადამიანს კაცობრივი დიდება სურს, ქრისტე არ განადიდებს მას. ადამიანი თავისით არასოდეს უნდა ესწრაფოდეს პასუხისმგებლობას და თუ მას ამისგან გაათავისუფლებენ, უნდა უხაროდეს კიდეც. სულიერი კანონებით ხომ პასუხისმგელობა, რომელსაც იგი ტვირთულობს, უნდა ამძიმებდეს მას. თუ ადამიანი არ ხარობს იმით, რომ იგი გაათავისუფლეს პასიხისმგე...
link
ვინც არად აგდებს ადამიანურ დიდებას, იგი ღვთის დიდების ღირსი ხდება
გსურს დიდების მიღება? გაექეცი დიდებას და გექნება დიდება, თუმცა კი არ გსურს იგი.