წმ. სილუან ათონელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. სილუან ათონელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. სილუან ათონელი | გამონათქვამები, ციტატები
ისე შეიყვარა უფალმა ადამიანი, რომ მისცა მას სულიწმიდა და სულიწმიდაში ადამიანი გახდა ღმერთის მსგავსი. ისინი, რომელთაც არ სჯერათ ამისი და არ ლოცულობენ წმინდანებით, ვერ შეიცნობენ როგორ უყვარს უფალს ადამიანი და როგორ განადიდა იგი.
იმისათვის, რომ გახდე ერთიანი, როგორც უფალი ამბობს: “რათა ყოველნი ერთ-იყუნენ” (იოან. 17-21). არ გვჭირდება ჩვენ არაფრის გამოგონება, ყველას ჩვენ ერთიანი ბუნება გვაქვს, ამიტომ ბუნებრივი იქნებოდა ჩვენ ყველა გვიყვარდეს; ხოლო ძალას, რომ ... იხილეთ სრულად
თუ სულიერი მდგომარეობის შემდეგ, რომელიც აღქმული არის როგორც ღვთის ჭვრეტა და ღმერთთან ურთიერთობა, არ არის სიყვარული მტრების მიმართ, ამასთანავე ყველა ქნილების მიმართ, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ჭვრეტა იყო არა ჭეშმარიტი, ე. ი. არა... იხილეთ სრულად
ვმსჯელობ ჩემთვის: თუ მე უფალმა ასე ძლიერ შემიყვარა, ეს ნიშნავს იმას, რომ მას ყველა ცოდვილი უყვარს ასევე ძლიერ, როგორც მე. ო, სიყვარული უფლისა! ძალა არ მყოფნის, რომ აღვწერო იგი, უსაზღვროდ დიდი და უცნაურია იგი.
ვისაც უყვარს ღმერთი სულიწმიდით, მას აუცილებლად უყვარს ღმერთის ყველა ქმნილება, უპირველეს ყოვლისა კი ადამიანი.
ვისაც არ უყვარს მტრები, მასში არ არის ღვთის მადლი. მოწყალეო უფალო, სულიწმიდით გვასწავლე მტრებისადმი სიყვარული და ცრემლიანი ლოცვა მათზე. ო, უფალო, მოგვეცი სულიწმიდა დედამიწაზე, რათა ყველამ შეგიცნოს შენ და ისწავლოს შენი სიყვარული.
მონანიებულ სულს უფალი აძლევს სამოთხეს და სასუფეველს თავისთან. ურიცხვი გულმოწყალების გამო იგი არ იხსენებს ჩვენს ცოდვებს, როგორც არ გაუხსენა იგი ჯვარზე ავაზაკს.
დიდება უფალს, რომ მან მოგვცა ჩვენ სინანული და ამით ყველანი გადავრჩებით; ვერ გადარჩებიან მხოლოდ ისინი, რომელნიც არ ინანიებენ, ამაში მე ვხედავ მათ სასოწარკვეთას. ბევრს ვტირი, მეცოდებიან ისინი. მათ არ იციან სულიწმიდით, რა დიდია მოწყა... იხილეთ სრულად
შეუძლია ვინმეს თქვას სამოთხის შესახებ, რა იქნება იქ? სამოთხეზე შეუძლია ილაპრაკოს იმან, რომელმაც სულიწმიდით შეიცნო უფალი და მისი სიყვარული ჩვენს მიმართ. უფალი ისეთი საყვარელია, რომ მისი სიყვარულისაგან სული მხოლოდ მასზე ფიქრობს და ა... იხილეთ სრულად
ადამიანები ღმერთის მცნებებს რომ იცავდნენ დედამიწაზე სამოთხე იქნებოდა; ყველას ექნებოდა აუცილებელი სამყოფად მცირე შრომით და სულიწმიდა იცხოვრებდა ადამიანების სულებში, რამეთუ იგი თვითონ ეძებს ადამიანის სულებს და სურს ჩვენში ცხოვრება; ... იხილეთ სრულად