ბერი პაისი მთაწმინდელი - ციტატები, გამონათქვამები
ბერი პაისი მთაწმინდელი - ციტატები, გამონათქვამები ბერი პაისი მთაწმინდელი | გამონათქვამები
ნამდვილი ადამიანი არის არა ის, ვინც სწორად ლაპრაკობს, არამედ ის, ვინც ცხოვრობს სწორად, სახარების მიხედვით.
ღმერთმა ცდუნება იმიტომ დაუშვა, რომ მწუხარებითა და ცრემლით ჭუჭყისაგან განწმიდოს და უმანკო გახადოს ჩვენი სული, რათა შეგვეძლოს გადასარჩენად უფალს მივაშუროთ.
კეთილი უფალი სიყვარულით გვითმენს ჩვენ და არავინ გამოჰყავს დასაცინი. თუმცა, მისთვის - გულთამხილავისთვის, ცნობილია ჩვენი შეცოდებანი. არც წმიდანები შეურაცხყოფდნენ არასდროს ცოდვილთ საქვეყნოდ, არამედ სიყვარულით, სულიერი სიფაქიზით და ფა... იხილეთ სრულად
თუ ვინმე იწყებს ცოდვისთვის დათმობას, მაშინ იგი შიგნიდან შავდება, მას სულის თვალები ემღვრევა და ის ხედვითაც ამღვრეულად ხედავს. შემდეგ იგი უკვე ითხვრება ცოდვით და ცოდვა წეწავს მას. მას შეუძლია წმიდაც კი უწმიდურად დაინახოს.
ხელსაქმე, რომელსაც სიმშვიდითა და ლოცვით ასრულებ, თვითონაც ნაკურთხია და აკურთხევს ხალხსაც, რომლებიც მას გამოიყენებენ. აი, ამ დროს აქვს აზრი იმას, რომ ბერებმა ერისკაცებს კურთხევა მისცენ ამა თუ იმ ხელსაქმის შესასრულებლად. და პირიქით,... იხილეთ სრულად
როცა ღვთისმოსაობით შრომობთ და ლოცვით მოქმედებთ, აკურთხებთ საკუთარ თავს და აკურთხებთ ყველაფერ იმასც, რასაც აკეთებთ. როცა გონება ღმერთშია დაუნჯებული, ადამიანი აკურთხებს თავის სამუშაოს, თავის ხელსაქმეს.
როცა ადამიანი მშვიდად შრომობს, ის მშვიდობას ინარჩუნებს და მთელ დღეს აკურთხევს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერც ვხვდებით, რომ როცა რაღაც საქმეს ნაჩქარევად ვაკეთებთ, ნევროზული მდგომარეობა გვეუფლება. საკუთარ თავს არ უნდა დავუსახოთ მიზნად, რომ ... იხილეთ სრულად
პირჯვარი გადაიწერე, ჩემო კეთილო შვილო და აკეთე ის, რასაც გეუბნებიან. თუკი იტყვი:"ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთა", ნუთუ ამდენი წმიდანიდან ერთიც არ დაგეხმარება? უფლის ნდობა არასდროს დაკარგო. თავს ადამიანური ლოგიკით ნუ შეიზღუდავ, ასე ... იხილეთ სრულად
თუ გული ღმერთთან გაქვს, შენი სამუშაო ნაკურთხი იქნება. ინტელექტუალურიც რომ იყოს იგი, რამდენადაც შენ საღვთო ატმოსფეროში ცხოვრობ, საქმის დროს შეიძლება არც ლოცულობდე. თუ ადამიანს სულიერი მდგომარეობა აქვს, ეს მას ძალიან ეხმარება. ის არ... იხილეთ სრულად