წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ქურდს მზე სძულს, ხოლო ამპარტავანს - სიმშვიდე და სიმდაბლე
სიმდაბლე არის "გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა" (ფს. 60,40)
ვერცხლისმოყვარე სახარების მგმობელი და ნებით განდგომილია
სიმდაბლე ცოდვის უფსკრულიდან სულის ცაში ამყვანებელი კიბეა
სული მაშინ ილოცებს მხურვალედ, როდესაც მრისხანებას დაძლევს
ნაყროვანება სანოვაგის შემკრები და გემოთმოყვარების წყაროა
სიმაძღრე სიძვის დედაა, მუცლის მოზღუდვა კი სიწმინდის მიზეზი
სიცრუე სიყვარულის გამრყვნელია, ხოლო ცრუ ფიცი ღვთის უარყოფაა
ამპარტავანი გარედან ლამაზ და შიგნიდან დამპალ ბროწეულს ჰგავს
უბრალოება სულის მარტივი წესია, რომელიც უძრავია ბოროტებისადმი
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |