პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები
პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა
სამი ვნება აბნელებს გონებას: ვერცხლისმოყარეობა, პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა. სიბრაზე, მრისხანება, ჩხუბი, მკვლელობა და სხვა ბოროტება სწორედ მათ მიერ მომძლავრდა ადამიანებს შორის. სწორედ მათ, და არა სხვა რამემ, დააჩლუნგეს ჩვენ... იხილეთ სრულად
უნდა შეიძულო ვერცხლისმოყვარეობა, პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა, როგორც დედა ბიწიერებისა და დედინაცვალი სათნოებისა.
ვინც პატივმოყვარეობით არ არის შეპყრობილი, იგი არ ჩავარდება ღვთისმებრძოლ, უგუნურ ამპარტავნებაში.
არსებობს ამპარტავნების კიდევ ერთი ფაქიზი სახე, ძლიერ საშიში ჩვენი სულისათვის – ეს არის დიდებისმოყვარეობა. დიდებისმოყვარეობა ლამობს ჩვენი ყოველი საქმე იმგვარად დაამახინჯოს, რომ იგი იყოს არა ღვთის სადიდებლად, არამედ ჩვენი დიდებისათვ... იხილეთ სრულად
ამპარტავანი კაცი ყოველი ხერხით ეძიებს პატივს, დიდებასა და ქებას. მას ყოველთვის რაღაცის ჩვენება სურს და სხვებისთვის მითითება, მბრძანებლობა, უფროსობა. ვინც მის სურვილს ეწინააღმდეგება, მასზე ძლიერ მრისხანებს და ემტერება.
ჩაწვდი, ძმაო ჩემო, თუ რა ყოფილა ადამიანური დიდებანი? ახლა კი იმას დაუფიქრდი, რას წარმოადგენს ის, ვინც მას ეძიებს. თუ წინასწარმეტყველს ჰკითხავ, ის გიპასუხებს, რომ ყოველი ადამიანი - უბრალოც და ისიც, ვინც ყველა მეფეზე ზლევამოსილია - ... იხილეთ სრულად
ადამიანები გაქებენ სილამაზის გამო, მაგრამ შენი ჭეშმარიტი სილამაზე იფარება გარეგნობით, როგორც ზამთარში იფარება თოვლის ქვეშ ფუნა. შენი სილამაზე მარადიული ვერ იქნება, ისევე როგორც თოვლი არ არის მარადიული.
ადამიანები პატივს მოგაგებენ ლამაზი ტანისამოსის გამო, მაგრამ ეს პატივი შენ სულაც არ მოგემართება, არამედ იმ აბრეშუმის ჭიებს, რომელთა ძაფებითაც ის შეიკერა. რაც არ უნდა ლამაზად იცვამდე, მაინც ვერ გამოიყურები ფარშევანგივით ლამაზად - ოქ... იხილეთ სრულად