წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
როგორც ცეცხლში თოვლის პოვნა შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია, რომ მწვალებელთა (ერეტიკოსთა) შორის სიმდაბლე აღმოაჩინო
სიტყვა უფლისა უკუნითი უკუნისამდე არსებობს, ხოლო, ვისაც უფალი ჯერ კიდევ ვერ შეუცვნია ჯეროვნად, ის მხოლოდ ხვდება ამას
ვინც უგულისხმობით უპოვარია, ორმაგ სიკეთეს აკლდება, ამქვეყნიურ სიკეთესაც განეშორება და ვერც იმქვეყნიურს მოიპოვებს
ცხენი ვიდრე მარტო მირბის, თავის სწრაფი ჰგონია, მაგრამ როდესაც სხვა ცხენებთან ერთად ირბენს, თავის უძლურებას შეიცნობს
კუჭი მომავალი ცეცხლის ხსენებით დავაოკოთ, ვინც მუცელს დაემონა, ზოგიერთმა საკუთარი ასონიც მოიკვეთა და ორმაგად მოკვდა
ყოველი შენი ლოცვა მდაბალი გონებით უნდა იყოს წარმოთქმული, რადგანაც მეზვერე და უძღები ერთი სიტყვით შეიწყნარა ღმერთმა
ვინც შინაგანად მდაბალია, ენის მიერ ვერ განიძარცვება. რადგან, თუ შიგნით სიმდიდრე არ არსებობს, კარიდან მას ვერ გაიტანენ
მეფისადმი სიყვარულს მხედარი მისთვის ბრძოლაში გამოაჩენს; ხოლო მონაზვნის სიყვარული ღვთისადმი ლოცვის ჟამს გამოჩნდება
გონებისათვის დაუდგრომლობაა თვისობრივი, მაგრამ მისი დამყენებელი არის ღმერთი, რომელსაც ყოველივეს დამორჩილება შეუძლია
უბრალოების სადარი არაფერია, ამიტომ იყო, რომ ვიდრე მას ფლობდა, ადამს თავისი სულის სიშიშვლე და ხორცის სირცხვილი არ უხილავს