ერთხელაც მთელი ეს ხრწნადი სამყარო დასრულდება და დადგება მარადიული სასუფეველი ღვთისა, სადაც გამოსყიდულთა უკვდავი და უხრწნელი სულები, თავიანთ აღდგომილ სხეულებთან შეერთებულნი, საუკუნოდ დამკვიდრდებიან ქრისტესთან. მაშინ ნაწილობრივი სიხ...
იხილეთ სრულად
ერთხელაც მთელი ეს ხრწნადი სამყარო დასრულდება და დადგება მარადიული სასუფეველი ღვთისა, სადაც გამოსყიდულთა უკვდავი და უხრწნელი სულები, თავიანთ აღდგომილ სხეულებთან შეერთებულნი, საუკუნოდ დამკვიდრდებიან ქრისტესთან. მაშინ ნაწილობრივი სიხარული და დიდება, რომელიც ახლაც კი უწყიან ზეცაში სულებმა, სიხარულის სისავსით შეიცვლება, რისთვისაც შეიქმნა ადამიანი.
გვწამს აგრეთვე მკვდრეთით აღდგომაც, რადგან იგი ჭეშმარიტად იქნება. მაგრამ აღდგომაზე საუბრისას, ჩვენ სხეულის აღდგომას ვამბობთ. რადგან აღდგომა დაცემულის მეორედ აღმართებაა, სულები კი, რომელნიც უკვდავნი არიან, როგორ აღდგებიან? რადგან თუ...
იხილეთ სრულად
გვწამს აგრეთვე მკვდრეთით აღდგომაც, რადგან იგი ჭეშმარიტად იქნება. მაგრამ აღდგომაზე საუბრისას, ჩვენ სხეულის აღდგომას ვამბობთ. რადგან აღდგომა დაცემულის მეორედ აღმართებაა, სულები კი, რომელნიც უკვდავნი არიან, როგორ აღდგებიან? რადგან თუკი სიკვდილს განსაზღვრავენ, როგორც სულის გაყრას სხეულისაგან, მაშინ, რა თქმა უნდა, რომ აღდგომა არის მეორედ შეერთება სულისა და სხეულისა და დარღვეული და მკვდარი ცოცხალი არსების მეორედ აღმართება. მაშასადამე, თვით იგივე სხეული...
განა თვით ყველაზე გულმოდგინე და ყურადღებიანი დამკვირვებელი შეძლებს, აღმოაჩინოს, როგორ ხდება, რომ მკვდარი, მიწაში ჩაგდებული თესლი აღმოაცენებს ახალ მცენარეს და მის შესაბამის მრავალ ამონაზარდს? ეს სასწაული ისევე ძნელი ასახსნელია, როგ...
იხილეთ სრულად
განა თვით ყველაზე გულმოდგინე და ყურადღებიანი დამკვირვებელი შეძლებს, აღმოაჩინოს, როგორ ხდება, რომ მკვდარი, მიწაში ჩაგდებული თესლი აღმოაცენებს ახალ მცენარეს და მის შესაბამის მრავალ ამონაზარდს? ეს სასწაული ისევე ძნელი ასახსნელია, როგორც გახრწნილი ფერფლიდან ადამიანის აღდგომა, ამიტომაა, რომ აღდგომის დოგმატის ჭეშმარიტებაში კორინთელთა განსამტკიცებლად წმ. პავლე მოციქულს მოაქვს მცენარის მაგალითი, რომელიც დამპალი მრაცვლიდან იბადება და უგუნურს უწოდებს მათ,...
ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში;
ითესება დამცირებაში, აღდება დიდებაში; ითესება უძლურებაში, აღდგება ძლიერებაში.
ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი. არის სხეული მშვინვიერი, და არ...
იხილეთ სრულად
ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში;
ითესება დამცირებაში, აღდება დიდებაში; ითესება უძლურებაში, აღდგება ძლიერებაში.
ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი. არის სხეული მშვინვიერი, და არის სხეული სულიერი.
ასედაც დაწერილი: პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად; უკნასკნელი ადამი კი – ცხოველმყოფელ სულად.
თ. 15-16
კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე
ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს. მე კი, სულმოკლეს, ეს ფიქრი მაწუხებს, საფლავს მიებარება ჩემი სხეული, თუ გარეულ მხეცთაგან დაიგლიჯება და შეიჭმება? ფერფლად ქცეული ჰაეროვან სივრცეში მიმოიბნევა თუ სადმე უფსკრულში გადაჩეხილი იქცევა მიწად...
იხილეთ სრულად
ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს. მე კი, სულმოკლეს, ეს ფიქრი მაწუხებს, საფლავს მიებარება ჩემი სხეული, თუ გარეულ მხეცთაგან დაიგლიჯება და შეიჭმება? ფერფლად ქცეული ჰაეროვან სივრცეში მიმოიბნევა თუ სადმე უფსკრულში გადაჩეხილი იქცევა მიწად? მდინარეში განიხრწნება თუ ხანგრძლივ წვიმათაგან დალპება? თუმცა ასეც რომ მოხდეს, უკვალოდ მაინც არ გავქრები და არც ჩემი სხეულის მთლიანობა დაირღვევა, რადგან უკანასკნელ ჟამს, როცა ქვეყნის დასასრულს, მეორედ მოვა სრული დიდებით...
არსებოს უამრავი ფაქტი იმის დასტურად, რომ ქრისტე აღსდგა. მიგნებულია და გაშიფრულია პილატეს დროინდელი, პილატეს კარის ისტორიკოსის ჩანაწერები, საიდანაც ვიგებთ, რომ პილატეს ცოლი შეაგონებდა, არ მოეკლა ეს მართალი კაცი. პილატემ თურმე თქვა:...
იხილეთ სრულად
არსებოს უამრავი ფაქტი იმის დასტურად, რომ ქრისტე აღსდგა. მიგნებულია და გაშიფრულია პილატეს დროინდელი, პილატეს კარის ისტორიკოსის ჩანაწერები, საიდანაც ვიგებთ, რომ პილატეს ცოლი შეაგონებდა, არ მოეკლა ეს მართალი კაცი. პილატემ თურმე თქვა: "თუ ეს ღმერთია, მაშIნ აღსდგება მკვდრეთით; მე რომ არ დავსაჯო იგი, აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნება, შფოთი იქნებაო". მან თავის პირად მდგომარეობასა და კარიერას ანაცვალა ყოველივე და უფალს მოკვდინება გადაუწყვიტა, მიუხედ...